”უიგანის” ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ ”მანჩესტერ იუნაიტედის” 18 წლის ფორვარდი, ანხელო ენრიკესი არენდით აიყვანა სეზონის ბოლომდე.ჩილელი დაეხმარება რობერტო მარტინესის გუნდს ინგლისის თასის მატჩში ”ბორნმუთის” წინააღმდეგ ამ უქმეებზე.ანხელომ მიიღო მაისური N11.
”ჩვენ ძალიან ბევრს ველით ენრიკესისგან, მას აქვს ძალიან დიდი ნიჭი და იმედი გვაქვს, გამოავლენს მას.ის ნამდვილი გოლეადორია და კარგად მოქმედებს მეტოქის საჯარიმოში.მან კარგად წარმოაჩინა თავი მის ძველ კლუბში ”უნივერსიდად დე ჩილიში”.ვიმედოვნებ, ეს ტრანსფერი ორივე მხარეს წარდგება.ჩვენ დავეხმარებით ანხელოს, რომ გახდეს წარმატებული ფეხბურთელი და შეეჩვიოს პრემიერ ლიგაში თამაშს.ის გახდის ჩვენ შეტევას მეტად შედეგიანს.იმედი მაქვს გულშემატკივრები მას გულთბილად მიიღებენ ინგლისის თასის მატჩში.”-ციტრებს მარტინესის სიტყვებს ”უიგანის” ოფიციალური საიტი.
თავად ანხელო ენრიკესმა განაცხადა:”ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემი კარიერისთვის.მწვრთნელი დამპირდა დიდ სათამაშო დროს და ამ შაბათს მე ვითამაშებს პირველ შეხვედრას ”უიგანის” ფორმაში. უნდა ვიშრომო ბევრი თუ მინდა გავხდე ძირითადი შემადგენლობის წევრი.”