თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2015, 00:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1569,
კომენტარები: 9
ფერგიუსონი: "პრემიერ ლიგის მოგება ნებისმიერ გუნდს შეუძლია"
სერ ალექსი ფიქრობს, რომ "იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.
ფერგიუსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი თვლის, რომ ლუი ვან გაალის გუნდს პრემიერ ლიგის მოგება მიმდინარე სეზონშიც შეუძლია.

"წითელი ეშმაკები" ამჟამად მეორე ადგილს იყოფენ "არსენალთან" და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 2 ქულით ჩამორჩებიან.

შოტლანდიელს მიაჩნია, რომ ვან გაალს გუნდის ჩამოსაყალიბებლად დრო დასჭირდება, თუმცა ტიტულის მოგება მიმდინარე სეზონშიც შესაძლებელია.

"ახლა ეს ისეთი ლიგაა, რომ მისი მოგება ნებისმიერ გუნდს შეუძლია. ყველაზე სტაბილური გუნდი "ლესტერია" - მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს. თუკი ახალი წლისთვის სატურნირო ცხრილში მაღალ საფეხურზე ვიქნებით, კარგი შანსები გვექნება.

რა თქმა უნდა, ვან გაალმა მრავალი ცვლილება განახორციელა, წელს 6 ფეხბურთელი იყიდა და ვგონებ, 5-6 გასულ წელს. ამას დრო სჭირდება და ადვილი არ არის. როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდები, დრო გჭირდება.

როცა კლუბში ვმუშაობდი, შესაძლოა, დუაით იორკი უცებ ათამაშდა - პირველივე დღიდან დიდებული იყო. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება, იგი გამონაკლისი იყო. ჩვეულებრივ, ადაპტაცია დროს მოითხოვს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფი ფეხბურთელების შემთხვევაში",
- აცხადებს ფერგიუსონი.

წყარო: mirror
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
14 ოქტომბერი 2015 00:50
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Fergi rogorc yoveltvis kristals bazrobs!!
0
№2
ავტორი: chudikone
14 ოქტომბერი 2015 02:22
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნეტა ბოქსინგ დეის პირველ ადგილზე ვინ დაამთავრებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Mufc7
14 ოქტომბერი 2015 10:37
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
chudikone,
იმედია, ჩვენ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 ოქტომბერი 2015 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დრო რა თქმა უნდა ჭირდებათ ფეხბურთელებს და თვითონ ვან გაალსაც, რადგან ახალი გუნდის აშენება ესე ადვილი არაა. წელს ძალიან მოულოდნელად დაიწყო პრემიერ ლიგა და ბაბუს თქმის არ იყოს ნებისმიერი შეიძლება გახდეს ჩემპიონი ( ნებისმიერში რა თქმა უნდა ვგულისხმობ იმას ვინც ნორმალურად თამაშობს)
0
№5
ავტორი: The Special One
14 ოქტომბერი 2015 13:01
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
წელს ძალიან დიდი კონკურენციაა ადგილებისთვის მაგრამ,სისულელედ მიმაჩნია ის რომ ლეისტერი ან კრისტალ პალასი რომელიმე იბრძოლებს რომ ჩემპიონი გახდეს ან მეორეზე გავიდეს,ტრადიციულად სიტი,ჩელსი,არსენალი და ჩვენ შევალთ ოთხეულში,ეს ჩემი აზრია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: Count Alucard
14 ოქტომბერი 2015 13:27
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ლესტერს ნამდვილად არ აქვს რესურსი, რომ მოიგონ რამე, მაგრამ ათეულში უეჭველი დარჩებიან ასე თუ გააგრძელეს. ძალიან გაგვიჭირდება წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლა, 4-5 კარგი თამაშის მერე სულ ჩავარდნა გვეწყება.
0
№7
ავტორი: AkkRed
14 ოქტომბერი 2015 13:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
chudikone,
არსენალი
0
№8
ავტორი: UTD-Rule
14 ოქტომბერი 2015 14:33
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ციტატა: chudikone
ნეტა ბოქსინგ დეის პირველ ადგილზე ვინ დაამთავრებს

ვინც ყველაზე კარგად ჩაატარებს მაგ პერიოდს ის იქნება ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ალბათ ტიტულისთვის.

ლესტერმა თუ ასე გააგრძელა მინიმუმ ევროპას მაინც გამოკრავს ხელს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2015 17:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლესტერმა საკამოდ გაქაჩა უკვე და იბრძოლებენ ეგენიც. ჩემპიონობისთვის და ოთხეულისთვის ვერა მაგრამ დაიმსახურეს თუნდაც ევროპის ლიგა, ისე მიდის საქმე შეიძლება ოთხეულისთვისაც გაიბრძოლონ რა გასაკვირია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top