შოტლანდიელმა განაცხადა, რომ მისმა შეგირდებმა უკვე ისწავლეს ჭკუა და აღარ იქნებიან უპასუხისმგებლოები შვიდ ქულიანი უპირატესობის მიუხედავად.სერ ალექსი უკვე ესაუბრა ბიჭებს და ”ოლდ ტრაფორდის” მკვიდრნი ითამაშებენ სრული მობილიზაციით სეზონის დარჩენილ მატჩებს.”ბოლო წლების განვმალობაში ჩვენთვის წარმატებული გამოდგა დეკემბერი.სეზონის დასრულებამდე დარჩა 17 ტური და ჩვენ გვაქვს 7 ქულიანი უპირატესობა.ეს არ არის ცუდი.მე არ ვამბობ რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და საქმე გაკეთებულია.მაგრამ ეს კარგი სხვაობაა, რაც დაგვეხმარება თასის მოგებაში.ჩვენ აღარ დავუშვებთ შეცდომებს, რომლებიც წინა წელს დავუშვით.”-განაცხადა ფერგიუსონმა manutd.com-ის ჟურნალისტთან საუბარში.
თამაში
სერ ალექსი დარჩა კმაყოფილი მისი გუნდის თამაშით ’უიგანის” წინააღმდეგ.”ჩვენ ვითამაშეთ კარგად.თუ დააკვირდებით ”უიგანის” საშინაო მატჩებს, მიხვდებით, რომ ეს გუნდი კარგად ასპარეზობს საშინაო არენაზე.ჩვენ ეტაპობრივად მოვუმატეთ სიჩქარეები მატჩს და ”უიგანის” ფეხბურთელები ზეწოლის ქვეშ მოექცნენ და საბოლოოდ ვერ გაუძლეს.ჩვენ მალევე გავიტანეტ მე-2 გოლი, რამაც იმედემი მოუკლა მეტოქე გუნდს.მე უნდა შევაქო ”უიგანი” ისინი მაინც ცდილობდნენ შეტევას და იბრძოდნენ ვაჟკაცურად.”
რობინ ვან პერსი
”როდესაც იგი ვიყიდეთ ზაფხულში, ვხვდებოდით რომ ის გახდებოდა ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გუნდისა.მას ქონდა ძალიან დიდი გამოცდილება ჰოლანდიის ნაკრებსა და ”არსენალში” თამაშის.მან გაატარა შესანიშნავი 7 სეზონი ”მეთოფეების” შემადგენლობაში.ის კარგად ფლობს ორივე ფეხს, რაც მან დღესაც დაამტკიცა.”
ჩიჩარიტო
ფერგიუსონმა ერნანდესზეც გააკეთა მცირე კომენტარი.”ის შესანიშნავი მოთამაშეა.მან ისევ დაგვიმტკიცა, რომ ძალიან კარგად თამაშობს მეტოქის საჯარიმოში.მას გოლის გატანა 1 წამში შეუძლია, ეს მის გენიალურობაზე მიუთითებს.”
ინგლისის თასი
”იუნაიტედს” არ მოუგია ეს თასი 2004 წლიდან.სერ ალექსმა თქვა, რომ როტაციას მიმართავს ”ვესტ ჰემთან” მატჩში- იგი ხომ ყველა ფეხბურთელს დაპირდა სათამაშო დროს.”ჩვენ გავაკეთებთ რამდენიმე ცვლილებას ”ვესტ ჰემთან” მატჩში შემადგენლობაში.ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ევრა და კერიკი, აუცილებელია დასვენებისთვის დრო მიეცეთ.მე სიამოვნებით გამოვცვლიდი მათ ”უიგანთან” მატჩში მესამე გოლის შემდეგ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.ისინი თითქმის ყველა თამაშში მონაწილეობენ, ამიტომ დასვენება მათთვის აუცილებელია.ჩვენ გვყავს დასვენებული ფეხბურთელები, მაგალითად კაგავა, ქლევერლი, იანგი და ისინი შეცვლიან გადაღლილ მოთამაშეებს.”