თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2015, 14:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1836,
კომენტარები: 7
პაუელის მანჩესტერული კარიერა სრულდება
ნიკ პაუელი "იუნაიტედს" მალე დატოვებს.
პაუელის მანჩესტერული კარიერა სრულდება
ნიკ პაუელის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" ფაქტიურად დასრულებულია. ახალგაზრდას ფეხბურთმა იმედი გაუცრუა.

ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა გასულ სეზონში "ლესტერში" მხოლოდ სამი მატჩის ჩატარების შემდეგ ფეხბურთისადმი რწმენა დაკარგა.

Sunday People-ის ჟურნალისტი, სტივ ბეიტსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნიკი მალე "იუნაიტედს" დატოვებს.

პაუელი თამაშისადმი უკვე მცირედ ინტერესს ავლენს, მისი კონტრაქტი კი იწურება.

ინგლისელი "იუნაიტედში" სამი წლის წინ "ქრიუ ალექსანდრადან" გადავიდა 4 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ.

პაუელის პროგრესს ხელი ტრავმებმა შეუშალა, მაგრამ საქმისადმი მისი მიდგომა არც "ლესტერში" გადასვლის შემდეგ გაუმჯობესებულა: ვარჯიშებზე ფეხბურთელის არასერიოზულობას ყველა აკრიტიკებს.

პაუელის მანჩესტერული კარიერა სრულდება


გასულ სეზონში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ლუი ვან გაალმა ნიკი იჯარის წესით გაანათხოვრა.

ნაიჯელ პირსონის ხელმძღვანელობის ქვეშ ნიკმა მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და 4-ჯერ შეცვლაზე შევიდა "ლესტერის" ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში, სანამ "მელიები" ინგლისელს გადაბირებიდან 3 თვის შემდეგ დააბრუნებდნენ "იუნაიტედში".

პირსონი იმედგაცრუებული იყო იმით, თუ როგორ ახდენდა პაუელი დროის ორგანიზებას, გრძნობდა, რომ მოთამაშეს სურვილი და წადილი აკლდა, "ლესტერი" კი პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა.

პაუელის მანჩესტერული კარიერა სრულდება


"იუნაიტედში" დაბრუნების შედეგად არაფერი შეცვლილა. ლუი ვან გაალს კვლავ არ სჯერა, რომ პაუელს აუცილებელი მოტივაცია აქვს.

2013/14 წლების სეზონში ნიკი "უიგანში" იჯარის წესით განათხოვრების შემდეგ კარგად თამაშობდა, მაგრამ "იუნაიტედის" მიერ ფეხბურთელზე დამყარებული იმედები მაინც არ იქცა რეალობად.

კლუბში გატარებული სამი წლის განმავლობაში ნიკმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, მომავალ წელს კი წასვლის საშუალებას მისცემენ.

წყარო: mirror
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 ოქტომბერი 2015 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არადა მაგრად მეიმედებოდა ამ ბიჭის და მეგონა კარგი ნახევარმცველი დადგებოდა, თუმცა ჩემი აზრით ტრამვამ დაღი დაასვა ამ ფეხბურთელს და როგორც ჩანს თვითონაც დაკარგა საკუთარი თავის რწმენა. გაშვებით რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა გაუშვან და იმედია სადმე საშუალო დონის გუნდში მაინც ითამაშებს.
0
№2
ავტორი: AkkRed
13 ოქტომბერი 2015 14:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მარტო მე არ მევასებოდა ეს ტიპი არასოდეს? :დ
0
№3
ავტორი: ViDa
13 ოქტომბერი 2015 14:49
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
როგორ მეიმედებოდა ამ ბიჭის (( პერსპეკტიული და ნიჭიერი ახალგაზრდა იყო რო მოვიდა recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: Mufc7
13 ოქტომბერი 2015 14:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
კაგავააა 3d_6
არადა, მქონდა ხოლმე ამ ბიჭის იმედი ერთ დროს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GeorgeBest
13 ოქტომბერი 2015 15:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა იმედი მქონდა ამ კაცის, კარგად წაუვიდა რაღაც პერიოდი თამაში მაგრამ მერე სულ დაიკარგა areyoukiddingme არადა ფორვარდადაც აწიეს და რა შედეგი დადო
0
№6
ავტორი: red devil
13 ოქტომბერი 2015 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ცუდია არადა ნიცჰიერი იყო
0
№7
ავტორი: UTD-Rule
13 ოქტომბერი 2015 16:21
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ტრავმების გარდა თავის თავსაც უნდა დააბრალოს ამ დონეზე რომ მივიდა,არადა რა კარგად დაიწყო ჯერ უიგანთან გატანილი გოლით,შემდეგ უიგანშიც მშვენივრად გამოიყურებოდა და თითქოს დაბრუნებასაც უპირებდნენ.

არაუშავს ამის პოზიციაზე აკადემიაში ძალიან კარგი ფეხბურთელები იზრდებიან და იმედია მათ მიეცემათ მალე შანსი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top