"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა პირობა დადო, რომ "წითელი ეშმაკები" ფულის ხარჯვას გააგრძელებენ.
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გაალის მოსვლის შემდეგ ტრანსფერებზე 250 მლნ. ფუნტი დაიხარჯა. ასეთი მიდგომა ძალიან განსხვავდება ლეგენდარული მწვრთნელის, სერ ალექსის სამუშაო მეთოდისგან.
თუმცა "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები არ აპირებენ თანხების დაზოგვასა და ხარჯების შემცირებას, მასშტაბური ტრანსფერების განხორციელების საშუალებას კი, სპონსორული შეთანხმებებიდან მიღებული შემოსავალი იძლევა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდის გაძლიერებას გააგრძელებს და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებზე ყურადღების მიქცევასაც", - განაცხადა ვუდვორდმა.
ასევე ედმა დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას "იუნაიტედის" წლიური შემოსავლის 500 მლნ. ფუნტამდე გაზრდა შეუძლია.