თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2015, 21:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4460,
კომენტარები: 7
"ევერტონისთვის" მზად უნდა ვიყოთ
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი
სალამი ყველას.

დღეს კიევიდან, უკრაინის დედაქალაქიდან გწერთ, სადაც ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპს ვამთავრებთ. როგორც იცით, სირთულეები გამოვიარეთ, მაგრამ ბოლო რამდენიმე გამარჯვებამ საფრანგეთის საგზური მოგვიპოვა, სადაც საშუალება გვექნება ტურნირის ორჯერ მოგებული ტიტული დავიცვათ.

კიევი ჩემთვის კარგ მოგონებებთან ასოცირიდება: 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი. მრავალი სასიამოვნო მომენტი მახსენდება და არა მარტო იმასთან დაკავშირებით, რაზეც ფიქრობთ. გამიმართლა, რომ იმ მატჩში რამდენიმე წუთი ვითამაშე და როცა თითქმის პირველად შევეხე ბურთს, ტურნირის უკანასკნელი გოლი გავიტანე. ახლა იმავე სასტუმროში ვართ და სტადიონისკენ მიმავალმა გზამ 2012 წლის ივნისი-ივლისის დღეები გამახსენა. გასახდელი ოთახი იგივე არ არის, იმიტომ, რომ მაშინ იტალიის წინააღმდეგ მასპინძელი გუნდის რანგში ვთამაშობდით, ახლა კი უკრაინასთან სტუმრები ვართ. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა 2012 წლის იმ კვირებში შესანიშნავად ითამაშა და იმედი მაქვს, მომდევნო წელს საფრანგეთშიც იგივეს გავაკეთებთ. კარგი ფეხბურთელები გვყავს გუნდში და იმდენად კონკურენტული გენები, რომ საუკეთესო გუნდებს შევეჭიდოთ.

ვულოცავ ყველა გუნდს, რომლებიც უკვე გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, განსაკუთრებით იმათ, ვინც პირველად ითამაშებს ამ ტურნირზე, მაგალითად, ისლანდია და ალბანეთი. დარწმუნებული ვარ, დიდებული ტურნირი იქნება. ბრიტანულ ფეხბურთს ინგლისი, უელსი და ჩრდ. ირლანდია წარმოადგენენ. ამასთან ერთად, ირლანდიის რესპუბლიკის ნაკრები პლეი-ოფის რაუნდში იბრძოლებს.

როგორც კი მანჩესტერში დავბრუნდებით, ახალი მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ, რომლებიც რთული იქნება. პირველი "ევერტონის" წინააღმდეგ, ყოველთვის დაძაბული და სრულყოფილი მატჩი, შემდეგ კვირაში კი მოსკოვის CSKA-სა და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ. ოქტომბერი ძალიან რთული თვე იქნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

წყარო: manutd.com
მატას ბლოგი
7 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
12 ოქტომბერი 2015 20:12
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ოქტომბერი ძალიან რთული თვე იქნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.


ევერტონი,ცესკა,სიტი და რუსეთში ისევ ცესკა what მართლაც ძაან რთული თვე იქნება და იმედია ახლა მაინც მიმართავს როტაციას ვან გაალი სხვა შემთხვევაში ძაან გაგვიჭირდება.

უკრაინასთან იმედია ძირითადში დააყენებს დელ ბოსკე დე ხეას და მატას winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: GeorgeBest
12 ოქტომბერი 2015 20:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესპანეთს ეყოფა ორი ტიტული ზედიზედ. საფრანგეთმა უნდა ქნას რამე, გუშინ 4-3-3 ითამაშეს ამხანაგური, მეც მაგ შემადგენლობის ფანი ვარ ამ გუნდში. შნეიდერლინიც ჩამშლელად იდგა იქ, მარსიალი ფლანგზე და საუკეთესოდაც დასახელდა. არ მიყურებია მაგრამ მიმოხილვა რაც ვნახე ძალიან კარგად გამოიყურებოდა ჩვენი ენტონი

ძალიან მაგარ სეზონს ატარებს მატა. ამ კაცს ბევრად მეტი შეუძლია და ბოლომდე ვერ ავლენს თავის შესაძლებლობებს გარკვეული მიზეზების გამო მაგრამ მაინც საუკეთესოა დღეს გუნდში
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 ოქტომბერი 2015 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართლა ძალიან რთული თვე გვექნება და გამარჯვებები აუცილებელია. ლიგაზეც და პრემიერ ლიგაშიც ქულების დაკარგვა არ შეიძლება და იმედია კარგ შეხვედრებს ჩავატარებთ. ევერტონთან და სიტისთან, რომ არაფერი ვთქვა არც მოსკოვში იქნება ადვილი თამაში ასე, რომ სერიოზული გამოცდა გველის ოქტომებრში.
0
№4
ავტორი: The Special One
12 ოქტომბერი 2015 21:42
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ევერტონთან იმედია კარგ შემადგენლობას დააყენებს.აი ცსკასთან შეიძლება კიდე "პატარა" როტაცია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: love united
12 ოქტომბერი 2015 22:03
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ლვგს ხელში მგონია რომ ყველა თამაშს წავაგებთ :/
0
№6
ავტორი: Wardell
12 ოქტომბერი 2015 23:51
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
შარშანდელივით კონტრ-შეტევებზე ააწყობენ თამაშს ალბათ, თან გამქცევების მეტი რა ჰყქავთ: ნეისმიტი, კონე, დელოფეუ, ლუკაკუ, ბარკლი. კაროჩე შინდლერა საჭიროა ძაან, კიდე 2 ნახევარმცველი და 3 შემტევი რო თუ ბურთის ფლობას აპირებს ლუი ცენტრიდანაც გავამწვავოთ.
0
№7
ავტორი: Mufc7
13 ოქტომბერი 2015 11:39
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმედია, როგორც ''არსენალთან'' ითამაშეს, ეგეთი თამაშები არ იქნება და გადაღლილობას არ დაბრალდება ყველაფერი. რთული თვე იქნება, მაგრამ გავუმკლავდებით ყველაფერს,მჯერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top