"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსმა 21 წლის ჰოლანდიელი გააფრთხილა რომ ადაპტაცია არც თუ ისე ადვილია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა მემფის დეპაი გააფრთხილა, რომ მის ფილოსოფიას შეეგუოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" ისევე დასრულდება, როგორც ანხელ დი მარიასი და რადამელ ფალკაოსი.
ორივე ფეხბურთელი გუნდს გასულ წელს შეურთდა და 2015-2016 სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვა. დი მარია გუნდში 59.7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა და ჯერ კიდევ ითვლება რეკორდულ შენაძენად, მაგრამ "იუნაიტედის" დატოვება პირველივე სეზონში მოუხდა.
დი მარიას წასვლამ მემფის დეპაის გაუხსნა, სანამ კოლუმბიელი ფორვარდი თავისი შესაძლებლობების გამოვლენას ლონდონის "ჩელსიში" ცდილობდა მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" მისი "მონაკოსგან" გამოსყიდვის გადაწყვეტილება არ მიიღო.
ვან გაალი აქებდა მემფის დეპაის, რომელმაც გასულ შეხვედრაში "ევერტონთან" მონაწილეობა ვერ მიიღო და მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ვან გაალმა კი აღნიშნა, რომ ვინგერი ფილოსოფიას უნდა შეეგუოს.
"ზოგიერთ ფეხბურთელს არ შეუძლია ფილოსოფიასთან შეგუება. ამას წინასწარ ვერ მიხვდები, უნდა ნახო.
იმიტომ, რომ ფეხბურთელში უამრავ უნარს ამჩნევ, მაგრამ დეპაიმ ეს უნარები გუნდის დახმარებას უნდა მოახმაროს.
იგივე მოხდა დი მარიასა და ფალკაოს შემთხვევაში - ორივე დიდიებული ფეხბურთელია, მაგრამ ფილოსოფიას უნდა მოერგო. არა მარტო მემფისი, არამედ ყველა ფეხბურთელი, ვინც ვიყიდეთ."მემფისმა მართლაც რომ შთაბეჭდილება მოახდინა მისი გადმოსლისთანავე, იგი კარგად გამოიყურებოდა ჩემპიონთა ლიგაზე "ბრიუგეs" წინააღმდეგ, მაგრამ იგი ჯერჯერობით პრემიერ ლიგაში ვერაფერ ღირებულს ვერ გვთავაზობს.
მაგრამ ვან გაალი ამ ყველაფერს მაინც ოპტიმისტურად უყურებს და ფიქრობს რომ ჰოლანდიელს წინ დიდი მომავალი აქვს, მას მოსწონს ახალგაზრდა ფეხბურთელები, იგი ფიქრობს რომ მემფისს ახლა უბრალოდ დრო სჭირდება პროგრესისათვის.
"ჯერ კიდევ მჯერა თუ არა მე მისი?რა თქმა უნდა მჯერა".
"პრობლემა ახალგაზრდა ფეხუბრთელებთან ის არის რომ ისინი არ არიან თანმიმდევრულნი. ჩვენ მას მივცემთ საკმარის დროს."ვან გაალმა დაამატა რომ მემფისის განვითარებისათვის ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს რაიან გიგზი და ამბობს, რომ რაიანი ბევრ რჩევა-დარიგებას აძლევს 21 წლის ახალგაზრდას, მაგრამ იგი თავისთავზე თვითონაა პასუხისმგებელი.
"რაიანმა უკვე მისცა მას ბევრი რჩევა,მაგრამ იგი თვითონაა პასუხისმგებელი თავის თავზე."წყარო:
Goal.Com