ანდერ ერერა უკანასკნელ მატჩებში გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება, თუმცა მას მხოლოდ ეს პრობლემა არ გააჩნია. თავისი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ანდერი ჯერ კიდევ ნაკრებში გამოძახების მოლოდინშია, მაშინ როდესაც დავიდ დე ხეამ და ხუან მატამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში რამდენიმე მატჩი ჩაატარეს.
"რა თქმა უნდა, ეს ჩემი მიზანია. ეს ჩემთვის მომდევნო ნაბიჯია." აცხადებს ერერა MUTV-სთან ინტერვიუში. "როდესაც "იუნაიტედში" ასპარეზობ, შენ მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე მრავალრიცხოვანი ფანების გუნდში ხარ. ვფიქრობ, გასული სეზონი კარგად ჩავატარე. ფანებიც და მწვრთვნელიც ჩემით კმაყოფილები არიან."
"რა თქმა უნდა, შეიძლება კარგად ან ცუდად ვითამაშო, მაგრამ მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ესპანეთის ნაკრებში თამაში დავიმსახურო. შესაძლოა, ესპანეთს მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველები ჰყავს, მაგრამ მე იმ დონეზე ვარ, რომ ნაკრების ღირსებას ვიცავდე. მე ამისთვის ვიბრძოლებ. გასულ სეზონშიც იგივეს ვაკეთებდი და ამ სეზონშიც იგივეს გავაკეთებ."
"ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა მერგოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბოლო სიტყვა მაინც მწვრთნელზეა დამოკიდებული. ვიცი, ეს რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნის ნაკრებს დავეხმარო." დაასრულა ერერამ.