თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2015, 22:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1817,
კომენტარები: 6
"სელტიკი" უილსონით დაინტერესდა
ჯეიმს უილსონი შოტლანდიურ გრანდს სურს.
პრესის თანახმად, ჯეიმს უილსონი "სელტიკს" იჯარის წესით შეუერთდება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ახლახან გააფორმა ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვით ის "ოლდ ტრაფორდზე" 2017 წლამდე დარჩება.

მაგრამ პირველ გუნდში მოხვედრის შანსები შეზღუდულია, ამიტომ ლუი ვან გაალი ფეხბურთელს განვითარების საშუალებას ნებისმიერ სხვა გუნდში მისცემს.

ჩემპიონშიპის რამდენიმე კლუბმა უკვე გამოავლინა 21 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესი, მაგრამ შოტლანდიურ მხარეს ალტერნატიული ვარიანტი აქვს.

შოტლანდიური Daily Mail-ის მიხედვით, "სელტიკმა" იანვარში უილსონის შესაძენად ყველაფერი უკვე გაამზადა.

"სელტიკის" მთავარი მწვრთნელი, რონი დეილა 19 წლის ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია და მისი იჯარის წესით გადაბირება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისასაც სურდა.

უილსონის მდგომარეობას გუნდში ენტონი მარსიალის მოსვლაც ამძიმებს, ამიტომ ვან გაალი ინგლისელს პირველ გუნდში თამაშის გამოცდილების სხვაგან მიღებაში ხელს არ შეუშლის.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ტრანსფერები
6 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
14 ოქტომბერი 2015 22:50
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
იჯარით წავიდეს,მაგრამ იმედია იქ მიცემენ დროს და ძლიერი დაგვიბრუნდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2015 22:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა სანამ რუნი ესეა და ტრავმის გამო შეიძლება გამოტოვოს არის შანსი 4-3-3 ცადოს და ეს და მარსიალი მოსინჯოს წინ ერთად
0
№3
ავტორი: Mufc7
15 ოქტომბერი 2015 10:42
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მეტი სათამაშო დრო სჭირდება და მისი განვითარებისთვის კარგი იქნება,ალბათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 ოქტომბერი 2015 11:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თან მინდა ამის წასვლა თან არა. დრო ძალიან შეზღუდული აქ და ამ მხრივ მისი იჯარა კაი იქნება, მაგრამ ვაი და რუნიმ ან მარსიალმა ტრამვა მიიღოს მერე საერთოდ ისე ვრჩებით
0
№5
ავტორი: UTD-Rule
15 ოქტომბერი 2015 11:51
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
არ უნდა გაუშვან ამ ეტაპზე! სელტიკში გაშვებას და იქ სკამზე ჯდომას ჯობს ჩვენთან რეზერვებში ითამაშოს და პირველ გუნდში ივარჯიშოს და იქნებ რამდენჯერმე შანსიც მიეცეს მოედანზე,მითუმეტეს რუნის ფორმის გათვალისწინებით.

თუ რამე პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში მაინც გაუშვან,იქ უკვე სერიოზულ გამოცდილებას მიიღებს. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: AkkRed
15 ოქტომბერი 2015 12:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გიორგის ვეთანხმები. დააყენოს ახალგაზრდები წინ რა იქნება. 4-3-3 წყობით დეპაი, მარსიალი და უილსონი გაიყვანოს სამივე სწრაფები და სამივე ტექნიკურები არიან, მგონი კაი სანახავი იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top