2015-16 წლების სეზონის დაწყებამდე, საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე "იუნაიტედმა" 36 მლნ. ფუნტად "მონაკოდან" ფრანგი თავდასხმელი, ენტონი მარსიალი გადაიბირა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი ფეხბურთელი გახდა.
ფრანგის ტრანსფერს ბევრი კრიტიკოსი გამოეხმაურა და ერთხმად აცხადებდნენ, რომ მასში კატასტროფულად დიდი თანხა იყო გადახდილი, მაგრამ მარსიალმა პირველივე მატჩში დაამტკიცა, რომ მასში გადახდილ თანხას ამართლებდა.
ენტონის ბევრი მსურველი ჰყავდა მთელს მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე აქტიურები ინგლისური გრანდები იყვნენ - "იუნაიტედი" და "ჩელსი".
ასევე, Dailly Mail-ი ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ენტონიმ თავად არ ისურვა ლონდონურ კლუბში გადასვლა.
ფრანგული გამომცემლობის თანახმად, ზუსტად "ჩელსი" იყო თავდაპირველად ის გუნდი, რომელმაც ინტერესი გამოიჩინა ფრანგის მიმართ და ბევრად მეტის გადახდასაც აპირებდა, ვიდრე 36 მლნ ფუნტია, მაგრამ თავად ფრანგმა არ ისურვა ლონდონურ კლუბში თამაში, რადგან მისი ოცნება "ოლდ ტრაფორდზე" თამაში იყო.
წყარო: Redevils
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.