"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში პრიორიტეტს პრემიერ ლიგაში წარმატებულ გამოსვლას ანიჭებს.
გასულ სეზონში ოთხეულში მოხვედრის შედეგად "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგაზე ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ, თუმცა ამის მიუხედავად ჰოლანდიელი სპეციალისტი ინგლისის ჩემპიონატის მოგებას უფრო ესწრაფვის.
"ჩემი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა. ჩემს ადრეულ კარიერაში უკვე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, ამიტომ პრემიერ ლიგა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, ასეთ რამეებს არ უნდა ვამბობდე, რადგან ჩემი ყოველი კომენტარისგან სათაურებს აკეთებთ", - განაცხადა ვან გაალმა.
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.