12-10-2015, 20:23
ნანახია: 2160,
კომენტარები: 9
დე ხეა: ერთად და წინააღმდეგ
დავიდ დე ხეას საუკეთესო თანაგუნდელები და მოწინააღმდეგეები.
დავიდ დე ხეა არაერთ დიდებულ თავდამსხმელს დაპირისპირებია, მაგრამ მათგან საუკეთესოს გამოყოფა არ გასჭირვებია "ერთად და წინააღმდეგ" ინტერვიუში.
ვინ არის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი, რომელთან ერთად გითამაშია? "ანტონიო ვალენსია"
უსწრაფესი ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგ გითამაშია: "რთულია, მრავალი ასეთია. ბეილი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგ მითამაშია".
საუკეთესო ფორმაში მყოფი, რომელთან ერთად მითამაშია: რაფაელი ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელია, რადგან მას საუკეთესო ფიზიკური აღნაგობა აქვს.
საუკეთესო ფორმაში მყოფი, რომლის წინააღმდეგ მითამაშია: "სესარ ასპილიკუეტა".
ყველაზე რთულად მოსატყუებელი, ვისთან ერთად მითამაშია: "სქოულზი ან გიგზი. ორივე რთულში გადის".
ყველაზე რთულად მოსატყუებელი, ვის წინააღმდეგ მითამაშია: "არ ვიცი, მეკარეებს ხშირად არ უხდებათ მოტყუება".
საუკეთესო მეპასე, რომელთან ერთად მითამაშია: "პოლ სქოულზი".
საუკეთესო მეპასე, რომლის წინააღმდეგ მითამაშია: "ჩაბი ალონსო".
საუკეთესო შემსრულებელი, ვისთან ერთად მითამაშია: "ჩემი უდიდესი მეგობარი, ჩიჩარიტო".
საუკეთესო შემსრულებელი, ვის წინააღმდეგ მითამაშია: "რთულია თქმა, ძალიან ბევრნი არიან... სამუელ ეტო'ოს დავასახელებ.
წყარო:
manutd.com
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.