ხუან მატა აცხადებს, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა "ევერტონთან" დაპირისპირება "არსენალთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ პოზიტიურად უნდა დაიწყონ.
პრემიერ ლიგის წინა ტურის მატჩში ლუი ვან გაალის შეგირდები "არსენალთან" 7 წუთში 2-0 მარცხდებოდნენ, 20 წუთის შემდეგ კი 3-0. ეს არის ის, რისი განცდაც მატასა და მის თანაგუნდელებს "გუდისონ პარკზე" ჩასვლისას არ სურთ, სადაც "იუნაიტედი" "კანფეტებს" დაუპირისპირდებიან. "წითელ ეშმაკებს" ბოლო შვიდი მატჩიდან "გუდისონ პარკზე" მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული.
"ყოველთვის უნდა სცადო შეცდომებიდან სწავლა. ვიცით, ყოველი მატჩის საწყის 15-20 წუთში უკეთესები უნდა ვიყოთ. ასე უნდა ყოფილიყო არა მარტო "არსენალის" წინააღმდეგ, არამედ რამდენიმე სხვა გუნდის წინააღმდეგაც. ასე რომ, ამის გაუმჯობესება გვჭირდება.
ლიგაში ბოლო თამაში საკმარისად კარგი არ იყო. განსაკუთრებით თამაშის დაწყება. ვიცით, რომ "ევერტონის" წინააღმდეგ ეს უნდა შევცვალოთ. ამ სტადიონზე თამაში რთულია, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, რადგან სამი ქულა გვინდა.
პატარა მოედანია რთული ატმოსფეროთი. "ევერტონი" ინტენსიურად იწყებს და ყოველი ბურთისთვის იბრძვის, ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გასულ სეზონში იქ ცუდი თამაში ვაჩვენეთ და ახლა მათ წინააღმდეგ შედეგის შეცვლის შანსი გვაქვს.
კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ერთად დიდი ხანია თამაშობენ. ვნახეთ, რომ "ჩელსის" მსგავსი დიდი გუნდები ჩავიდნენ იქ და ადვილი თამაში არ ჰქონიათ.
"არსენალის" წინააღმდეგ საკმარისი შანსები ვერ შევქმენით, მაგრამ ამ სეზონში შანსების შექმნის მხრივ ჩემი აზრით, კარგი მდგომარეობა გვაქვს. როცა "არსენალთან" ჩავედით, პრემიერ ლიგის სათავეში ვიყავით და სწორად ვმოქმედებდით, ასე რომ, ახლაც იმავე მიმართულებას უნდა დავუბრუნდეთ და მწვერვალზე ავიდეთ", - განაცხადა მატამ.