რაიან გიგზმა აღნიშნა რობინ ვან პერსისა და ხავიერ ერნანდესის მუშაობა და განაცხადა, რომ მათმა დუბლებმა, კლუბს პირველი გამარჯვება მოაპოვებინა 2013 წელს..
"ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ერთი გუნდი. ერთად ვესხმით თავს მოწინააღმდეგეს, და ერთად ვიცავთ კარს. ვფიქრობ, გუშინ მინდვრის ყველა მონაკვეთზე გვქონდა უპირატესობა და არ მივეცით "უიგანს" არანაირი შანსი. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და კარგ შედეგსაც მივაღწიეთ. ვიცოდით, რომ იქნებოდა რთული. წინა სეზონში, კლუბმა დამსახურებულად დათმო ქულები, სწორედ ამ სტადიონზე. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, ამიტომაც ვგრძნობდით თავს კარგად, მინდორზე." – განაცხადა რაიან გიგზმა manutd.com–თან.
"რობინმა და ჩიჩარიტომ კარგი ტური ჩაატარეს, გუშინ. აქ მხოლოდ გატანილი გოლები, არ არის. მათი სისწრაფე, მეტოქის ნახევარზე, ხელს უწყობდა ნახევარმცველების მოქმედებას. ასე, რომ მათ დაიმსახურეს ჯილდო, ასეთი კარგი თამაშისთვის. მე ვიყავი ახლოს, რობინთან, როდესაც მან პირველი გოლი გაიტანა. მან გვაჩვენა შესანიშნავი, ტეხნიკის დემონსტრაცია და გამოიჩინა სიმშვიდე. ეს მისთვის, ნამდვილად დამახასიათებელია. ის ფლობს, ფენომენალურ ნიჭს."
უელსელმა ნახევამცველმა დიდი აღტაცება გამოხატა, სერ ალექსის მიმართ, თუ როგორ დაალაგა, მან გუნდი, რომ ფეხბურთელები ასე კარგად გამოიყურებოდნენ...
"ჩვენ გვყავს დიდი გუნდი, რომელსაც სერ ალექსი ხელმძღვანელობს. ჩვენ გამოვიყურებოდით კარგად "უიგანთან" მატჩში, რაც სერ ალექსის დამსახურებაა. თქვენ ვერ იქნებით, წყნარები იმ შედეგზე, როდესაც გუნდი ატარებს, ოთხ ტურს, ათ დღეში. ჩვენ უბრალოდ ქედი უნდა მოვუხაროთ, ჩვენს ფეხბურთელებს, როგორებიც არიან მაიკლ კერიკი და პატრის ევრა, რომლებმაც მთელის ეს ტურები, მაღალ დონეზე ჩაატარეს."