1993 წელი, მშვენიერი, მზიანი აპრილის დღე "ოლდ ტრაფორდზე". სერ ალექს ფერგიუსონი თავის ხელში აყვანას ცდილობს. ბრაიან კიდი მუხლებზეა და გაზონს კოცნის. სტივ ბრიუსს თანაგუნდელები შემოხვევიან გარს, სტადიონის პუბლიკა კი აფექტურ მდგომარეობაშია.
მხედველობის არეალს მიღმა დარჩა ადამიანი, რომელიც მატჩის დამატებით დროს აქცევდა ყურადღებას. დამატებულმა 7 წუთმა და 16 წამმა "იუნაიტედს" გოლის გატანისა და 26 წლის განმავლობაში პირველი ტიტულის მოპოვების საშუალება მისცა.
შეხვდით მსაჯ ჯონ ჰილდიტჩს. ყველაფერი მოხდა ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ელექტრონული ტაბლო არ არსებობდა, რომელზეც პუბლიკას დამატებულ დროს უჩვენებენ. ჯონმა შეხვედრა გვერდითი მსაჯის რანგში დაიწყო, თუმცა მთავარი მსაჯის რანგში დაასრულა. როგორც შემდგომში ყოველთვის ეგონა, ბედის ჩარევის გარეშე არაფერი მომხდარა.
ბრიუსის გამარჯვების გოლი - შეხვედრაში მეორე - იმდენად გვიან შედგა, რომ "შეფილდ უეინსდეის" მთავარმა მწვრთნელმა, ტრევორ ფრენსისმა იუმორით აღნიშნა: "ბურთი საპასუხო შეხვედრაში გაგვიტანეს". მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა ეჩვენებინათ საათის ისრებს, არავითარი ეჭვი არ არსებობს ამ გოლის ფუნდამენტურ ზეგავლენაში 1990-ანი წლების ინგლისურ ფეხბურთზე.
თავისი სამსაჯო კარიერის უმთავრეს მომენტად ჰილდიტჩი ინგლისის თასის ფინალს თვლის, რომელიც ერთი წლით ადრე შედგა, რომელშიც "ლივერპულმა" "სანდერლენდი" დაამარცხა, ჯონი კი გვერდითი მსაჯის როლში მოგვევლინა. მაგრამ საფეხბურთო გულშემატკივრებს შორის ყველაზე მეტი გამოხმაურება სწორედ იმ აპრილის დღეს ჩრდილოეთ მანჩესტერში მომხდარმა მოვლენამ გამოიწვია.
"ყოველთვის ვეკითხებოდი საკუთარ თავს, ბედისწერა იყო თუ არა ამ მოვლენის მოხვედრა იმ დღეს", - მოუთხრობს ჰილდიტჩი Sky Sports. მისი "მეთუნუქეური" აქცენტი უმალ კლავს მანჩესტერის წითელი მხარისადმი მიკერძოების ეჭვს ("სტოკ სიტის" და "ბარსელონას" გულშემატკივარია).
"ველოდი, რომ შეხვედრას ჯონ მარტინი განსჯიდა. მაგრამ ტრავმა მიიღო და ის მაიკ პეკმა შეცვალა. ბედის პირველი მცირე უკუღმართობა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თამაში მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მაიკმა აქილევსის მყესი დაიზიანა, მისი შეცვლა გახდა საჭირო.
მაშინ არ იყო მეოთხე სარეზერვო მსაჯი, როგორც ახლა. იმ დროს ამ როლს საფეხბურთო ასოციაციის ადგილობრივი წარმომადგენელი ასრულებდა, მის მომზადებასა და შეცვლას კი დრო დასჭირდა. სანამ ეს ხდებოდა, მაიკმა თავისი საათი შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი, საკუთარი მქონდა, რომლითაც გავაგრძელე თამაში".
Fergie Time is born! Two injury-time goals and Manchester United win their first Premier League crown
"მალე თამაში უხეში გახდა. კრის უოდლმა პოლ ინსს აუარა გვერდი საჯარიმოში, სადაც ამ უკანასკნელმა ვარდნაში ჯარიმა აიღო. ინსი ძალიან გაბრაზდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იყო, რომელიც მიმიღია", - აგრძელებს ჰილდიტჩი, რომელიც ამჟამად მსაჯების მუშაობის შეფასებითა და პარკინსონის დაავადების დიაგნოზირების შემდეგ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებით არის დაკავებული - "სუფთა პენალტი. გიგზი და შმეიხელი ცოტათი აღელდნენ, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. ვფიქრობ, რეალიზატორი იმედგაცრუების გრძნობა იყო".
ჯონ შერიდანმა ბურთი და შმეიხელი სხვადასხვა კუთხეში გადაგზავნა, "ოლდ ტრაფორდი" დადუმდა.
ფერგიუსონი სწრაფად მოქმედებდა, მარჯვენა მცველის, პოლ პარკერის ნაცვლად ბრაიან რობსონი გამოიყვანა და თამაში მომენტალურად შეიცვალა.
"გოლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" სრულად ხელთ იგდო ინიციატივა", - ამბობს ჰილდიტჩი - "ტრავმებისა და ჯარიმების გამო თამაში ბევრჯერ გაჩერდა, კრის ვუდსის კარიდან ყოველი მომდევნო დარტყმა კი უფრო და უფრო წელავდა დროს. ამ ყველაფერს 7 წუთისა და 16 წამის დამატება მოჰყვა, რომელიც ითამაშეს კიდეც. ბევრს მიაჩნია, რომ გოლი დამატებით დროში გავიდა. ეს ასე არ არის. სტივ ბრიუსმა პირველი გოლი 88-ე წუთზე გაიტანა, მაშინ ყველას არ ესმოდა ეს".
1:1 ანგარიშზე მოთამაშეებსა და მსაჯზე ზეწოლა გაიზარდა.
"შეფილდ უენსდეის" თავდამსხმელ მარკ ბრაიტომს ვიცნობდი, მათ თამაშს "სტოკში" ვსჯიდი, კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბრაიტმა მაშინ მკითხა, ჩემს საათს მიკი მაუსი ხომ არ გაუფუჭდა (ჰილდიტჩის საათის განსაკუთრებული მოდელი) - ამან გარკვეული წარმოდგენა უნდა შეგიქმნათ შექმნილ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, კითხვებს მისვამდნენ, მაგრამ თითოეული მათგანი კეთილგანწყობით ნათქვამი იყო".
იმ 7 წუთის მოვლენები კარგად არის დაფიქსირებული ისტორიაში. ბრიუსმა, რომელმაც შეხვედრის მიწურულს ლამაზი თავურით გადაგზავნა ბურთი ბადეში, გმირობის გამეორება ჩაწოდებისა და რიკოშეტის შემდეგ მოახერხა, რაც გასაკვირია, მაგრამ დაცვის ცენტრში პარტნიორის, გარი პალისტერის მეშვეობით მოხდა.
ფერგიუსონი და მისი დამხმარე მოედნის კიდესთან ზეიმობდნენ, კიდი მუხლებზე დაეცა. დანარჩენი - უკვე ისტორიაა. 2:1 გამარჯვებამ "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის დაარსების პირველ სეზონში "ასტონ ვილასგან" მიუწვდომელი სხვაობა მოუპოვა. ტიტული 10-ქულიანი სხვაობით მოიგეს.
"არასდროს მითქვამს, რომ დროის გაწელვა მოხდა, უბრალოდ დროის ანაზღაურება იყო - ამატებს ჰილდიტჩი - საერთო ჯამში გამოვიდა 7 წუთი და 15 წამი. ჩვეულებრივ, მაშინ მოედნის ცენტრალურ რგოლთან სტიუარდებს ელოდებოდი, რათა მოედანი დაგეტოვებინა. სანამ ველოდებოდით, ნაიჯელ ჯემსონმა რაღაც მითხრა.
ერთმა ღონიერმა პოლიციელმა მიუთითა საით წასულიყო და გავიფიქრე: "შენთან ვარ". მოედანი ერთად დავტოვეთ.
მოგვიანებით ჩემს გასახდელში ტრევორ ფრენსისი შემოვიდა და მკითხა, საიდან მოვიტანე ამდენი დამატებული დრო. ლოიალური იყო, ჩემი ახსნა-განმარტება მოისმინა, მაგრამ არ დამეთანხმა".
Fergie Time has become a phenomenon in football
სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ იმ შეხვედრის შემდეგ, განსაკუთრებით ისეთ ფანატიკურ თამაშში, როგორიც ფეხბურთია, ბრალდებების კორიანტელი მისი მისამართით წავიდა. მაგრამ მაშინ მატჩის შემდგომი რეაქციები გაცილებით მოკრძალებული იყო, ვიდრე ჩვენი მასიური საინფორმაციო საშუალებების დროს.
"ჩემი მწუხარებითა და განცდებით რამდენიმე ჟურნალისტი დაინტერესდა, მაგრამ მხოლოდ ერთმა მკითხა, რატომ დავამატე ამდენი დრო. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო პრესის ნეგატიურობისა".
ელექტრონული ტაბლოს გამოჩენა, რომელიც მაყურებელს დამატებული წუთების რაოდენობას ატყობინებს, "ოლდ ტრაფორდზე" იმ დღეს უდავოდ დაეხმარებოდათ. მიუხედავად ამისა, მსაჯი არ არის დარწმუნებული, რომ ჩვენს დროშიც კი განვითარდებოდა მოვლენები სხვაგვარად.
"ტექნოლოგიებმა თამაშში თავისებური უპირატესობები შეიტანა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მატჩის მიმდინარეობას ძლიერ ცვლიან. ვინმესთვის გაფრთხილების მიცემის საფუძველი დროის შეგნებულად შეფერხებისთვის არ იყო. იყო ცვლილებები, ტრავმები, რამდენიმე სხვა გაჩერებები, რომელთაც ასეთ კომპენსირებულ დრომდე მიგვიყვანა".
ჰილდიტჩს მსგავსი განცხადების გაკეთების ყველანაირი საფუძველი აქვს. საქმიანობის მხრივ კვლავინდებურად უკავშირდება ფეხბურთს, რამეთუ ექსპერტ-კონსულტანტის როლს ასრულებს ("ახლა მათ დამკვირვებლებს ეძახიან", - დააზუსტა ჯონმა). სამუშაო, სადაც მომდევნო წლიდან კალმებსა და რვეულებს iPad-ის ელექტრონული პლანშეტები ჩაანაცვლებს.
მატჩების მომსახურება ზამთარში თავისთავად რთულია, ჰილდიტჩის შემთხვევაში კი სიტუაციას მისი ავადმყოფობა უფრო ართულებს. მაგრამ რეგულარული ვარჯიშების დახმარებით, რაც მსაჯებს ახასიათებთ, სიმპტომების პროგრესირების შენელება შეძლო.
"კვირაში ორჯერ სპორტდარბაზს ვსტუმრობ, ჰანტელებით ვვარჯიშობ, სხვადასხვა სახის ვარჯიშებს ვასრულებ - მოგვითხრობს ჯონი - ავადმყოფობა 7 წლის წინ დამიდგინეს და იმ დროს უკვე პენსიაში ვიყავი, მაგრამ Sunday League Football-ის (მოყვარულთა მატჩები კვირაობით) მატჩებზე მაინც ვმუშაობდი, რადგან მსაჯობა მიყვარს. კვირის მატჩებზე მუშაობა კი განსაკუთრებით მიყვარდა, რადგან ყველა მცნობდა".
ჰილდიტჩისთვის, 22 წლის შემდეგაც კი, "ოლდ ტრაფორდისა" და რამდენიმე სიგიჟემდე მნიშვნელოვანი მატჩის გახსენება, როგორიც, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალია "ბაიერნსა" და "პორტუს" შორის, მეხსიერებას არასდროს უჭირს. აღიარებს, რომ მსაჯები - ადამიანთა სპეციფიკური ტიპები არიან.
"არ ვიცი ამას რატომ აკეთებს ზოგიერთი ჩვენგანი, - ამბობს ღიმილით - პირადად მე საკმარისად კარგი არ ვარ იმისთვის, რომ პროფესიონალურ დონეზე ვითამაშო, მაგრამ თავად სპორტის სახეობას ვაღმერთებ".
მისი სამუშაოს ხარისხი და კომპეტენტურობა იმ დღეს "შეფილდ უენსდეის" წარმომადგენლების მიერ სერიოზულად გასაჩივრდა, მომდევნო წლებში კი "ოლდ ტრაფორდზე" იმ დღეს მომხდარ დრამატულ მოვლენას "იუნაიტედის" არაკეთილმოსურნეები არაერთხელ შეხებიან.
იმისათვის, რომ ეჭვი არავის შეეპაროს ასე ბევრი დამატებული წუთების რაოდენობის საჭიროებაში, ბოლო სიტყვები თავად ფერგიუსონს ეკუთვნის.
"იმ ღამით მეორე ტაიმის ჩანაწერს ვუყურე და საკუთარი სეკუნდომერი გამოვიყენე, რათა დამეთვალა დრო, რომელიც ტრავმებზე, შეცვლებსა და გაჩერებებზე დაიხარჯა"
"სინამდვილეში, 12 წუთი უნდა დაემატებინათ!"
მატჩის სრული მიმოხილვა
სტატიები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.