უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სიმბოლური ნაკრები დაასახელა
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" იტალიელი მცველი, მატეო დარმიანი მოხვდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითად სიმბოლურ ნაკრებში 2 მოთამაშე, უილიამსი და ბეილი უელსის ნაკრებიდან არიან, დანარჩენი 9 კი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია.
მეკარე: კურტუა (ბელგია).
მცველები: რაცი (რუმინეთი), კეჰილი (ინგლისი), უილიამსი (უელსი),
დარმიანი (იტალია).
ნახევარმცველები: ალაბა (ავსტრია), დევისი (ჩრდილო ირლანდია), სიგურდსონი (ისლანდია).
თავდამსხმელები: ბეილი (უელსი), მიულერი (გერმანია), ლევანდოვსკი (პოლონეთი).
სათადარიგო: ტატარუშანუ (რუმინეთი), გლიკი (პოლონეთი), ალბა (ესპანეთი), პერიშიჩი (ხორვატია), ჰამშიკი (სლოვაკეთი), დე ბრუინი (ბელგია), ძიუბა (რუსეთი).
წყარო:
uefa.com