სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხუან მატა დასახელდა, რომელმაც "იუნაიტედის" ბოლო კვირების თამაშებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ძირითადად თავდასხმის მარჯვენა ფლანგზე მოქმედებისას, ესპანელმა თვის განმავლობაში ჩატარებული ექვსივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მის გუნდს 5 გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
27 წლის ნახევარმცველმა გოლების გატანა "საუთჰემპტონის", "სანდერლენდისა" და "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ მოახერხა, ხოლო მისი სამი საგოლე გადაცემა "ვოლფსბურგთან" მატჩში კრის სმოლინგისთვის მიწოდებულ ქულსით პასსაც მოიცავდა.
ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ "ჩელსიდან" გადასვლის შემდეგ მატას მეოთხედ მოეგო თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი; მსგავსი შედეგი გასული წლის თებერვალსა და აპრილში, მიმდინარე წელს კი მარტში აჩვენა.
მატამ გამოკითხულთა ხმების 44 პროცენტი მიიღო და ენტონი მარსიალს მხოლოდ 2 პროცენტით აჯობა.
მესამე ადგილზე 14 პროცენტით კრის სმოლინგი გავიდა, რომელიც ზედიზედ მეორე წლის განმავლობაში დაცვის ცენტრში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.