ჰოლანდიის ნაკრების მცველმა, სტეფან დე ვრიმ განაცხადა, რომ ლაციოს დატოვება ამჟამად არ სურს.
დე ვრის სახელს ხშირად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს" მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალი ჩადგა "წითელი ეშმაკების" სათავეში.
თუმცა 23 წლის მცველი აღნიშნავს, რომ რომაულ კლუბში სურს დარჩენა და მასთან ერთად ტიტულების მოგება.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მაკავშირებენ, რადგან მწვრთნელი ლუი ვან გაალია. ბევრ ჰოლანდიელ ფეხბურთელს უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს", მაგრამ ამით არაფერი მომხდარა.
ყველაფერი, რაც ახლა მინდა, "ლაციოსთან" ერთად ტიტულების მოგებაა. სეზონის დასაწყისი ცოტა რთული გამოდგა, მაგრამ წინ მივიწევთ. სატურნირო ცხრილში მაღალ ადგილზე ავდივართ", - განაცხადა ჰოლანდიელმა.