თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2015, 10:18
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 1921,
კომენტარები: 10
ევრა:"იუნაიტედის" დატოვებაზე საუბარი ახლაც მიჭირს"
საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ პატრის ევრა გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების მთავარ მიზეზებზე უფრო გახსნილად ისაუბრებს.
ევრა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი პატრის ევრა აღნიშნავს, რომ კლუბის დატოვების მთავარი მიზეზი მასა და ხელმძღვანელობას შორის არსებული უთანხმოება იყო. ფრანგმა მცველმა 2014 წლის მაისში კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ 2 თვის შემდეგ ის იტალიაში, ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდა სათამაშოდ.

პატრის ევრა ამბობს,რომ კლუბის დატოვების ყველა მიზეზზე საუბარი მას მხოლოდ კარიერის დამთავრების შემდეგ შეეძლება:"მე კვლავ მიჭირს ვისაუბრო "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების შესახებ, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც ჩემს პროფესიონალურ კარიერას დავასრულებ, მაშინ შემეძლება უფრო გახსნილად ვისაუბრო ამ თემაზე."

"მე ტურინში ჩემი ოჯახის გამო გადმოვედი."მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტში ერთი ისეთი პუნქტი შეიტანა, რამაც რადიკალურად შეცვალა სიტუაცია. ძალიან გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი უფრო მარტივად გამოვიდა, ვიდრე ველოდი."

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსში" ჩატარებულ პირველივე სეზონში პატრის ევრამ მოიგო იტალიის ჩემპიონატისა და იტალიის თასი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში მისი გუნდი "ბარსელონასთან" დამარცხდა.

წყარო: MANUTD.RU
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
16 ოქტომბერი 2015 10:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დროულად წავიდა, ერტადერთი ვიდაზე დამწყდა გული რადგან შემცვლელი არ დატოვა, ევრას მაგაზე არ აქვს სანერვიულო

სასაცილო ფასად გაყიდეს და ცოტა არ იყოს ტეხავს.
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 ოქტომბერი 2015 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საინტერესოა რა პუნქტზე ლაპარაკობს, რომ ესე გულდაწყვეტილია ევრა, მაგრამ არაუშავს, დარმწუნებული ვარ მანჩესტერის ყველა გულშემატკივარს ყოველთვის ეყვარება ფრანგი მცველი. მუდამ ბოლომდე იხარჯებოდა და მთელი გულით თამაშობდა მანჩესტერისთვის winked
0
№3
ავტორი: UTD-Rule
16 ოქტომბერი 2015 11:03
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კი წავიდა დროულად,მაგრამ მე გული მწყდება რიოს და ევრას ასე ცუდად წასვლაზე,თითქოს კლუბი რომლიმე ჩვეულებრივმა ორმა ფეხბურთელმა დატოვა. what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: i am united
16 ოქტომბერი 2015 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ევრა ლეგენდაა. ნამდვილი ფეხბურთელი... am manunited
0
№5
ავტორი: AkkRed
16 ოქტომბერი 2015 12:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რიო, ვიდა, პატრის recourse cry2
0
№6
ავტორი: chudikone
16 ოქტომბერი 2015 12:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რამე ისეთ პაზორნი პუნქტს ჩაუწერდნენ რაც არ ეკადრებოდა და თავმოყვარეობამ თავისი გაჭრა. სამაგალითო ხარ, პატრის!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
16 ოქტომბერი 2015 16:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
გაბუტულია იუნაიტედზე ??
0
№8
ავტორი: RojoDiablo
17 ოქტომბერი 2015 09:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ელოდე ახლა კარიერის დასასრულს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Cipo
17 ოქტომბერი 2015 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ევრა ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში მცველზე მეტად ერთ-ერთი საუკეთესო ფლეიერი და საინტერესოა მართლა იუნაიტედია თუ არა დამნაშავე belay
0
№10
ავტორი: Mufc7
18 ოქტომბერი 2015 06:42
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საინტერესოა, რა პუნქტი იყო ასეთი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top