თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2015, 18:55
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1777,
კომენტარები: 8
მარსიალი გუნდს დახმარებას ჰპირდება
ენტონი მარიასლის აზრით, გუნდს ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის მოგება შეუძლია.
მარსიალი გუნდს დახმარებას ჰპირდება
ენტონი მარსიალი აცხადებს, რომ მას შეუძლია დაეხმაროს გუნდს პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოპოვებაში. ახალგაზრდა ფორვარდმა უკვე შეძლო 4 გოლის გატანა, მას შემდეგ, რაც "მონაკოდან" 36 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა ''ოლდ ტრაფორდზე''.

"ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ამავე სეზონში." აცხადებს ენტონი ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში. "ჩვენ ევროპის ტოპ 5 კლუბს შორის ვართ. ჯერ ყველაფერი კარგად მიდის."

"ფანებმა გულთბილად მიმიღეს და მე საერთოდ არ ვფიქრობ ჩემს სატრანფერო ღირებულებაზე, როდესაც მოედანზე ვიმყოფები. ისეთი კონკურენტი კლუბის კარში გოლის გატანამ, როგორიც "ლივერპულია", ფანებს საშუალება მისცა, უკეთ გაეცნოთ ჩემი თავი."


ფრანგი თინეიჯერის ასპარეზობით მხოლოდ "იუნაიტედის" ფანები არ მოხიბლულან, იგი საფრანგეთის ნაკრებშიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

"მას დიდი პოტენციალი გააჩნია" - აცხადებს საფრანგეთის ნაკრების მწვრთვნელი, დიდიე დეშამი. "ყველა მოხიბლულია იმით, თუ როგორ ირჯება ის კლუბში და ეს ნაკრებისთვისაც მომგებიანია. იგი ნამდვილად იმსახურებს აქ ყოფნას. მან უკვე გააჩუმა ხალხის გარკვეული ნაწილი. ენტონი ჯერ ახალგაზრდაა და შესაძლოა რთული პერიოდები ჰქონდეს, მაგრამ მას შეუძლია გამორჩეული მომენტების შექმნა, რასაც "მონაკოში" აკეთებდა." - დაასრულა საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Amerigo
11 ოქტომბერი 2015 19:33
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კარგი ბიჭია, იმედია მოუმატებს!
0
№2
ავტორი: GeorgeBest
11 ოქტომბერი 2015 20:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან ოცნებებში ხარ წასული ეხლა. პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა რო დაიდოს ამ შემადგენლობით რაღც საოცრება იქნება. პრემიერ ლიგაზე შესაძლოა გვქონდეს პრეტენზია, არაფერია დაკარგული
0
№3
ავტორი: The Special One
11 ოქტომბერი 2015 20:58
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეხ დღევანდელი გუნდიდან მარტო მარსიალი,მატა,შვაინა,სმოლინგ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 ოქტომბერი 2015 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ორივეს მოგება ძალიან რთული იქნება რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ლიგის, თუმცა მარსიალი რო გუნდს დაეხმარება მოგებებში ამაში ეჭვი არავის ეპარება. რაც შეეხება ნაკრებს, შეიძლება ითქვას, რომ მარსიალს ძალიან კარგად უწევს ევროპის ჩემპიონატი და დიდი იმედია მაქვს, რომ იქაც იტყვის თავის სიტყვას...
0
№5
ავტორი: UTD-Rule
11 ოქტომბერი 2015 22:04
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რაც უფრო დიდად დავამყარებთ იმედებს იმაზე,რომ წელს ლიგასაც და პრემიერ ლიგასაც მოვიგებთ მით უფრო მეტად დავრჩებით იმედგაცრუებული,მაგრამ ფეხბურთელებს უნდა სჯეროდეთ ამის - კარგია ამბიცია winked

კარგად დაიწყო მარსიალმა და იმედია ასეც გააგრძელებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: AkkRed
12 ოქტომბერი 2015 11:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მომინდომა ლიგა და პრემიერ ლიგა ერთად :დ ოქროს ბურთზეც ხო არ ფიქრობს?
0
№7
ავტორი: Mufc7
12 ოქტომბერი 2015 11:53
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ორივეს მოგება, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ რეალობის აღქმის უნარი ხო არ უნდა დავკარგოთ, ამბიცია კარგია, მაგრამ იმ დონით, როგორც ვთამაშობთ წელს, რა ვიცი nope2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: red devil
12 ოქტომბერი 2015 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ლიგაზე რა ვთქვა მაგრამ ეპლი უნდა დადოთ ბიჭებო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top