თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2015, 00:33
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2059,
კომენტარები: 10
ვან გაალი: "ვინ იცის, შეიძლება ეს გამარჯვების ხანგრძლივი სერიის დასაწყისია"
ჰოლანდიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილია
ვან გაალი:
"არსენალთან" მარცხის შემდეგ დამაჯერებელ გამარჯვებაზე:
"ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების რეაქციით და მონდომებით გასული მარცხის შემდეგ. დღეს ნამდვილად კარგი თამაში ვაჩვენეთ და ვინ იცის, შეიძლება ეს ბევრი გამარჯვების დასაწყისია"

საწყის თერთმეტეულში ოთხ ცვლილებაზე:
"არსენალთან" მატჩის ფეხბურთელებთან შეფასება ვერ მოვასწარი, რადგან ისინი გუნდში სანაკრებო შესვენებებიდან ახლახანს დაბრუნდნენ. ბევრი სტრატეგიის განხილვა მომიწია მათ ჩამოსვლამდე, რადგან არ ვიცოდი ვინ როგორ ფორმაში მყოფი ჩამოვიდოდა. საბედნიეროდ, არჩეულმა სტრატეგიამ გაამართლა"

ფილ ჯონსზე, როხოზე, ერერასა და შნეიდერლინზე:
"მათ ძალიან კარგად ითამაშეს. როხოს აქამდე ტრავმა აწუხებდა და დღეს გადავწყვიტე, 90 წუთი მეთამაშებინა ისიც და ფილ ჯონსიც, მიმდინარე სეზონში პირველად. ნამდვილად არ მეგონა, თუ სრულად შეძლებდნენ მატჩის ჩატარებას. ანდერ ერერას თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა შეიძლება ოთხშაბათსაც დამჭირდეს, ამიტომ გადავწყვიტე მისი დასვენება და მოედანზე ფელაინის შეყვანა. ანალოგიური მიზეზის გამო შევცვალე ბასტიანი. ბედნიერი მწვრთნელი ვარ, რადგან გუნდში ბევრი კარგი ინდივიდუალური მოთამაშე მყავს. ეს თავდაჯერებულობას მმატებს "ცსკასთან" და "სიტისთან" მატჩებისთვის"

ხუან მატას ჯესი ლინგარდით შეცვლაზე:
"ეს ტაქტიკური ცვლილება იყო და შედეგით კმაყოფილი ვარ. ლინგარდს შეხვედრის დასრულების შემდეგ მივულოცე, რადგან სამუშაოს თავი კარგად გაართვა. ბურთს არ კარგავდა, რუნის მომენტი შეუქმნა, მცველებსაც აქტიურად ეხმარებოდა."

უეინ რუნის გოლზე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ:
"არ მაინტერესებს ვინ იტანს გოლს, ის გუნდმა უნდა გაიტანოს და დღეს ეს სამჯერ შევძელით. შეგვეძლო ხუთჯერაც გაგვეტანა. ძალიან კარგია, რომ მან პირველად გაიტანა გოლი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 2007 წლის შემდეგ. ვიმედოვნებ, ეს დასაწყისია მისი ბევრი გასატანი გოლებისა".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
18 ოქტომბერი 2015 01:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Sachiro gamarjveba ito
0
№2
ავტორი: Svanii
18 ოქტომბერი 2015 01:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
Smallingma da jonesma sheches lukaku da kone !! Daayenos essastavi yvela tamashshi axexine depays girsia. Awi sul mogenens vizeimebt kaixani <3
0
№3
ავტორი: Mufc7
18 ოქტომბერი 2015 03:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს ერთი და სხვა მრავალი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: desktop utd
18 ოქტომბერი 2015 05:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 43
წარმატებები.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
18 ოქტომბერი 2015 07:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დე ხეამ მაინც ითამაშა ამ თამაშში თავისი როლი. რაც შეეხება ჯონსს, ლუკაკუს უკეთ უმკლავდებოდა, ვიდრე კრისი. სმოლინგი ჯარიმის ზღვარზე ართმევდა ხოლმე ბურთს, ფილი უჯარიმოდ. მე მაინც ყველაზე ერერა და როხო მომეწონა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: GeorgeBest
18 ოქტომბერი 2015 09:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დროული ცვლილებები იყო. მითუმეტეს ბლინდს მოუვიდა ზდმეტი. ჯონსი ჩაანაცვლებს ეხლა, ცსკასთანაც სმოლინგი-ჯონსის დუეტი უნდა იდგეს, ესა აამ გუნდის ძირითადი წყვილი. მარცხნივ როხო ცუდი არაა მაგრამ მარტო შეტევაში ვარგა, უკან ზედმეტად უყურადღებოა
0
№7
ავტორი: AkkRed
18 ოქტომბერი 2015 10:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გასულ წელსაც არსენალთან გამარჯვების შემდეგ ესე თქვა თან ზუსტად მახსოვს ოქტომბრის თვე იყო და ბოქსინგ დეიმდე არ ვაგებდით. :დ

რაც შეეხება თამაშს, იმედია თვალეებს გაახელს და ნახავს რა ძალას წარმოადგენს ერერა გუნდისთვის. რუნი ისევ ძალიან ცუდ ფორმაში იყო იმის მიუხედავად რომ ყოველთვის იბრძობდა და გოლიც გაიტანა მაინც არაა ფორმაში. ბასტიანი შეუდარებელი იყო და ეხლა მაინც ხედავთ მაგ კაცის ძალას სანამ მოედანზე იყო ცენტრში პრობლემა არ გვქონია. დაცვა კიდე არ ვიცი როგორ ვთქვა ან ძლიერად გამოიყურებოდნენ ან ევერტონის შეტევას არაფერი გამოსდიოდა.
0
№8
ავტორი: The Special One
18 ოქტომბერი 2015 12:00
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
კარგი თამაში იყო,მშვიდად და წყნარად გავიტანეთ 3 გოლი მაგრამ მატას არაფერი უკეთებია მთელი 1 ტაიმი. recourse ჯონსის და კრისის დუეტი კარგი იყო,მარსიალი დადიოდა პირველ ტაიმში მარა მერე გამოცოცხლდა ცოტა.

მგონი მოვიდა ფილოსოფოსა აზრზე ცოტა,იმედია მართლაც გამარჯვებების სერიის დასაწყისი იყო გუშინდელი თამაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№9
ავტორი: chudikone
18 ოქტომბერი 2015 13:18
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რუნის მიმიმუმ 2 უნდა გაეტანა კიდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 ოქტომბერი 2015 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"ანდერ ერერას თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა შეიძლება ოთხშაბათსაც დამჭირდეს" -თუმცა???? თუმცა კი არა პირველი ეგ უნდა იყოს ძირითადში .
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top