ახალი შესაძლებლობები. "ევერტონი" 0-3 "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"გუდისონ პარკზე" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი.
სქემა და შემადგენლობაამ სეზონში განლაგებისა და სასტარტო შემადგენლობის გამოცნობა საკმაოდ ადვილია. თუმცა "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩში ზოგიერთი გადაწყვეტილება პირველად გამოსცადეს. ასე, ცენტრალური მცველების წყვილი ჯონსმა და სმოლინგმა შეადგინეს, მარცხენა ფლანგზე კი, როხო განლაგდა.
მოედნის ცენტრზე პასუხისმგებლობა შნეიდერლინმა და შვაინშტაიგერმა აიღეს.
მარსიალი - ფლანგის ფორვარდი მარცხნიდან, ერერა - ათიანი, მატა - მარჯვენა ინსაიდი.
რუნი - ცენტრალური თავდამსხმელი.
ფაბულაორივე გუნდი ბურთით კომფორტულად გრძნობს თავს, ამიტომ ორივე მათგანმა სცადა ფლობაში უპირატესობის მოპოვება. "იუნაიტედი" უფრო ეფექტური იყო კონტროლშიც, მოწინააღმდეგის შეტევის ჩაშლაშიც, რეალიზაციაშიც. ლუი ვან გაალის ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის შუა ნაწილში ორჯერ მოახერხეს გატანა. მეორე ნახევარი "ევერტონმა" უფრო აქტიურად დაიწყო, 45 წუთიდან 60 წუთამდე მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს და "იუნაიტედი" საკუთარ კარს "მიაჯაჭვეს". თუმცა მესამე გოლმა თამაში დაამშვიდა. "მანჩესტერ იუნაიტედს" მიწურულს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ რუნიმ, ლინგარდმა და მარსიალმა თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს.
საყრდენი ზონაშვაინშტაიგერმა და შნეიდერლინმა ხარისხიანი მატჩი ჩაატარეს, ნეისმიტსა და ბარკლის თავისუფლებას არ აძლევდნენ.
გერმანელი ხშირად იწევდა ცენტრალურ მცველებთან შეტევის დაწყებისა და პირველი პასის გაკეთებისთვის.
მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგი პრემიერ ლიგაში ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ბურთის წართმევების რაოდენობით.
შნეიდერლინის მონდომებას ხანდახან წესების დარღვევა მოსდევს. არ ეთიშება, ბოლომდე მიდის, მაგრამ მეორე მხრივ თამაშის მსგავს მანერას ხშირად მოსდევს ყვითელი ბარათები და საჯარიმო დარტყმა საკუთარი კარის სიახლოვეს. "ევერტონთან" საყრდენმა სამჯერ მისცა შანსი მასპინძლებს (შავი სამკუთხედი) გოლის სტანდარტული მდგომარეობიდან გასატანად.
დაცვაოდესღაც სმოლინგი-ჯონსის წყვილს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ნაკრების მომავალ დაცვას ეძახდნენ. თუმცა არასტაბილურმა თამაშმა და ტრავმებმა, თითქოს, დაასრულა საუბრები. სმოლინგი უფრო საიმედო გახდა და ძირითადში ადგილი მიიღო, თუმცა სეზონის დასაწყისში მის გვერდით დეილი ბლინდი გამოდიოდა. არ ვიცით, რა მიზეზით დარჩა სათადარიგოთა სკამზე: შესაძლოა, ჰოლანდიის ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელი მზად არ არის, ან იქნებ, ფორმაშია, მაგრამ შეტევის ათლეტური ხაზის წინააღმდეგ ვან გაალმა ძლიერი ჯონსი ამჯობინა. რაც არ უნდა იყოს, ინგლისელები გაუმკლავდნენ.
შოუს ტრავმის შემდეგ მარცხენა ფლანგის პრობლემა კვლავინდებურად აქტუალურია. დიახ, როხომ შესანიშნავი საგოლე გადაცემა გააკეთა, როცა შეტევაში ჩაერთო, მაგრამ შესვენების შემდეგ, როცა მარტინესმა მოედანზე კონე გამოიყვანა და მასპინძლები 15 წუთით დაეუფლნენ უპირატესობას, ყოველი შეტევა მიზანდასახულად და არცთუ წარუმატებლად "იუნაიტედის" მარცხენა ფლანგიდან მომდინარეობდა. რომ არა დავიდ დე ხეას სეივები, როხო შეიძლებოდა კრიტიკის მთავარი ობიექტი გამხდარიყო.
თავდასხმასეზონის დასაწყისში "მანჩესტერ იუნაიტედს" მარცხენა ვინგერის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა და ენტონი მარსიალი მათ რიცხვში არ შედიოდა. დეპაის ჩავარდნამ, იანგის ტრავმამ ვან გაალი აიძულა ენტონისთვის მსგავსი როლი მოერგებინა და მან კვლავ გაართვა თავი. მარსიალი შრომობდა დაცვაში, შეტევაში კი ერთი მეორის მიყოლებით ექცეოდა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში იჭრებოდა.
7 წარმატებული მოტყუება (მწვანე ვარსკვლავებით აღნიშნული), ერთი პასი, რომელმაც რუნი 1-1-ზე გაიყვანა (ცისფერი ისარი) და სახიფათო დარტყმა (რუნის პასის შემდეგ), "ევერტონის" მცველის მიერ დაბლოკილი (ნაცრისფერი ისარი).
უეინ რუნი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გამოვიდა. რამდენიმე ეპიზოდში შესამჩნევი იყო, რომ რუნის სისწრაფე აკლდა. პირველ ტაიმში სხვებზე ხშირად კარგავდა ბურთს და ახშობდა შეტევებს, მაგრამ საბოლოოდ ერთი-ერთზე გასვლა გამოიყენა და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. სამართლიანობის გულისთვის, მეორე ასეთი შანსი ხელიდან გაუშვა.
ხუან მატა მარჯვნივ მოქმედებდა. ესპანელის სათამაშო მანერა ცენტრში შეწევას გულისხმობს. გასულ სეზონში ვნახეთ, რომ ერერასა და მატას ერთმანეთის კარგად ესმით. პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ შეიცვალეს ადგილი, თუმცა მატას თითქმის არაფერი სასარგებლო გაუკეთებია შეტევაში და რამდენიმეჯერ საკუთარ ნახევარზე მოწინააღმდეგის ზეწოლის ქვეშ მყოფმა ბურთი დაკარგა. შესვენებაზე ლუი ვან გაალმა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შეცვალა და მოგვიანებით ეს ტაქტიკური გადაადგილებით ახსნა.
ანდერ ერერაცალკე ხსენებას იმსახურებს.
"მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული დროის განმავლობაში ლუი ვან გაალმა ათიანის პოზიციაზე არაერთი ფეხბურთელი გამოსცადა: უეინ რუნი, ხუან მატა, ანხელ დი მარია, ადნან იანუზაი, მემფის დეპაი, ანდერ ერერა.
მხოლოდ კერძო მოსაზრებაა და არ მინდა ვინმეს თავს მოვახვიო, მაგრამ მეჩვენება, რომ ერერა-მატას / ათიანი-ინსაიდის (ან პირიქით) კავშირი შეიძლება დაუჯერებლად მრისხანე იარაღი აღმოჩნდეს. რაღაც მსგავსს ვხედავდით ბენიტესის დროს (ოსკარი-მატა) და ეს იყო უმაღლესი დონის კომბინაციური ფეხბურთი.
მაგრამ მატასგან დამოუკიდებლად, ერერა ერთობ სასარგებლო იყო ათიანზე. ბასკს არა მარტო შექმნა შეუძლია, არამედ მისი უნარები და ენერგია საკმარისია დაცვისთვის, რაც, როგორც ვიცით, მნიშვნელოვანია ვან გაალის ათიანისთვის.
თუ იარი ლიტმანენის ახალვერსიულ მწვრთნელს არ გამოუვიდა უეინ რუნისგან მიღება, მატას შემთხვევაში კი ძალიანაც არ უცდია და უფრო ეფექტური სხვა გამოყენება მოუძებნა, რატომ არ უნდა სცადოს ერერასთან?
ავტორი:
ალექსანდრ გრაიროვიჩი