ფრანკ დე ბურს სჯერა რომ მემფისი გახდება მანჩესტერელთა რიგებში ერთ-ერთი საუკუთესო და მისი აზრით ლუი ვან გაალმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა.
დე ბურის შეგირდები "ერედივიზიეში" მეორე ადგილზე გავიდნენ და მათ ჩემპიონობა მემფის დეპაის ყოფილმა კლუბმა პსვ- წაართვა, ეს მოხდა 2014-2015 წლების სეზონში სადაც მემფისმა ერედივიზში 22 გოლი გაიტანა რაც 21 წლის ფეხბურთელისათვის კარგი შედეგია.
"მე ვფიქრობ რომ დეპაის სჭირდება მკაცრი მწვრთნელი"
"მას აქვს კარგი მენტალიტეტი იმისათვის რომ, გახდეს საუკუთესო მაგრამ იგი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა."
"მე ვფიქრობ რომ ის "იუნაიტედს" ძალიან წაადგება, რადგან კარგი ტექნიკა, სისწრაფე, გოლის გატანის ალღო აქვს და არის ფიზიკურად ძლიერი."
"არ იღებს ტრავმას ხშირად, და ამიტომაც ჩაატარა პსვ-ში ბევრი თამაში."
"მან ჩაატარა ბრწყინვალე სეზონი (2014-2015), რის შედეგადაც მისმა გუნდმა გასულ წელს მოიგო ერედივიზიონი."
მემფისმა "წითელი ეშმაკების" რიგებში 13 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.