"კაჭკაჭებმა" დაუყოვნებლივ დაიწყეს ახალი კიპერის ძიება მას შემდეგ, რაც ტიმ კრულის ტრავმა ჰოლანდიელს მთელი სეზონის განმავლობაში არ მისცემს თამაშის საშუალებას.
"ნიუკასლისთვის" შესაფერისი კანდიდატი კი, ვიქტორ ვალდესია.
"ბარსელონას" ყოფილ მეკარეს "ჩელსისა" და "ლივერპულსაც" უკავშირებდნენ, მაგრამ ლუი ვან გაალი ესპანელს საშუალებას არ მისცემს პრემიერ ლიგაში კონკურენტ გუნდს შეუერთდეს.
ესპანელ ვეტერანს "იუნაიტედში" კარგად არ მისდის საქმე, რადგან მას უკვე აცნობეს, რომ პირველი გუნდის წევრი აღარ არის და ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც კი არ მომხვდარა.
მაგრამ ვან გაალს არ სურს შიდა კონკურენტი თავისი შეგირდებით გააძლიეროს, "ნიუკასლს" კი მხოლოდ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუძლია ვალდესის გადაბირება.