"კანფეტების" მწრთნელმა გამოთქვა თავისი აზრი უეინ რუნის შესახებ და განაცხადა, რომ იგი ჩვეულ რეჟიმში ჩაჯდება და რომ იგი ახლაც კი დიდ ძალას წარმოადგენს "იუნაიტედისთვის".
"მე არ მესმის ამ მითქმა-მოთქმის. თუ თქვენ შეხედავთ უეინის შრომას გუნდისთვის, მის ბრძოლისუნარიონობასა და დაუღლელ თამაშს, მაშინ მიხვდებით, რომ იგი არ იმსახურებს ასეთ კრიტიკას. რუნი გამორჩეული ფეხბურთელია, მაგრამ ფიზიკურად ადამიანი ვერ შეძლებს 6-7 წლის განმავლობაში სტაბილურად თამაშს.
ის, რასაც რუნი ინგლისისთვის აკეთებს, დაუჯერებელია. უეინი ყოველთვის მზადაა, შევიდეს ორთაბძოლაში. მე არ ვფიქრობ, რომ ის ისეთი დაფასებულია საზოგადოებაში, როგორც იმსახურებს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეთია რეალობა." - ციტირებს მარტინესის სიტყვებს Daily Mail.
წყარო: Redevils.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.