ინგლისის ჩემპიონატი მე-9 ტურის მატჩში "ევერტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 0-3 დამარცხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუი ვან გაალმა საწყის თერთმეტეულში ოთხი ცვლილება განახორციელა. ძირითად შემადგენლობაში მარკოს როხო, ფილ ჯონსი, მორგან შნეიდერლინი და ანდერ ერერა გამოჩდნენ.
სტუმრებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს და ანგარიშიც მალევე გახსნეს. 18-ე წუთზე მორგან შნეიდერლინმა პრემიერ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით. ზუსტად 4 წუთში მანჩესტერელებმა ანგარიში ორამდე გაზარდეს, მარკოს როხოს გადაცემით ანდერ ერერამ ისარგებლა, 0-2.
სტუმრებს შეეძლოთ ანგარიშის შემცირება, თუმცა ლუკაკუს დარტყმის შემდეგ დავიდ დე ხეამ მორიგი ბრწყინვალე სეივი შემოგვთავაზა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი უეინ რუნიმ დასვა, რომელმაც ანდერ ერერას გადაცემით ისარგებლა, 0-3. ამ გოლით მანჩესტერელთა კაპიტანმა პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.