თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2015, 20:06
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3170,
კომენტარები: 11
რა აფერხებს მემფისს?
ძირითადი მიზეზები იმისა, თუ რა უშლის ხელს ახალგაზრდა ჰოლანდიელს წარმატების მიღწევაში.
რა აფერხებს მემფისს?
ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ის სიხარული, რომელის მემფის დეპაის ტრანსფერმა მოგვანიჭა. გასულ ზაფხულს "იუნაიტედმა" ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზარდა და ამასთანავე, "პსვ ეინდჰოვენის" ბომბარდირი დაიმატა. მოლოდინი დიდი იყო. გულშემატკივრები, როგორც მინიმუმ, რუდ ვან ნისტელროის მსგავს დებიუტს ელოდნენ, თუმცა 3 თვის შემდეგ იგი საშუალო დონის ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს გუნდში.

უკანასკნელ მატჩში იგი მარუან ფელაინიმ შეცვალა და ჭორების თანახმად, რაიან გიგზი მისით ძალიან უკმაყოფილოა. მწვრთნელის ასისტენტი მიიჩნევს, რომ მემფისი ძალიან სუსტია დაცვაში და მისი ფუნქციების შესრულება რუნის უწევს. მოკლედ, რატომ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც რონალდუს ადარებენ ასეც ცუდ ფორმაში? ერთად განვიხილოთ...

1) 7 ნომრის "წყევლა"

კრიშტიანო რონალდუს წასვლის შემდეგ ეს ნომერი ვერავინ "მოიხდინა". თუ არ ჩავთვლით ტრავმებით დატანჯულ მაიკლ ოუენს, რომელიც გადამწვეტ მომენტში ხშირად დაეხმარა გუნდს. როგორც ჩანს, ამ მაისურის მატარებლები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან და ვერ ახერხებენ ისეთი შთამბეჭდავნი იყვნენ, როგორიც ბეტი, კანტონა და ბექჰემი იყვნენ.

2) გლამურული ცხოვრება

შეიძლება ამ ფაქტორს უამრავი ადამიანი არ თვლის განსახილველად, მით უმეტეს, რომ ბექჰემს და რონალდუს უფრო კაშკაშა და გახმაურებული პირადი ცხოვრება გააჩნდათ, თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია და მოედანზე 110% -ით იხარჯებოდნენ. სხვაობა მემფისსა და ამ ორ უკანასკნელს შორის ის არის, რომ ჰოლანდიელს მეტი ყურადღება ცხოვრების სტილზე აქვს გადატანილი და ავიწყდება რომ, ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც კვირაში 100 000 ფუნტი აქვს, ვალდებულია მოედანზე სამაგიერო შედეგი აჩვენოს, გააკეთოს ის, რაც ვინგერს ევალება- შექმნას საგოლე მომენტები და დაეხმაროს დაცვას.

3) ეგოიზმი

ეს ძალიან ცნობილი ფაქტია, რომ მემფისი ერთ-ერთი ყველაზე ეგოისტი ფეხბურთელია თანამედროვე ფეხბურთში. ის ივიწყებს იმ ფაქტს, რომ გამარჯვებას გუნდი აღწევს და არა- ერთი ფეხბურთელი, რომელიც გამუდმებით ცდილობს შორიდან დარტყმას, მცველების მოტყუებას და პუბლიკაზე თამაშს.


რომელი ფაქტორია მემფისის დროებითი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?

7 ნომრის "წყევლა"
გლამურული ცხოვრება
ეგოიზმი
სხვა

სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Blind
12 ოქტომბერი 2015 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
სხვა ... :D
0
№2
ავტორი: GeorgeBest
12 ოქტომბერი 2015 20:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ახალი ლიგა, ცოტა თავსი ავარდნაც. ყველაფერი უფუჭებს საქმეს, როგორც ჩანს 7 ნომერი არავის უნდა მისცე თორე ყველა ფუჭდება. რონალდუყმ დაგვწყევლა

მჯერა ამ კაცის რო გაამართლებს და ერთ-ერთი საუკეთესოც გახდება, დროა საჭირო ყველაფრისთვის. ახალგაზრდაა და აქვს მსგავსი ქცევები, ეგ ეპატიება
0
№3
ავტორი: UTD-Rule
12 ოქტომბერი 2015 20:16
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რა თქმა უნდა,ეს სამი ფაქტორი რაღაც როლს თამაშობს მემფისის ცუდ თამაშში,მაგრამ ჩემი აზრით ცოტათი მეტი დრო უნდა მივცეთ.

ახლა ევერტონთან და სიტისთან ბევრი ექნება დასამკიცებელი მემფისს და იმედია გამოუვა ყველაფერი.

ისე მართლა ერთ–ერთი ყველაზე ეგოისტი ფეხბურთელია და თუ თამაში არ წაუვიდა უმჯობესია გუნდზე ითმაშოს თორე იანგი ყოველთვის იჯდება სკამზე და ნებისმიერ დროს ჩაანაცვლებს. wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Goginashvili777
12 ოქტომბერი 2015 21:19
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ტიპაჟი არ მევასება !!!!!!! რონალდუს მაგონებს და მგონი ამას ფერგი მოუხდებოდა, ეს ჩლუნგი ვერ აკონტოლებს, თან მამა=შვილივით არიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: The Special One
12 ოქტომბერი 2015 21:31
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეს და რუნი უნდა მოჯდნენ სკამზე 1-2 თამაში,რომ ცოტა გონზე მოვიდნენ არადა აი ეხლაც მჯერა რო მაგარი ფეხბურთელი დადგება უბრალოდ მეტი სიმკაცრე ჭირდება,ერთი სიტყვით ბუცი უნდა თავში რა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 ოქტომბერი 2015 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ცოტ-ცოტა ალბათ ყველაფრის ბრალია, რომ მემფისი იმ თამაშს ვერ აჩვენებს რასაც უნდა აჩვენებდეს, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი სეზონი აქ მანჩესტერში და ძაან განსაკუთრებულსაც ვერ მოვთხოვთ მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია განსხვავებული თამაშის ჩვენება. უნდა ვაცადოთ და დარწმუნებული ვარ მემფისი თავის თავს მაქსიმალურად წარმოაჩენს.
0
№7
ავტორი: love united
12 ოქტომბერი 2015 22:07
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ცივსისხლიანი არაა. ძაააან ცანცარაა ტიპი.
0
№8
ავტორი: Best 7
13 ოქტომბერი 2015 01:27
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Drotadro daibtunebs tavisi tamashis stils!

Ubralod dro aris sachiro dro
0
№9
ავტორი: Mufc7
13 ოქტომბერი 2015 12:20
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
7 ნომრის "წყევლის" გარდა, იმ ორი ფაქტორის გავლენას უფრო ვხედავ მე, მგონი, ვერ გაერკვა ჯერ კიდევ სადაა და დრო სჭირდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: SolomonKane
13 ოქტომბერი 2015 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
არ მესმის ემ თქვენი, ბოლოს როდის გაიტანა მანჩესტერის ფეხბურთელმა შორიდან გაიხსენეთ რისკი, მცველის მოტყუება, ამისთვის გვინდა ჩვენ ეს ახალგაზრდები თორემ მარტო პასებით და ერთმანეთში გათამაშებით შორს ვერ წავალთ, რუნი აკეთებდა ამას მაგრამ შეიცვალა არავინ გვყავს ამის გამკეთებელი მარტიალის და დეპეის გარდა და მისცენ ამის უფლება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top