"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, პედი მაკნეირი ჩრდ. ირლანდიის ნაკრებთან ერთად თამაშის შემდეგ ფინეთში დარჩა, რადგან მუცლის არეში პრობლემები აღმოაჩნდა.
20 წლის მცველმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" რიგებში ერთი მატჩი ჩაატარა შეცვლაზე შესვლის შედეგად, ტრავმა მე-13 წუთზე მიიღო ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, თუმცა თამაშს 51-ე წუთამდე აგრძელებდა, სანამ არ შეცვალეს.
კვირა საღამო მაკნეირმა საავადმყოფოში გაატარა და ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ მაკნეირი ფინეთში კიდევ ერთი ღამით დარჩება. ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის ექიმი ფეხბურთელთან ერთად იმყოფება.