თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2015, 17:43
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 1741,
კომენტარები: 6
მატა ესპანეთში დაბრუნებას არ აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარმცველმა, ხუან მატამ განაცხადა, რომ ინგლისში თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბის გამოცვლას არ აპირებს.
მატა ესპანეთში დაბრუნებას არ აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარმცველმა, ხუან მატამ განაცხადა, რომ ინგლისში თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბის გამოცვლას არ აპირებს. ლა ლიგაში დაბრუნების შესახებ კითხვა El Pais-ის ჟურნალისტმა დაუსვა.

"მეგობრებისა და ოჯახის გარეშე მოწყენილი ვარ, თუმცა მანჩესტერში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ახლა ესპანეთში დაბრუნებაზე არც კი ვფიქრობ. პრემიერ ლიგაში თამაში დიდი გამოცდილებაა, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ახლახანს ჩამოვედი და კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. ყველა ფეხბურთელს ვურჩევდი, რომ პრემიერ ლიგაში ერთი სეზონი მაინც ითამაშონ, გულშემატკივრებისა და ჩემპიონატის თვალსაზრისით ეს იდეალური ადგილია.

აქ ფეხბურთელებს განსაკუთრებულად ექცევიან. გულშემატკივრები წაგებული თამაშის შემდეგაც გვერდში გიდგანან, გამხნევებენ და მოუთმენლად ელიან შემდეგ შეხვედრას - ეს წარმოუდგენელი რამაა. ამით ინგლისი ესპანეთისგან ძლიერ განსხვავდება. აქ გულშემატკივარს ფეხბურთის განსაკუთრებული აღქმა აქვს"
- განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
12 ოქტომბერი 2015 17:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სხვა ამის ადგილას დატოვებდა გუნდს. შარშან არ ეძლეოდა ჯერ სათამაშო დრო, მერე ფლანგზე ათამაშებდნენ. გასაგებია შეიძლება რ აქვს მნიშვნელობა სად დგას მაგრამ ესეთი მაღალი კლასის ფეხბურთელი როცაა უფრო მეტს იმსახურებს. წელს არ ექნება იმედია პრობლემა და სრულად ჩაატარებს სეზონს. თუ ვინგერი დაიმატეს მოუწევს ისევ სკამზე ჯდომა, ან რუნის ამოგდება
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 ოქტომბერი 2015 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მიუხედავად იმისა, რომ მატა ცუდ თამაშს არ აჩვენებს და გოლებიც გააქვს, მაინც მეტს ველით მისგან. მარჯვენა ფლანგზე პრაქტიკულად უკონკურენტოა, ასე რომ იმას ვერ ვიტყვით სათამაშდრო არ ეძლევაო, უბრალოდ კიდევ შეუძლია მომატება და იმედია მოუმატებს კიდევაც.
0
№3
ავტორი: UTD-Rule
12 ოქტომბერი 2015 19:47
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
დე ხეას ჩაუტარე ერთ დღეს ლექცია ამ თემაზე ხუან wink ნუ შეიძლება უკვე აღარ სჭირდება,მაგრამ მაინც.

მატა ისეთი ფეხბურთელია,რომლის გუნდში ყოლასაც ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა.ნებისმიერ პოზიციაზე აკეთებს თავის საქმეს მაქსიმალურად,ბოლო დროს გოლების გატანაც დაიწყო და ამჟამინდელ იუნაიტედში ერთ-ერთი ლიდერია,მაგრამ მაინც მოსამატებელი აქვს ფლანგზე თამაში ეს ფაქტია. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Mufc7
12 ოქტომბერი 2015 19:53
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აქ ფეხბურთელებს განსაკუთრებულად ექცევიან. გულშემატკივრები წაგებული თამაშის შემდეგაც გვერდში გიდგანან, გამხნევებენ და მოუთმენლად ელიან შემდეგ შეხვედრას - ეს წარმოუდგენელი რამაა

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Goginashvili777
12 ოქტომბერი 2015 21:18
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
არა რა, მართალია ძალიან მაგარი პიროვნებაა და მაღალი კლასის მოთამაშე მაგრამ არ მიმაჩნია მე ეს კაცი ჩვენს მომვლად ... უნდა წავიდეს, ან დარჩეს სკამზე, ნუ ტრანსფერების მერე რათქმაუნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: The Special One
12 ოქტომბერი 2015 21:21
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
Goginashvili777,
27 წლის კაცი რა მომავლად უნდა მიგაჩნდეს გეხვეწები მითხარი wink .მთავარია ეხლა არ ამოვარდეს ფორმიდან ხუანიტო და უფრო მაგრა შეუბეროს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top