ხუან მატამ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს, რომლებმაც თვის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს, მადლობა გადაუხადა და დანარჩენი ორი ნომინანტი, ენტონი მარსიალი და კრის სმოლინგი შეაქო.
ესპანელმა შესანიშნავი მატჩები ჩაატარა პრემიერ ლიგაში, მისმა გუნდმა კი ცხრილის სათავეში ადგილი დაიკავა, სანამ "არსენალთან" დამარცხდებოდა.
მატამ პრიზი "ჩელსიდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ უკვე მეოთხედ დაისაკუთრა.
"გმადლობთ. როგორც ყოველთვის, ახლაც ამაყი ვარ პრიზის მიღებით და ძალიან დიდი მადლობა.
გასულ თვეში რამდენიმე მართლა კარგი მატჩი გვქონდა. "სანდერლენდის", "საუთჰემპტონისა" და "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, პირადად მე ძალიან ვისიამოვნე. გავიტანე გოლები და გავაკეთე საგოლე გადაცემები.
გოლი, რომელიც "საუთჰემპტონს" გავუტანეთ, სადაც ფანტასტიკური გათამაშება დავასრულე, მოვლენა იყო. ასევე, ალბათ "ვოლფსბურგთან" კრის სმოლინგისთვის მიწოდებული პასიც კარგი იყო. როცა საგოლე გადაცემას აკეთებ, ვიღაცამ უნდა დაასრულოს და გაიტანოს, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი იყო.
ვფიქრობ, კრისი გასაოცარი მცველია - ძალიან სწრაფი, ძალიან ძლიერი და ზურგს გვიმაგრებდა. ასევე, ენტონი მარსიალია დიდებული. გუნდში, კლუბსა და ლიგაში თავი დაიმკვიდრა. ძალიან კარგი ფეხბურთელია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - განაცხადა მატამ.