თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2015, 07:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1429,
კომენტარები: 10
ერერა: "ყველას ვაჩვენეთ, როგორ უნდა იბრძოლო"
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა გუნდური ბრძოლისუნარიანობა შეაქო.
ერერა:
ანდერ ერერას სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, თუკი მისი თანაგუნდელები ისეთ თამაშს აჩვენებენ, როგორსაც "ევერტონის" წინააღმდეგ.

ესპანელმა ნახევარმცველმა მეორე გოლი გაიტანა "ევერტონთან" მატჩში, სადაც "იუნაიტედმა" 4 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა, ერერა კი ფიქრობს, რომ "არსენალთან" დამარცხება ასეთი გამარჯვების საწინდარი იყო.

"კანფეტებთან" ნაჩვენები თამაშით ერერა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და შეხვედრის შემდეგ "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელეარხს განუცხადა: "თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, ყველას დავამარცხებთ. ყველას ვაჩვენეთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" აქ არის და იმისთვის არის, რომ ყველაფრისთვის იბრძოლოს.

როცა "არსენალთან" დავმარცხდით, ამ თამაშამდე ვეღარ ვითმენდით. ვფიქრობ, დღეს პირველი 20 წუთი ფანტასტიკური იყო და სწორედ ასეთი რეაქცია უნდა გამოგვევლინა. როცა ყველაფრისთვის იბრძვი, ისე უნდა იბრძოლო, როგორც ჩვენ ვიბრძოლეთ დღეს",
- განაცხადა ერერამ.

ანდერმა მარკოს როხოც შეაქო შეხვედრაზე გავლენის მოხდენისთვის და არგენტინელის გამო მოხარული იყო.

"ფანტასტიკურად ჩამიწოდა, მადლობა გადავუხადე! მახსოვს, ბილბაოს "ატლეტიკის" რიგებში ჩატარებულ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაში ჩემი ბოლო გოლი თავით გავუტანე "სევილიას". თავით გატანა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საქმეა და ინგლისში, მით უმეტეს".

კაპიტანმა უეინ რუნიმ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და თავის ყოფილ გუნდს გაუტანა, ერერას კი სჯერა, რომ ინგლისელის მონდომება გადამწყვეტი იყო გამარჯვებისთვის.

"ჩვენთვის დიდებული საქმე გააკეთა. ინგლისისა და ჩვენთვის რუნი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა კაპიტანი კარგ ფორმაში გყავს, გოლები გააქვს და ბედნიერია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ლიდერია, ინგლისის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, ასე რომ, მას უნდა ვასიამოვნოთ და ეს წაგვადგება".

ახლა ყურადღება ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩზე გადადის, სადაც "იუნაიტედი" მოსკოვის CSKA-ს დაუპირისპირდება და ერერას სჯერა, რომ მნიშვნელოვანია ფეხბურთელების კონცენტრირება მატჩზე.

"ძალიან ამაყები და ბედნიერები ვართ ამ გამარჯვებით, მაგრამ ზეიმისთვის დიდი დრო არ გვაქვს. ამ კვირაში რუსეთში უნდა ჩავიდეთ და ჯგუფი ჯერ კიდევ თანაბარია".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
18 ოქტომბერი 2015 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
I.edia mixvdeba is ro dziritadis kaci xar .shen ro tamashob tamashic cocxlad midis chvenidan
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: GeorgeBest
18 ოქტომბერი 2015 09:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცკას დამაჯერებლად მოუგეთ და ეგაა. იმედია ერერა სასტავში იქნება winked შნეიდერლინს ან ვინმეს რო შეუწყვილოს უკან დიდად არ მაქვს იმედი თუ წინ რუნი ედგება თან
0
№3
ავტორი: RojoDiablo
18 ოქტომბერი 2015 10:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როხოს თამაში მართლა მომხვდა გუშინ თვალში. საყურადღებო იყო მისი თამაშიც და თავზე დაასვაო რომ იტყვიან ისე იყო ერერაზე გაკეთებული პასი. იმედია რაღაც არ გვაჩვენა ერთი დღით და ხშირი იქნება ასეთი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
18 ოქტომბერი 2015 10:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
როხოს ალბათ ცსკსთანაც მიეცემა შანსი და ლუი დააკვირდება როგორ ითამაშებს მაგ თამაშსაც, რის შემდეგაც გადაწყდება მიისი დაყენება სანამ შოუ გამოჯანმრთელდება თუ არა, ანნ საერთოდ გუნდიდან გასაშვებია თუ არა. რაც შეეხება ერერას აღარ ვიცი ამ კაცმა რა უნდა ქნას რომ ადგილი დაიმკვიდროს სასატარტოში. ყოველთვის ამართლებს და აკეთებს იმას რაც მისგან მოეთხოვება.
0
№5
ავტორი: ALEXFERGUSON
18 ოქტომბერი 2015 13:09
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
გუშინ რაც უნაიტედმა ითამაშა,მათ შორის როხომ,იმით იყო გამოწვეული,რომ ყველა თავის პოზოციაზე იდგა და არ იყო რაღაც გაურკვევლი ექსპერიმენტები. დარმიანი მარცხნივ,იანგი მარჯვნივ,ბლინდი ცენტრში,ისევ ისეთი სვარკა თამაში იქნებოდა როგორც ყველა. იმედია კროსვორდა მიხვდება და ამ შემადგენლობას აღარ შეცვლის.
0
№6
ავტორი: chudikone
18 ოქტომბერი 2015 13:23
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სმოლინგს რატო არავინ აქებს ? და ჰო, თამაში ხო რუსეთშია და მაინც ჩვეულებრივ 22.45 ზე იქნება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 ოქტომბერი 2015 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა ერერამ და იმედია ამის მერე ძირითადიდან დაიწყებს ხოლმე. ცსკ-თან ადვილი არ იქნება თამაში რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ისე ითამაშეს როგორც გუშინ მაშინ სამი ქულა აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება.
0
№8
ავტორი: Count Alucard
18 ოქტომბერი 2015 13:44
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იმედია მომდევნო ორ მატჩსაც ასეთი სიმშვიდით მოვიგებთ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია და შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
18 ოქტომბერი 2015 14:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
ჯერ საერთოდ ის მიკვირს, რომ ჰოლანდიელები არ ათამაშა ერთბაშად. უეჭველად შეინახა და ლიგაზე ისევ აურევს, ნახე. მაგრამ მარსიალზე მაინც უნდა ვთქვა, რომ იქ არ უნდა იდგეს!

chudikone,

არა, აღარ იწყებენ ადრე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Rooni
18 ოქტომბერი 2015 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
imedia csk stan dziritadshi iqnebi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top