"ლივერპულში" იურგენ კლოპის დანიშვნის შემდეგ, ვან გაალზე წნეხი გაიზრდება.
სანაკრებო პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგა სტარტს დღეს ისევ იღებს, მაგრამ ვან გაალისთვის ეს ყოველივე ცოტა განსხვავებული იქნება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისმა გუნდმა ბოლო ტურში "მეთოფეებთან" 3-0 დათმო. ამ მატჩის მოგების შედეგად შესაძლოა იმის მოწმენი გავმხდარიყავით, რომ "იუნაიტედი" ტიტულის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, მაგრამ მატჩის პირველმა ოცმა წუთმა ყველაფერი სხვა კუთხით დაგვანახა.
ეს შედეგი ასე მარტივად არავის დაავიწყდება
ჰოლანდიელის მთავარი პრობლემა ეს როდია. "ლივერპულის" ახალი მწვრთნელი იურგენ კლოპი გახდა და ამ ეფექტს "ოლდ ტრაფორდთან" ერთად "ეტიჰადი", "სტემფორდ ბრიჯი" და "ემირეითიც" იგრძნობს. ნებისმიერი მნიშვნელოვანი კონტრაქტი, იქნება ეს ფეხბურთელისა თუ მენეჯერის, დიდ გავლენას ახდენს პრემიერ ლიგაზე. ასე რომ, ვან გაალს, პელეგრინისა და მოურინიოს ისღა დარჩენიათ, დასხდნენ და უყურონ ამ ეფექტის შედეგებს.
კლოპს 2013 წელს "იუნაიტედს" უკავშირებდნენ, როგორც სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელს, თუმცა მან "დორტმუნდში" მუშაობა განაგრძო. მას შემდეგ კი მას მხოლოდ "სიტის", "არსენალს" და "ლივერპულს" უკავშირებდნენ.
ვან გაალის თამაშის სტილი ჯერ კიდევ აქტიურად განიხილება. როდესაც გუნდი იგებს, ეს მეორე ხარისხოვანი ხდება, მაგრამ ვან გაალის შეგირდები სტაბილურობისგან შორს არიან. "იუნაიტედის" ფანებს შესაძლოა, არ წაუკითხავთ კლოპის პირველი ინტერვიუები "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ, მაგრამ რომ წაეკითხათ, მიხვდებოდნენ, რომ გერმანელი საქმეს ძალიან სერიოზულად მიუდგება.
გერმანელმა მენეჯერმა 2013 წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანაეს განსხვავებულია იმ სიტყვებისგან, რომელიც 15 თვის განმავლობაში ვან გაალისგან გვესმის. ყველაზე სახიფათო ის არის, რომ კლოპს შეუძლია თავისი საუბარი რეალობად აქციოს. "ლივერპულმა" ხომ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწვრთვნელი გაიფორმა.
კლოპი არ მოუწვევიათ "ფულჰემიდან", "სუონსიდან" ან სხვა საშუალო დონის გუნდიდან. ის "დორტმუნდის ბორისიას" წვრთვნიდა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ამ გუნდს მხოლოდ კლოპი თუ გაუძღვებოდა. ჩვენ ბოლომდე მაინც არ ვიცით კლოპის შესაძლებობები, მაგრამ თუ "ლივერპულმა" ცხრილში ზევით სვლა დაიწყო, აღელვება ''ოლდ ტრაფორდს'' ნამდვილად დაეტყობა. დაეტყობა აგრეთვე ვან გაალის ოფისსაც. მას შეუძლია ჰკითხოს დავიდ მოიესს, თუ როგორ მოქმედებს "ენფილდის" წარმატება "იუნაიტედის" მენეჯერზე.
2014 წლის აპრილში "ლივერპული" ტიტულისთვის იბრძოდა, როდესაც დევიდ მოესი საკუთარ ნივთებს ალაგებდა
პლუს ამას, ვან გაალს წინ რთული ბილიკი ელის. "ევერტონთან" სტუმრად, "ცსკა" სტუმრად, და თანაქალაქელების მასპინძლობა "ოცნებების თეატრში". იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედი" ამ სამივე მატჩს მოიგებს, გუნდი პრემიერ ლიგის სათავეში გადაინაცვლებს, გაქრება ეჭვები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან ვერ გასვლაზე და რაც ყველაზე მთავარია, აღარავის დააინტერესებს, რა ხდება "ემირეითზე" და რა- "ენფილდზე".
შეგახსენებთ, რომ ვან გაალს კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება
გლეიზერებმა, ედ ვუდვორდმა და "იუნაიტედის" ბორდმა უნდა იცოდნენ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მომდევნო სეზონის ბოლოს. მაგრამ რა მოხდება, თუ "ლივერპულმა" ძველებურად დაიწყო მნიშვნელოვანი მატჩების მოგება? არც არაფერი, თუ "იუნაიტედი" იგივეს გააკეთებს.
წყარო:
MEN