თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2015, 21:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1844,
კომენტარები: 8
"იუნაიტედს" ჩემპიონის რეაქცია უნდა ჰქონდეს"
ლუი ვან გაალის მატჩის წინა პრესკონფერენცია.
ლუი ვან გაალს იმედი აქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონთან" მატჩში ჩემპიონივით მოიქცევა და "არსენალთან" 3-0 დამარცხებისგან კარგ გაკვეთილს მიიღებს.

"წითელი ეშმაკები" "მეთოფეებმა" კომფორტულად დაამარცხეს, რამეთუ ყველა გოლი პირველ 19 წუთში გაიტანეს და შედეგი მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს, რამაც ლუი ვან გაალის შეგირდები პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაიყვანა.

მენეჯერი ახლა გამარჯვებების დაბრუნებას "გუდისონ პარკზე" ეცდება. როცა ჰკითხეს, სანაკრებო შესვენების დროს მოახდინა თუ არა "არსენალთან" მარცხის ანალიზი, ვან გაალმა ტიპიურ მანერაში გასცა პასუხი ჟურნალისტებს.

"ყოველთვის ვაფასებთ საკუთარ თავს და ამას ვერ უარვყოფთ. არა მარტო სამწვრთნელო შტაბი, არამედ თითოეული ფეხბურთელი ვერ უარყოფს ამას, რადგან ჩვენ გვინდა, ჩემპიონები ვიყოთ - ასე რომ, ჩემპიონივით უნდა მოიქცე. საკუთარი თავი უნდა გააუმჯობესო იმდენად, რომ მომავალში ჩემპიონი გახდე. ყოველთვის უნდა გაუმჯობესდე, რასაც ყოველთვის ვამბობ.

ორი კვირის განმავლობაში ვაკეთებდი ანალიზს და საშინელებაა, როცა ასეთი შედეგი გაქვს! ამას ვერ მართავ შენი ფეხბურთელებით და ეს ის არის, რაც შენ უნდა გააკეთო, როგორც მწვრთნელმა, თითოეული შენი ფეხბურთელი კი საერთაშორისო მატჩებზე მიფრინავს. განსაკუთრებით ბოლო მატჩს, რადგან კვირას ვითამაშეთ და პირდაპირ მატჩის შემდეგ გაფრინდნენ.

შემდეგ მოთამაშეები ჩამოვიდნენ ოთხშაბათს ან გუშინ, როგორც რომერო და ვალენსია. სავარჯიშო სესიის შემდეგ ჩამოფრინდნენ, ამიტომ "ევერტონთან" დაპირისპირებამდე ჩვენს გუნდურ შეკრებაზე ვერ მიიღეს მონაწილეობა. ჩემთვის რთულია, რადგან ჯერ ისევ უნდა ვილაპარაკო "არსენალთან" დაპირისპირებაზე, ამიტომ მისი ანალიზი, შესწავლა და ამის ხარჯზე გაუმჯობესება უნდა მოახდინო. საკუთარი თავი უნდა შევაფასო და ჩემ მიერ ფეხბურთელების მომზადებაც.

მზადების თანმიმდევრობა შევცვალე, რამეთუ პარასკევს დასვენების საშუალება მივეცი და ესეც გავლენაა. შემდეგ ვარჯიშზე 11 11-ს წინააღმდეგ უნდა მეთამაშა მატჩამდე ერთი დღით ადრე და "არსენალის" მატჩის ანალიზები შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მეჩვენებინა.

მაგალითად, თვითმფრინავით ვიმგზავრეთ, როცა გასულ წელს მატარებლით ვმგზავრობდით. მაგრამ უდიდესი სხვაობა მატჩის დასაწყისი იყო. "არსენალს" პასების 96%-ანი სიზუსტე ჰქონდა და ეს სწორედ ის არის, რაც ჩვეულებრივ "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს. ვფიქრობ, 68% გვქონდა და საშუალო არითმეტიკულით მაქსიმუმ 85 - ეს დიდი განსხვავებაა. მეოთხედი საათის შემდეგ 90% გვქონდა, მაგრამ ამ დროს უკვე 3-0 იყო და მატჩი წავაგეთ.

ამის შესახებ ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ასეთი რამ აღარ მოხდებოდა. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე რთული. ძალიან ცუდად დავიწყეთ, "არსენალი" კი ძალიან კარგი იყო და შესაძლოა, ეს დამთხვევაა, მაგრამ ამის არ მჯერა. მე მომზადების მჯერა, კონცენტრირების და ფანტაზიის. ამაზე ვისაუბრეთ და ფეხბურთელებს ბევრი რამ ვუთხარით, ასე რომ, ორი დაკავებული დღე გვქონდა
- განაცხადა ვან გაალმა.

თემისგან გადახვევის შემდეგ ვან გაალს ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრების ვერ მოხვედრაზეც ჰკითხეს. ჰოლანდიელი "იუნაიტედში" მისვლამდე სწორედ მისი სამშობლოს ნაკრებს წვრთნიდა.

"რა უნდა ვთქვა? იმედგაცრუებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვერ განვსჯი. მრავალ ადამიანს შეუძლია განსჯა, მაგრამ მე გამოცდილება არ მაქვს, მათ სავარჯიშო სესიებს ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ ფეხბურთელებს, რომელთაც ჩემი კოლეგები ირჩევენ, ასე რომ, ეს არ მეცოდინება. ზოგს შეუძლია გაკეთება, მაგრამ მე- არა".

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
16 ოქტომბერი 2015 22:14
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ევერტონთან ბლინდმა უნდა გადაიწიოს ფლანგზე,ცენტრში სმოლინგი-ჯონსის დუეტი უნდა დადგეს,ნახევარდაცვის ცენტრში შვაინა და შნეიდერლინი.ძალიან რთული თამაში გველის წინ პლიუს ამას რუნია ამოვარდნილი ფორმიდან რაც ძალიან დიდ დაღს ასვავს შეტევას.მაგრამ ესე თუ გააგრძელა უნდა მიეჩვიოს მაშინ ნელ-ნელა სკამის გათბობას. love 4-3-3 თუ ვითამაშებთ კარგი იქნება.

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: chudikone
16 ოქტომბერი 2015 22:16
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მაინც ლუი ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: UTD-Rule
16 ოქტომბერი 2015 22:27
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ხვალ გამარჯვების გარდა არცერთი შედეგი არ იქნება ჩემთვის პირადად მისაღები მიუხედავად იმისა,რომ გუდისონზე თამაში ყოველთვის რთულია.

არსენალთან მატჩის რეაბილიტაცია უნდა იყოს ხვალინდელი დღე. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: GeorgeBest
16 ოქტომბერი 2015 23:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგი-ჯონსის დუეტი დადოს. კერიკი არამგონია გარისკოს, როგორც წესი ვისაც მცირე ტრავმა მაინც ჰქონდა ეგრევე არ აყენებს ხოლმე

არსენალთან თამაშის მერე კარგი იქნება მოგება, ცოტა აზზე მოვიდნენ. რთული კალენდარი გავქვს ეხლა და უნდა გამოძვრნენ რამენაირად

ეს სანაკრებო პაუზა ყველაზე მეტად მეზიზღება, მაგრად უშლის ხელს ფეხბურთელებსაც და სულ ტრავმიანობაა
0
№5
ავტორი: RojoDiablo
17 ოქტომბერი 2015 09:38
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არსენალთან მატჩმა რაც გასწავლა, მაგას დღეს გვაჩვენებ, მაგრამ ამ ორი გუნდის სისწრაფე და ძალა ერთმანეთთან რა შესადარებელია. ევერტონი არის კარგი გუნდი, თავისი ცალკეული კოზირებით, მაგრამ არსენალთან ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო. აფეთქებისა და სწრაფად მოქმედების საშუალება იმათთვის არ უნდა მიგვეცა, ესენი კი მაგას არც ეცდებიან. დღეს თავქუდმოგლეჯილი წინ გაქცევა არ ივარგებს, ეტაპობრივი და ზომიერი შეტევა უკეთესია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
17 ოქტომბერი 2015 09:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ძალიან, ძალიააან აი ძალიააან გაგვიჭირდება დღეს მოგება, მაგრამ იმედია მოვიგებთ და ეს მოხდება თუ ლუი შემოიყვანს სათანადო შემადგენლობას, პირველ რიგში კი ნახევარდაცვის ძლიერი ხაზი უნდა გყვავდეს.
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 ოქტომბერი 2015 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დღეს გამარჯვება ცხრილის მიხედვითაც და ფსიოქლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არ ვიცი მარცხენა ფლანგზე ვის დააყენებს ვან გაალი, მაგრამ დარმიანის გადმოწევას და ვალენსიას მარჯვენა მცველად დაყენებას ისეც ბლინდის მარცხენა მცველობა სჯობია, თან პლიუს ამას დარმიანი მარჯვნივ უფრო კარგია რა თქმა უნდა ვიდრე საპირისპირო მხარეს. სმოლინგს კიდე ჯონსი შეიუწყვილოს. ცენტრში ალბათ შვა-შნეის დუეტს ვნახავთ, მარცხნივ დეპაი, მარჯვნივ მატა, ათიანზე რუნი და ცენტრში მარსიალი. რუნი როგორც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს, მისი ყოფნა მოედანზე მაინც აუცილებელია.
0
№8
ავტორი: Mufc7
18 ოქტომბერი 2015 03:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ასეთ თამაშსა და ანგარიშს ნამდვილად არ ველოდი, ყოჩაღ გუნდს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top