"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი სწორედ ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემისა და ნდობის გამოა ცნობილი. მეტიც, მისი განუმეორებელი წარმატების ერთ-ერთ გასაღებადაც შეიძლება ზემოთ აღნიშნული ფაქტი ჩავთვალოთ. სწორედ მან აღმოაჩინა "კლას 92", რომელიც მთელი 90 წლების განმავლობაში დომინირებდა და ფერგიუსონისთვის წარმატება მოჰქონდა მისი კარიერის ბოლომდე.
რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი, გარი და ფილ ნევილები - მათ ჯამში 3250 მატჩი ჩაატარეს "იუნაიტედის" მაისურით და თითომ საშუალოდ 10 უმაღლესი ხარისხის ჯილდო მოიპოვა კარიერაში. სერ ალექს ფერგიუსონი კი ფიქრობს, რომ პრემიერ ლიგის დღევანდელმა კლუბებმა მაგალითი უნდა აიღონ "იუნაიტედისგან".
"ახალგაზრდებისადმი ნდობის გამოჩენას უნდა ესწრაფვოდეს თითოეული კლუბი, გარდა "იუნაიტედისა", ვინაიდან სერ მატ ბასბის დროიდან, ჩემს დრომდე ეს კლუბის სავიზიტო ბარათი იყო. ეს სწორედ ის არის, რისი ხილვაც გულშემატკივარს სურს. "იუნაიტედის" ფანებსაც სურთ, რომ იხილონ, როგორ იზრდებიან ახალი ვარსკვლავები. შეიძლება ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ "იუნაიტედი" ყოველთვის ძლიერი იქნება ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენაში." განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.