თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2015, 12:50
ავტორი: AkkRed,
ნანახია: 1524,
კომენტარები: 9
დარმიანი: "გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მივიღე"
მატეომ აღიარა, რომ იგი დიდხანს არ ფიქრობდა იმის შესახებ, გადასულიყო თუ არა "იუნაიტედში".
დარმიანი:
გარი ნევილის წასვლის შემდეგ გუნდს ჰქონდა პრობლემები მარჯვენა ფლანგის მცველთან დაკავშირებით. "იუნაიტედმა" გარის წასვლის შემდეგ ბევრი მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე მცველი შეცვალა, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა სტაბილურად კარგი მოთამაშე.

საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს ლუი ვან გაალმა იტალიიდან მატეო დარმიანი გადაიბირა. პირველი რამოდენიმე მატჩის შემდეგ გულშემატკივრებსა თუ გუნდის შტაბს იმედი მიეცათ, რომ მათ იპოვნეს ის იდეალური შემცვლელი გარი ნევილისა, რომელსაც ამდენი წელი ეძებდნენ. რის შემდეგაც ზოგმა პირდაპირ გარი ნევილს შეადარა.

მატეო დარმიანმა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის ტრანსფერზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საერთოდ არ უფიქრია.

"მე ვითამაშე იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე და ამან მე თვითრწმენა მომცა. როდესაც შესაძლებლობა გეძლევა ითამაშო ასეთ დონეზე იმის მანიშნებელია, რომ შენ შეგიძლია კონკურენცია გაუწიო საუკეთესო ფეხბურთელებით საუკეთესო გუნდებს. ეს კი მორალურად გაძლიერებს.

მე ინგლისურ პრემიერ ლიგას თვალყურს ვადევნებდი ტელევიზიით, ვიცოდი როგორი ძლიერი ჩემპიონატია და ერთ-ერთი საუკეთესოც ამასთანავე. როდესაც მე მივიღე ზარი "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, ვიცოდი, რომ ეს იყო წინ გადაგმული ნაბიჯი კარიერაში, ასეთი შანსის არ გამოყენება არ შეიძლებოდა. "იუნაიტედი" უდიდესი გუნდია თავისი ისტორიით და ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მთელ მსოფლიოში. ამიტომ არ გამიჭირდა ამ საკითხის გადაწყვეტა.
" - დაასრულა მატეომ.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
17 ოქტომბერი 2015 13:09
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ცოტა ამოვარდა ფორმიდან, თავიდან კარგად დაიწყო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 ოქტომბერი 2015 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კაი კაიც ხარ შენ დარმიან fellow


ლუის ერთ-ერთი კარგი ტრანსფერია დარმიანი. ბოლო დროს ცოტა გადაიღალა, მაგრამ ეგ არაფერი. იმედია დღეს თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს winked
0
№3
ავტორი: mamuka 4
17 ოქტომბერი 2015 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
თავიდან კარგად დაიწყო შემდეგ ცოტა მოუკლო მაგრამ ეს დროებიტი მგონია მოუმატებს დარწმუნებული ვარ. am
0
№4
ავტორი: GeorgeBest
17 ოქტომბერი 2015 14:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეტევაში მეორე ვალენსიაა მაგრამ მთავარია დაცვაშია სტაბილური და ძალიან კარგი. სანჩესმა ძაან დაგვიჩაგრა, დანარჩენს ვერაფერს დაუწუნებ
0
№5
ავტორი: UTD-Rule
17 ოქტომბერი 2015 19:53
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
არსენალთან შეიძლება ჩააგდო თამაში,მაგრამ მთლიანობაში ყველანაირად კმაყოფილი უნდა ვიყოთ ამ ტრანსფერით.

მის ფუნქციას ძალიან კარგად ასრულებს gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: Blind
18 ოქტომბერი 2015 01:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
იმედია აწი პროგრსი უფრო კარგი ექნება love
0
№7
ავტორი: Mufc7
18 ოქტომბერი 2015 03:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: RojoDiablo
18 ოქტომბერი 2015 07:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გუშინ ეს ერერა და მატა კარგად უგებდნენ ერთმანეთს, თუმცა ხანდახან შეუთანხმებელი მოქმედებებიც დაეტყოთ. კარგად თამაშობს, დაცვაში არ არის ცუდი, მაგრამ შეტევაში როცა გადადის გადაწყვეტილების სწრაფად მიღება უჭირს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
17 ივნისი 2016 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ციტატა: RojoDiablo
გუშინ ეს ერერა და მატა კარგად უგებდნენ ერთმანეთს, თუმცა ხანდახან შეუთანხმებელი მოქმედებებიც დაეტყოთ. კარგად თამაშობს, დაცვაში არ არის ცუდი, მაგრამ შეტევაში როცა გადადის გადაწყვეტილების სწრაფად მიღება უჭირს.

მართალი ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top