თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2015, 16:13
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2694,
კომენტარები: 9
ვსწავლობთ წარსულისგან: ლუი ვან გაალი და კარლუშ კეირუში
არაჩვეულებრივი სტატია წარსულიდან, რომელშიც ბევრი გულშემატკივარი იპოვის საკუთარ თავს.
ვსწავლობთ წარსულისგან: ლუი ვან გაალი და კარლუშ კეირუში
ბოლო დროს გავრცელდა ბევრი ჭორი ფეხბურთელების უკმაყოფილების თაობაზე ვან გალის მიმართ: ასაკოვანი ფეხბურთელები პრეტენზიას გამოთქვამენ ტაქტიკაზე, ვარჯიშებსა და რეჟიმზე, რომელსაც დაუნდობელი მწვრთნელი მართავს. ბოლომდე ვერ ენდობი ამ სიტყვებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ნაცნობად ჟღერს ეს ყველაფერი, თუ დავუბრუნდებით კარლუშ კეირუშის დროს, როდესაც იგი ფერგის მარჯვენა ხელი იყო.

ყველაფერი 2000 წელს დაიწყო. ტრებლის შემდეგ 1999-ში, ''იუნაიტედი'' ზედიზედ მესამეჯერ აპირებდა პრემიერ ლიგის მოგებას და 18 ქულით უსწრებდა მეორე ადგილოსან ''არსენალს'', რომელმაც 97 გოლი გაიტანა 38 მატჩში. ევროპაში, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ვერ გაიმეორა გასული წლის წარმატება, რადგან ''რეალთან'' დამარცხდა, რომელიც ბოლოს ჩემპიონი გახდა, არაფერი იყო სამარცხვინო: ''იუნაიტედი'' არავითარ შემთხვევაში არ იყო დაჩაგრული ყველა ასპექტში, პირიქით, გუნდს შანსიც ჰქონდა გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა ფორტუნა მათ მხარეს არ იყო. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მაგრამ არ გაუმართლათ. გუნდმა ღირსება შეინარჩუნა.

მაგრამ ფერგის სხვა იდეებიც ჰქონდა. მან იცოდა, რომ მოწინააღმდეგე ზედმეტად დახვეწილი ტაქტიკით თამაშობდა, რომელიც საშუალებას არ მისცემდა ''იუნაიტედს'', გაერღვია დაცვა და გაეკეთებია ქამბექი, რომელსაც გუნდი ხშირად ასრულებდა პრემიერ ლიგაში. სერ ალექსმა იცოდა, რომ არცერთ წვრილმანზე არ შეიძლებოდა ხელის ჩაქნევა და ბურთის ფლობის დონე ასამაღლებელი იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, იმის ნაცვლად, რომ გქონდეს 10 მომენტი და მოწინააღმდეგეს 5, სჯობს, გქონდეს 5 და მოწინააღმდეგეს- არცერთი.

ასე შექმნა გუნდმა კონტინენტალური ბურთის ფლობის სტილი. 2001 წელს ფერგიმ გუნდში ხუან სებასტიან ვერონი და რუდ ვან ნისტელროი მიიწვია, რათა მოეხდინა გადასვლა მაღალი ინტენსიური თამაშიდან მეტად მეთოდურ სტილზე და შეცვალა ტაქტიკა 4-4-2-დან 4-5-1-ზე. მოედნის ცენტრში ვერონს კომპანიას როი კინი უწევდა, პოლ სქოულზმა კი მაღლა აიწია, ახლოს შეტევასთან ერთადერთი თავდამსხმელის- ვან ნისტელროის დასახმარებლად. ფეხბურთი, რომლის საძირკველი ბურთის ფლობაა, არ მოსწონდათ გულშემატკივრებს, რომლებიც მუდმივად სკანდირებდნენ "4-4-2, 4-4-2", რითაც ითხოვდნენ ფერგისგან ტაქტიკის დაბრუნებას, რომელმაც გუნდს წარმატება მოუტანა.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ახალ წყობაში ძალიან უხერხულად გამოიყურებოდნენ. გუნდის თამაში შორს იყო დადებითისგან. ჯერ კიდევ ახალ წლამდე გუნდმა მოახერხა 10 თამაშში წაგება, სეზონის ბოლოს დაიკავა მესამე ადგილი და უპრობლემოდ იქნა გამოგდებული ''ბაიერნის'' მიერ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან. ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ ძველ ტაქტიკას, რთული იყო სტილის შეცვლა და ახალ სისტემაზე დამორჩილება.

უკან რომ გავიხედოთ, გასაგები ხდება, რომ ახალი მეთოდის დანერგვისთვის საჭირო იყო რევოლუცია და არა- ევოლუცია. რევოლუციის კატალიზატორი 2002 წელს მოსული კარლუშ კეირუში გახდა, რომელმაც ''იუნაიტედი'' 2003 წელს დატოვა, რათა მადრიდის ''რეალს'' სათავეში ჩასდგომოდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ ''მანჩესტერში'' აღმოჩნდა ფერგის ასისტენტად. ''იუნაიტედმა'' პრემიერ ლიგა 2003 წელს მოიგო, მაგრამ მომდევნო სამი სეზონი ერთ-ერთი საშინელ სეზონებად ითვლება ფერგიუსონის 26-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე. გუნდმა დაიწყო ევროპულ ფეხბურთზე გადასვლა.

კეირუშმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ მცირე ხნის განმავლობაში. ფერგიუსონმა ყველანაირი ძალაუფლება მისცა მას ცვლილებებზე; არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ იგი სცენის უკან მდგომი მწვრთნელია. კარლუში გუნდს ვარჯიშებზე თავის მეთოდებს უზიარებდა, ავითარებდა და აყალიბებდა შემადგენლობას. ჯამში, გარი ნევილი და სხვა ფეხბურთელები აჯანყდნენ კეირუშის წინააღმდეგ, მაგრამ ფერგი ჩაერია და გაანეიტრალა სიტუაცია.

სერ ალექსს არ დაუკარგავს რწმენა მის სპეციალისტში, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი და გულშემატკივრები უკმაყოფილონი იყვნენ პორტუგალიელი ასისტენტით. შოტლანდიელი სპეციალისტი დარწმუნებული იყო, რომ ეს ტაქტიკა წარმატებას მოუტანდა გუნდს ევროპასა და ინგლისში.

კრიტიკა და ნეგატივი იმ დროს ყველა მხრიდან ისმოდა.

"კეირუშმა წვლილი შეიტანა 4-3-3 ტაქტიკაზე გადასასვლაში, რომელიც მარტივად გადადიოდა 4-5-1-ზე და ტოვებდა ვან ნისტელროის ეულად და რუნი ამ დროს იკარგება სიღრმეში ან ფლანებთან ახლო პოზიციებზე. ''იუნაიტედი'' მთელი კვირის განმავლობაში წვალობდა ამ ტაქტიკით: ბოლო სამ მატჩში ''სიტის'', ''ვილარეალისა'' და ''ლივერპულის'' წინააღმდეგ მხოლოდ ხუთი დარტყმა განახორციელეს, რაც შემადგენლობას დაღუპვას ჰპირდებოდა. თუმცა, ფერგიუსონი ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ დაკარგავს ნდობას თავის დამხმარეში'',- წერდა დომინიკ ფიფილდი.

"ის ადამიანია (კეირუში), რომელზეც იცინის ყველა გულშემატკივარი- მწვრთნელი წარუმატებლობის ისტორიით",- ჯონი ფლეკსი ''იუნაიტედის'' გულშემატკივარი.

"გულშემატკივრების უმეტესობას უკვე ყელში ამოუვიდა ყველაფერი. ეს უბრალოდ გუნდის შეურაცხყოფაა. მსგავსი რამ არ მომხდარა სეკსტონის შემდეგ."- რობ სმიტი.

"გუნდი ბოლომდე მიჰყვებოდა ამ ტაქტიკას მაშინ, როდესაც იგი აგებდა", - დომინიკ ფიფილდი.

რობენისა და რონალდინიოს არშემდგარმა ტრანსფერებმა, რომლებიც თითქმის მანჩესტერლებად ითვლებოდნენ, შეაჩერა ცვლილებები გუნდში. მანკუნიელებს მოუწიათ ახალგაზრდა და გამოუცდელ რუნიზე და რონალდუზე ნდობა- ორივე ფეხბურთელი სხვადასხვა დროს შედიოდა ისტორიაში, როგორც ყველაზე ძვირადღირებულ თინეიჯერი ფეხბურთელი. კეირუშმა კი იცოდა, რომ მას გუნდში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავდა, რომლებიც მომავალში გუნდის სახსარი იქნებოდნენ. "ამ გუნდს ძალიან საინტერესო მომავალი აქვს და მჯერა, რომ თუ იგი ამ ფეხბურთელებს შეინარჩუნებს, მომდევნო ათი წლის განმავლობაში უძლიერესი გუნდი გვეყოლება".

კეირუშმა განაგრძო ფეხბურთელების ძებნა, რომლებიც ერგებოდნენ ახალ ტაქტიკას, შედეგად მივიღეთ ის, რომ გუნდიდან ფერგიუსონის ბიჭების უმეტესობა წავიდა. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო როი კინის წასვლა. ფილ ნევილი ''ევერტონში'' გაიყიდა, ასაკოვან გიგზს კი მეორეხარისხოვან ფეხბურთელად მიიჩნევდნენ გუნდში. ამან კიდევ უფრო გააღიზიანა გულშემატკივრები. ჩნდებოდა შეგრძნება, თითქოს ყველაფერი უფსკრულისკენ მიდიოდა.

გუნდმა სახლში ჩატარებული 11 მატჩიდან ვერ შეძლო ვერცერთის მოგება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ გოლზე მეტი გაჰქონდა. კეირუშმა თქვა: "თუ დავუფიქრდებით ''ბლექბერნთან'' თამაშს, ჩვენ 6-7 იდეალური მომენტი შევქმენით და შეგვეძლო, მეტიც გაგვეტანა." რა თქმა უნდა, ექსპერტები და გულშემატკივრები მას არ ეთანხმებოდნენ.

გადავიდეთ 2007/08 სეზონზე. ყველაფერი თავის ადგილას დადგა, გადანაცვლება, როგორც იქნა, დასრულდა და ჯონათან უილსონმა დაწერა: "პირველად 30 წლის შემდეგ, ინგლისური გუნდი გახდა მსოფლიო ლიდერი ტაქტიკების ინოვაციით".

''იუნაიტედმა'' 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგა მოიგო, მიიღო მონაწილეობა კიდევ ორ ფინალში და ასევე, მოიგო ინგლისის ჩემპიონის ოთხი ტიტული.

ამის შემდეგ პრესა სხვა რამეს წერდა:

"როგორ გაწვრთნის ფერგი კეირუშის გარეშე გუნდს ?" - დენიელ ტეილორი, როდესაც კეირუშმა დატოვა ''იუნაიტედი''.

"ალექს ფერგიუსონმა საკმაოდ ბრძნულად იმოქმედა ტაქტიკურ ცვლილებებში'' - ჯონათან უილსონი.

არაფერს გახსენებთ?
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
13 ოქტომბერი 2015 16:31
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ჩემი კრიტიკის და უკმაყოფილობის მიუხედავად, მაინც ვთვლი რომ ლუის იმედი არ უნდა დავკარგოთ. ეს სტატია ამის ნათელი წერტილია. პრობლემები ფერგიუსონსაც ჰქონდა და თან ძალიან სერიოზულა, მის დროსაც ვიყავით უკმაყოფილო, ეს ბუნებრივია, მარამ არასდროს გვიფიქრია მის წასვლაზე. ვან გალის შემთხვევაში პირიქითაა, უკმაყოფილონიც ვართ და მისი წასვლაც გვინდა, იმიტომ რომ მას არაფერი დაუმტკიცებია. ჩემი აზრით, არ არი ეს სწორია!

როგორც გარიმ დაწერა თავის ბლოგში, იუნაიტედი ახლა პოსტ ფერგიუსონის პერიოდს განიცდის და ამის დასაძლევად ერთი და ორი სეზონი არ ეყოფა.

ყველაზე დიდი პრობლემა გულშემატკივრების უკმაყოფილობაა. მათი პრეტენზიების გამო, შეიძლება ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ გაიხაროს მანჩესტერში, რადგან ყველას ფერგიუსონს შევადარებთ. ესეც პოსტ ფერგიუსონის სიმპტომებია. უნდა დავივიწყოთ ფერგიუსონი და ჩავაბაროთ წარსულს. ახლა ჩვენ გვყავს ახალი მწვრთნელი და ახალი იუნაიტედი, რომელიც შენების პროცესშია და ამისთვის საკმაოდ დიდი დროა საჭირო.

არც მოიესს და არც ვან გალს არ დახვედრია გუნდში ისეთი სიტუაცია, როგორც გვარდიოლას დახვდა და სხვა მწვრთნელებს წარმატებულ გუნდში. მათ დახვდათ ფერგიუსონის ლანდი და გულშემატკივრები, რომლებიც ყოველ მათ ნაბიჯს ფერგიუსონისას შეადარებს. ამიტომ დავივიწყოთ ფერგი, ისევ ჩვენივე მომავლისთვის და ყოველი ნაბიჯი არ შევადაროთ მისას.

კიდევ ერთხელ, ეს სტატია დღევანდელი სიტუაციის ნათელი მაგალითია :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: AkkRed
13 ოქტომბერი 2015 17:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მგონი ზოგადად ჰგავს ეს სიტუაცია ათწლეულის წინანდელ სიტუაცის, მაგრამ აქ არის დეტალები, რომლების გამოყოფაც შეიძლება. მთლად ნათლად ის დრო არ მახსოვს, მაგრამ მაინც თვალის დევნების საშუალება მქონდა იმ დროინდელი მანჩესტერის აღამსვლობის. დიდ წვრილმანებში ჩანს ლუის არასახრბელო ქცევები ვიდრე ფერგის.
0
№3
ავტორი: ViDa
13 ოქტომბერი 2015 18:28
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
AkkRed,
რა წვრილმანებზე ამბობ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: Mufc7
13 ოქტომბერი 2015 18:47
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ახალ გუნდში მოსვლა ყველას უჭირს. ძნელია, გენიოსის მერე გუნდში მოხვიდე და საქმე ისე აკეთო, ამდენი გულშემატკივრისგან ერთი უკმაყოფილებაც კი არ დაიმსახურო. ფერგის რა რთული პერიოდიც ჰქონდა ხოლმე, ვიცით ეგ. ამდენწლიანი მუშაობის მერე ამ გუნდში ვინც არ უნდა მოსულიყო, სირთულეები ყველას შეხვდებოდა. მე მაინც მაქვს ლუის იმედი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: chudikone
13 ოქტომბერი 2015 21:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კი, შეიძლება რო გამოუცხადო ნდომა ახალ მწვრთვნელს და საბაბს რო არ გაძლევს რა უნდა ქნა ? უკვე იმდენს ატრაკუნებს რო დიდი იმედი მაქვს მომავალი სეზონი ბოლო იქნება მისთვის იუნაიტრდში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Goginashvili777
13 ოქტომბერი 2015 21:44
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
chudikone,
ჩემი აზრით ყველაფერი სწორედ კეთდება, დარწმუნებული ვარ ლუის ადგილზე ფერგი რო იყოს გაგებით მოეკიდებით მის გადაწაყვეტილებას.. ყველა მიიღებს შანსს, ამას კი მოთმინება და შესაფერისი მომენტი სჭირდება, ახლა ნამდვილად არ არის როტაციების დრო... მე თავიდანვე ლუისვემხრობი და კვლავაც მის გაპრავებას ვაპირებ და არ ვუარყოფ კიდევაც, რომ რიგ ეპიზოდებში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, თუმცა ეს პროცესია, კლუბის აშენების პროცესი და "უილსონის" მსგავსად, ჩვენც მოთმინება გვმართებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: GeorgeBest
13 ოქტომბერი 2015 23:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრი წყობა სცადა, ყველაზე ოპტიმალური ეხლანდელი იპოვა ალბათ მაგრამ ეს გუნდი უკვე 4-3-3ზე უფრო კარგად ჯდება ჩემი აზრით. საფრანგეთის თამაშს მხოლოდ მიმოხილვას ვუყურე მარა საკმარისი იყო. შინდლერა ჩამშლელად იდგა და მარსიალი ფლანგზე, აიკლო ფლანგი მასტმა, ძაან კარგია ეგ მანდ. კარგი ფორვარდია მარა გამოკვეთილ ცენტრფორვარდად თამაშს ფლანგზე ჯობია ითამაშოს, ბევრად დიდ შედეგს დადებს. ვინგრად მაგის დაყენება არ იქნება კარგი, დეპაიც შეიძლება დააყენოს იგივე პოზიციაზე და კარგი შემტევი ხაზი შეიკვრება. ვინგერო რომ გვყავდეს კიდევ ხო. ნახევარდაცვის ხაზია ყველაზე ძლიერი და ბევრი იჩაგრება მაგის გამო. თუნდაც ერერა, არადა მაგ წყობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება
0
№8
ავტორი: Best 7
14 ოქტომბერი 2015 00:49
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Shen ici aba lui bolomde gendobit!
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 ოქტომბერი 2015 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი შედარებაა ნამდვილად და მართლა კარგი მაგალითია მოყვანილი წარსულიდან. ზოგადად ის პერიოდი და ეს პერიოდი განსხვავდება ერთმანეთისაგან რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ვიცით მაშინაც იყვნენ ფეხბურთელები თუ გულშემატკივრები რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ფერგის ტაქტიკით და იგივე კეირუშსაც აკრიტიკებდნენ. ვან გაალსაც დღეს ბევრი აკრიტიკებს და შეცდომებიც ქონია რა თქმა უნდა, მაგრამ უშეცდომო არავინაა. ფაქტია მოიესივით უუნარო არაა ვან გაალი და გუნდს ეტყობა, რომ მწვთნელი ყავს. შეიძლება რაღაც აკვიატებები ჭირს და ისე ვერ თამაშობს გუნდი როგორც უნდა თამაშობდეს, მაგრამ ესე ადვილიც არაა მანჩესტერის გაწვრთნა. ლაშას დავესეხები და მეც იგივეს ვიტყვი, რომ მწვრთნელს რომელიც აქ მოვა ყოველთვის დახვდება ფერგიუსონის ლანდი. არ ვიცი ეს კარგი თუ არა, მაგრამ ფაქტი ესეთია. ასეა თუ ისეა ვან გაალს მაინც ბოლომდე უნდა დაუდგეთ გვერდში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top