ინგლისის პრემიერ ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ენტონი მარსიალი დასახელდა. 19 წლის ფრანგი ფორვარდისთვის ეს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ პირველი ჯილდოა.
ფრანგი ფორვარდის კარიერა "იუნაიტედში" შთამბეჭდავად დაიწყო, როცა შეცვლაზე შემოსულმა "ლივერპულს" ბრწყინვალე გოლი გაუტანა. მომდევნო მატჩში კი "საუთჰემპტონს" დუბლი შეუსრულა. ენტონის ანგარიშზე 3 მატში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
სექტემბრის თვის საუკეთესოსთვის ჯეიმი ვარდი, ოდიონ იგალო, დიმიტრი პაიე, უგო ლორისი და დეილი ბლინდი იბრძოდნენ.
ასევე გამოვლინდა თვის საუკეთესო მწვრთნელიც, რომელიც მაურისიო პოჩეტინიო გახდა. სექტემბრის თვეში მისმა გუნდმა ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა- მათ "სანდერლენდი", "კრისტალ პალასი" და "მანჩესტერ სიტი" დაამარცხეს.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.