თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2015, 09:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1885,
კომენტარები: 8
პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
პრევიუ:
"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "გუდისონ პარკი", ლივერპული
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-9 ტური
თარიღი: შაბათი, 17 ოქტომბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის დასაწყისი: 18:00, (ჩვენი დროით)

პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

"ევერტონი"

ტრავმირებულები: ქლევერლი, ბეინსი, ჰიბერტი, სტოუნზი, ბეშიჩი, პიიენარი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ქლევერლი, პიიენარი
განაცხადი: Howard, Robles, Jagielka, Stones, Funes Mori, Coleman, Browning, Galloway, Oviedo, McCarthy, Barry, Barkley, Gibson, Osman, Cleverley, Pienaar, Lennon, McGeady, Naismith, Deulofeu, Rodriguez, Kone, Lukaku, Mirallas.


როგორც მოსალოდნელია, "კანფეტებს" ტრავმის მოშუშების შემდეგ სტოუნზი და კოულმენი დაუბრუნდებიან, ნახევარმცველები ქლევერლი და პიიენარი ასევე მზად უნდა იყვნენ მატჩისთვის. დისკვალიფიკაციის შემდეგ შემადგენლობას უბრუნდება მირალიაშიც.


პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, იანგი, მაკნეირი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Blind, Rojo, Smalling, Jones, Darmian, Valencia, Schneiderlin, Schweinsteiger, Carrick, Herrera, Pereira, Fellaini, Mata, Depay, Young, Rooney, Martial, Wilson.

"იუნაიტედის" შემადგენლობას ტრავმის მოშუშების შემდეგ რუნი და კერიკი უბრუნდება, ასევე ერერა, როხო და შვაინშტაიგერი, რაც შეეხება იანგსა და მაკნეირს, მათ ლაზარეთი შეავსეს.


პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

"ევერტონი"


მე-7 ადგილი, 13 ქულა
პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-ფ-მ-ფ-მ-ფ
პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


"ევერტონმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ 1 წააგო - 3 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება.

რობერტო მარტინესის გუნდმა "გუდისონ პარკზე" ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება. "კანფეტებმა" ვერც ერთ ამ მატჩში ვერ მოახერხეს კარის "მშრალად" შენარჩუნება.

"ევერტონი" ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში, რომელსაც მოწინააღმდეგის კარში გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან არ გაუტანია.

პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3 ადგილი, 16 ქულა
პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-წ-მ-მ-მ-წ
პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


მიმდინარე სეზონში ორი მარცხი "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასვლით მატჩებში განიცხადა.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 8 გასვლითი შეხვედრიდან "იუნაიტედმა" ნახევარი წააგო - 3 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება.

ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში გასვლაზე ჩატარებულ 23 მატჩში მხოლოდ 8 მოიგო - 8 მოგება, 8 ფრე, 7 წაგება. ვან გაალი დევიდ მოიესს გასვლით მატჩებში ნაჩვენები შედეგების მხრივ 2 გამარჯვებით ჩამორჩება (10 მოგება 18 შეხვედრაში), თუმცა გუნდის სათავეში 5 ასეთი შეხვედრით მეტი ჩაატარა.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 8 თამაშიდან 4-ში კარის "მშრალად" შენახვა მოახერხეს.

პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

"ევერტონი"


წამყვანი ბომბარდირი: ლუკაკუ - 7 გოლი (5 ლიგაში)

"ევერტონისა" და ინგლისის ნაკრების რიგებში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში როს ბარკლიმ 5 გოლი გაიტანა, მანამდე კი ამავე რაოდენობის გოლი 63 მატჩში ჰქონდა გატანილი.

თუ მოედანზე დარონ გიბსონი, ტიმ ჰოვარდი და ტომ ქლევერლი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ.

პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 5 გოლი (1 ლიგაში), მარსიალი - 4 გოლი (3 ლიგაში).

თუ მოედანზე უეინ რუნი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ფორვარდს "გუდისონ პარკზე" 2007 წლის აპრილის შემდეგ ჩატარებულ 6 მატჩში არ გაუტანია, ხოლო უშუალოდ გასვლით შეხვედრებში 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ჩატარებულ 17 მატჩში.

რუნის ორი გოლი სჭირდება იმისათვის, რომ დენის ლოუსთან კლუბის ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს - 237 გოლი. მხოლოდ ბობი ჩარლტონს აქვს "მანჩესტერ იუნაიტედში" გატანილი უფრო მეტი გოლი (249).

ანტონი მარსიალი, რომელიც სექტემბრის თვეში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ბურთს მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტჯერ შეეხო, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერი სხვა მოთამაშე - სათამაშო დროის მინიმუმ 90 წუთის განმავლობაში ყოველ 9,2 წუთში ერთხელ.

"იუნაიტედმა" ოთხი მატჩი მოიგო მიმდინარე სეზონში, როცა სასტარტო შემადგენლობაში ბასტიან შვაინშტაიგერი არ იყო და პირიქით, მასთან ერთად მხოლოდ 1 მოიგო ოთხიდან (+1=1-2)

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 190-ჯერ შეხვდნენ. "ევერტონმა" 66-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 82-ჯერ, ხოლო 42 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "გუდისონ პარკზე" პრემიერ ლიგაში გამართული ბოლო სამი მატჩი წააგო - 2012 წლის აგვისტოს 1-0, 2014 წლის აპრილს 2-0, 2015 წლის აპრილს 3-0. მანამდე "კანფეტებს" "გუდისონ პარკზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ 20 მატჩში მხოლოდ 3 გამარჯვება ჰქონდათ.

"ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ზედიზედ მეოთხე საშინაო გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ბოლოჯერ "წითელი ეშმაკები" ჩემპიონატში "გუდისონზე" ზედიზედ ოთხჯერ 1984 წლის 27 ოქტომბრიდან 1987 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარებულ მატჩებში დამარცხდნენ.

ამ გუნდებს შორის ყველაზე დიდი ანგარიში "გუდისონ პარკზე" 1977 წლის "ბოქსინგ დეიზე" დაფიქსირდა, როცა "იუნაიტედმა" 6-2 იმარჯვა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


საერთო გოლების რაოდენობა

პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


საგოლე პოზიციები

პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


გოლის გატანის დრო

პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


ბარათები

პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


პენალტები

პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "ევერტონი" - 57 მოგება, "იუნაიტედი" - 75 მოგება, ფრე - 40.

პრემიერ-ლიგა "ევერტონი" - 8 მოგება, "იუნაიტედი" - 31 მოგება, ფრე - 7.


"ევერტონის" სტადიონი"


ლიგა: "ევერტონი" - 41 მოგება. "იუნაიტედი" - 26 მოგება, ფრე - 19 .

პრემიერ-ლიგა: "ევერტონი" - 6 მოგება. "იუნაიტედი" - 14 მოგება, ფრე - 3

პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"ევერტონი" 3-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

26 აპრილი, 2015 წელი
მსაჯი: ანდრე მარინერი
გოლის ავტორები "ევერტონის" მხრიდან: მაკკარტი 5', სტოუნზი 35', მირალიასი 74'

პრევიუ: "ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, ჯონათან მოსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 6 მატჩი განსაჯა, 15 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ენდი ჰალიდეი, დარენ კანი.
სათადარიგო არბიტრი: რიჩარდ მედლი.

პრომო

მატჩის წინ
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
17 ოქტომბერი 2015 09:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კიდევ კაი ტრავმირებულთა რიცხვი რომ არ იმატებს აქ. იანგის და მაკნეირის ტრავმები უმნიშვნელოა ისედაც არ იყენებდა მაგათ. შოუს დანაკლისიც გვეყოფა
0
№2
ავტორი: RojoDiablo
17 ოქტომბერი 2015 09:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
წარსულის შეცდომა არ უნდა გაიმეოროს არც იუნაიტედმა და არც ვან გაალმა. შესაფერისი ტაქტიკა და თამაში სჭირდება დღეს იუნაიტედს, ევერტონის გატეხვა რთულია. როგორც მოსალოდნელია, უბრალოდ ბურთს დავიჭერთ და შედეგი ვნახოთ. ჰოვარდი, როგორც წესი, იუნაიტედის წინააღმდეგ იმაზე საოცრად თამაშობს, ვიდრე ჩვეულებრივ და ჩვენი დიდი პრობლემა ისიც იქნება, მაგრამ თუ ისევე გაართვა თავი დაცვამ იუნაიტედის თავდასხმას, როგორც შარშან, მაშინ საქმეც არაფერი ექნება.

რუნის დაყენება-არ დაყენების საკითხი დიდი ხანია დგას, მაგრამ ხელშეუხებლობა დაამკვიდრა ლუიმ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 ოქტომბერი 2015 09:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გასვლით თამაშებში გვიჭირს და პლიუს ამას ევერტონიც კარგა ფორმაშია. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან რთული თამაში გვექნება. ბარკლიმ ძაან მოუმატა, ასევე ლუკაკუმაც და იოლი არ იქნება მათ წინააღმდეგ თამაში, თუმცა მთავარია ლუიმ სწორი შემადგენლობა აირჩიოს და მეტოქეს ტაქტიკურადაც უნდა აჯობოს, თორე ისე არაფერი არ გამოვა.
0
№4
ავტორი: AkkRed
17 ოქტომბერი 2015 09:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
2012 წლის აგვისტოს 1-0, 2014 წლის აპრილს 2-0, 2015 წლის აპრილს 3-0. მანამდე "კანფეტებს"


ძალიან ცუდი სტატისტიკაა თითო ბურთით ყოველ წელს იწევიან ზემოთ და დროა ისევ 0-ზე ჩამოვიდნენ. როგორი გულშემატკივარიც არ უნდა ვიყო, ახლანდელი მარტინესის ევერტონი ბევრად ძლიერია ვიდრე მოიესის დროინდელი. წელს კი მათ კარგად თამაშობენ, ნახევარდაცვა და დაცვა ძალზეც ძლიერი ჰყავთ. ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი უფანტაზიო და კრეატივ მოკლებული თავდასხმით მათი დაცვის გარღვევა.
0
№5
ავტორი: abrama
17 ოქტომბერი 2015 10:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
AkkRed,
Chemi yuradgebac miipyro mag paqtma
0
№6
ავტორი: The Special One
17 ოქტომბერი 2015 11:29
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
დღეს რატომღაც მგონია რომ რუნი აიწყვიტავს და 1-2 გოლს გაიტანს.ეს თამაში სულ მინიმუმ ფრე უნდა დავამთავროთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№7
ავტორი: Lee Sharpe
17 ოქტომბერი 2015 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
GGMU ( გიო ),
რა დრო დადგა რუნის აწყვეტა 1-2 გოლით რომ ისაზღვრება ahahaha

იმედია მართლა გაიტანს manunited
0
№8
ავტორი: Mufc7
18 ოქტომბერი 2015 03:34
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ესეც მნიშვნელოვანი გამარჯვება feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top