დიდი შანსი იყო, ახალი წლის პირველსავე დღეს, ერთი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი გველის. უცხოურ საიტებზე წლის პირველი სატრანსფერო სიახლეები გამოჩნდა და მათგან რჩეულებს გაგაცნობთ
1. ლამპარდი მილანში თუ ლაციო ?
2012 წელი "ჩელსიმ" მესამე ადგილზე რომ დაასრულა, ეს 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველის, ფრენკ ლამპარდის დამსახურებაა. 30 დეკემბერს, 2012 წლის ბოლო ტურში, "არისტოკრატები" "ევერტონთან" სტუმრად მინიმალურად აგებდნენ, მაგრამ ლამპარდის დუბლის წყალობით 2:1 იმარჯვეს. "არისტოკრატთა" ქომაგები უკვე კარგა ხანია, ითხოვენ ფრენკ ლამპარდთან კონტრაქტის გაგრძელებას, მაგრამ ლონდონური კლუბის მესვეურები არ ჩქარობენ. ცნობისათვის, "ჩელსისთან" მისი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 2013 წლის ივნისში იწურება. ამასობაში კი ლამპარდი იტალიური კლუბების სამიზნეში აღმოჩნდა.
შესაძლოა, "ჩელსის" ერთ-ერთი ლიდერი, 34 წლის ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი რომის "ლაციოში" აღმოჩნდეს. "ლაციო" მესვეურები ლამპარდის აგენტს დაუკავშირდნენ და ინგლისელ ნახევარმცველს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, წელიწადში 2.5 მილიონ ევროიანი ხელფასით. "ლაციო" ლამპარდისგან პასუხს ამ დღეებში ელის.
ლამპარდს იგივე თანხა და იგივე ხანგრძლივობის კონტრაქტი შესთავაზა კიდევ ერთმა იტალიურმა კლუბმა.
დიდი შანსია, "ჩელსის" ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა კარიერა იტალიურ სერია A-ში გააგრძელოს. მილანის "ინტერის" ხელმძღვანელებმა ლამპარდს, ხელფასის სახით წელიწადში 2.5 მილიონი ევრო და 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. ლამპარდმა, რომელიც 2001 წლიდან მოყოლებული "ჩელსიში" ასპარეზობს, ინგლისურ პრემიერლიგაში 130 გოლის გატანით, "არისტოკრატთა" რეკორდი ახლახანს დაამხო. ფრენკ ლამპარდსა და "ნერაძურის" მესვეურთა შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და ამ დღეებში ყველაფერი გაირკვევა",
2. დემბა ბას "არისტოკრატობა " ჩაეშალა
"ნიუკასლის" 27 წლის სენეგალელ ფორვარდ დემბა ბას გადაბირება არაერთი ინგლისურ კლუბს რომ უნდა, ეს არავისთვის სიახლე არაა. თუმცა, ყველას ლონდონის „ჩელსიმ“ დაიწყო და "ჯორდების" მთავარ მეგოლესთან მოლაპარაკებები წამოიწყო. თუმცა, ბრიტანული საიტების ინფორმაციით, მოლაპარაკებები შეწყდა.
"ჩელსის" ხელმძღვანელის მიერ, "ნიუკასლის" სენეგალელი თავდამსხმელის დემბა ბას ტრანსფერისთვის დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამისი მიზეზი კი ისაა, რომ დემბა ბას აგენტმა, თავისი კლიენტის ტრანსფერის სანაცვლოდ ლონდონური კლუბისგან, საკომისიოს სახით, 2 მილიონი ფუნტი მოითხოვა. "არისტოკრატებს" აგენტის გარდა, თავად ფეხბურთელის მიერ წამოყენებული მოთხოვნაც არ მოეწონათ. დემბა ბამ "ჩელსისგან" ხელფასის სახით კვირაში 70 ათასი ფუნტი მოითხოვა. ამ მიზეზთა გამო, "ჩელსის" მესვეურებმა მოლაპარაკებები შეწყვიტეს. ზოგი ვერსიით, "არისტოკრატები" დემბა ბასთან მოლაპარაკებებს კვლავ განაახლებენ. თუმცა, ცნობილი გახდა ისიც, რომ "ნიუკასლის" სენეგალელ ფორვარდთან, რომელიც 13 გატანილი გოლით, პრემიერლიგის ბომბარდირთა სიაში, რობინ ვან პერსის შემდეგ, მეორე ადგილზეა, მალე ლონდონის "არსენალი" წამოიწყებს მოლაპარაკებებს.
3.ვესლი სნეიდერი მილანში ?
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაცხადდა, რომ ჰოლანდიელ ნახევარმცველ უესლი სნეიდერს "ინტერიდან" წასვლა გადაწყვეტილი აქვს. მისით, "ლივერპული" "მანჩესტერი" "შალკე" და კიდევ 4-5 კლუბია დაინტერესებული. ჰოლანდიელმა შუახაზელმა კიდევ ერთი შეთავაზება მიიღო.
"ინტერის" ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა შესაძლოა ისე შეიცვალოს კლუბი, რომ ქალაქის შეცვლა არ დასჭირდეს. 28 წლის სნეიდერს "მილანი" წელიწადში 10 მილიონი ევროიან ხელფასს სთავაზობს. სნეიდერთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, ჰოლანდიელი ნახევარმცველი "როსო ნერის" ამ წინადადებამ დააინტერესა, მაგრამ, მას პასუხი ჯერ არ უთქვამს"
---
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.