მორგან შნეიდერლინი ცდილობს შეეგუოს ფაქტს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველა თამაშს სასტარტო შემადგენლობაში ვერ დაიწყებს.
25 წლის ფრანგი "საუთჰემპტონში" თამაშისას ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრი იყო, მაგრამ "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ადგილისთვის ბრძოლა უხდება.
შნეიდერლინმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" მიერ ჩატარებული 8 მატჩიდან 6 დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო "არსენალის" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, რადგან ლუი ვან გაალმა ნახევარდაცვაში კერიკისა და შვაინშტაიგერის კანდიდატურა ამჯობინა. "ბევრი მატჩი ვითამაშე. მწვრთნელმა თავდასხმაში და ნახევარდაცვაშიც კი ცვლილებები განახორციელა და ამას უნდა შეეგუო.
"საუთჰემპტონში" ყველა მატჩს ვთამაშობდი, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. ისე მოხდა, რომ "არსენალის" წინააღმდეგ სათადარიგოზე მოვხვდი, ამას კი ფილოსოფიურად უნდა მიუდგე", - განაცხადა ფრანგმა.