თბილისი:
მანჩესტერი:
10-10-2015, 18:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2029,
კომენტარები: 5
ბასტიან შვაინშტაიგერი: საკუთარი თავის ხელახლა შექმნა
ვისგან უნდა ისწავლოს გერმანელმა.
ბასტიან შვაინშტაიგერი: საკუთარი თავის ხელახლა შექმნა
ბასტიან შვაინშტაიგერმა კარგად დაიწყო თავისი მანჩესტერული კარიერა, მაგრამ უმჯობესია, გერმანელმა პოლ სქოულზის გამოცდილებას გადახედოს.

"მანჩესტერ იუნაიტედში" პოლ სქოულზს თანაგუნდელებმა ზედმეტსახელად "თანამგზავრი" შეარქვეს იმის გამო, რომ როცა ინგლისელი პასს აკეთებდა, ადრესატამდე ყოველთვის მიდიოდა. თუმცა პოლის თამაში 2005/06 წლების სეზონში უარესდებოდა.

მაშინ 31 წლის იყო და მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები დაეწყო, რომელთაც ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე მწყობრიდან გამოიყვანა, თანაც ძალიან უდროოდ მოხდა ყველაფერი. სქოულზს ოთხი თვის განმავლობაში ვერ გაჰქონდა გოლი, "ბლექბერთან" მისი გუნდის მარცხში მას დასდეს ბრალი და აი შობიდან სამი დღის შემდეგ ბირმინგემში მატჩი, რომელშიც სქოულზი "მისკენ მფრინავ სამ თუ ოთხ ბურთს ხედავდა".

სქოულზი მოედანს სეზონის ბოლო მატჩში "ჩარლტონთან" დაუბრუნდა და იმ დროს ნახევარდაცვაში ხელახლა სცადა საკუთარი თავის შექმნა. ნაცვლად იმისა, რომ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშიშას თავდამსხმელთა ზურგს უკან ერბინა, სქოულზმა ფლეიმეიქერის პოზიცია დაიკავა და 2006/07 წლების სეზონიდან კარიერის მეორეჯერ დამთავრებამდე სიღრმიდან თამაშობდა. მოცემული ცვლილება ისეთივე მშვიდი იყო, როგორც პოლის გადაცემები.

ბასტიან შვაინშტაიგერი: საკუთარი თავის ხელახლა შექმნა


იმ წელს სქოულზმა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის გამოკითხვაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევაში მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა და დიდიე დროგბას ჩამორჩა. პოლის გენია მომდევნო 7 წლის განმავლობაში კვლავ ვლინდებოდა და ბასტიან შვაინშტაიგერის შთაგონება შესაძლოა გამოიწვიოს ფეხბურთელმა, რომლის მაისურის მიღებას ასე ესწრაფვოდა გერმანელი გასული წლის საჩვენებელ მატჩში.

შვაინშტაიგერი ახლა იმ ასაკშია, რომელშიც სქოულზმა ფეხბურთში ცვლილებები გააკეთა. გერმანელი "იუნაიტედში" თავისი კარიერის წარმატებით დაწყებით ტკბება. საგულშემატკივრო ჟურნალ Red Issue-ს რედაქტორმა, რომლის ნიკია Zar, დაწერა, რომ "ლივერპულთან" მატჩში ბასტიანი "მოედანზე ისე დაქროდა, როგორც გერმანული ტანკის მეთაური", შვაინშტაიგერის შესვლა შეცვლაზე კი გასაოცრად აღძრავს მოედანზე პოლ სქოულზის გამოჩენის მოგონებას მის ბოლო მატჩებში. პოლის ბოლო სეზონში "საუთჰემპტონისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩებში მისმა ღვაწლმა "იუნაიტედს" გამარჯვება მოუტანა.

ბასტიან შვაინშტაიგერი: საკუთარი თავის ხელახლა შექმნა


"პოლ სქოულზს დიდი მადლობა უნდა გადავუხადო", - თქვა რობინ ვან პერსიმ, რომელმაც "საუთჰემპტონს" სამი გოლი გაუტანა. "თამაში მანამ ვერ დავიწყეთ, სანამ მოედანზე არ გამოვიდა", - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა. სამი კვირის, "ენფილდზე" გამართული მატჩის შემდეგ, დიდებულმა შოტლანდიელმა დაამატა: "პოლ სქოულზი მართლაც აკონტროლებდა თამაშს".

შვაინშტაიგერს "იუნაიტედის" ნახევარდაცვაში წესრიგი შეაქვს და მისმა თანაგუნდელებმა მას "მისტერ სიმშვიდე" უწოდეს, მაგრამ "არსენალთან" მატჩში მთელ მოედანზე მოუხდა ყოფნა. ნახევარდაცვაში თანაგუნდელების დახმარებას მოკლებულ შვაინშტაიგერს შეეძლო შეხვედრა სრული ჭაღარა თმით დაესრულებინა. გარი ნევილმა აღნიშნა, რომ ბასტიანს არასწორად იყენებდნენ.

"უნდა ვთქვა, რომ ტაქტიკა, რომელიც პირველ ტაიმში შვაინშტაიგერის გამოყენებას უკავშირდებოდა, უცნაური იყო. უფრო სწორად, არა ის, რომლითაც მატჩი უნდა დაიწყო", - განაცხადა ნევილმა Sky Sports-ის ეთერში. "შვაინშტაიგერი, კერიკი და რუნი სრულიად გააცამტვერეს და გაანადგურეს. ეს არის ყველაფერი, რისი დანახვაც არ გინდა ნახევარდაცვისგან".

ბასტიან შვაინშტაიგერი: საკუთარი თავის ხელახლა შექმნა


ბასტიანის მისამართით გამოთქმული ზოგიერთი კრიტიკული აზრი ზედმეტი იყო და ეფუძნებოდა მითს, თითქოს ვან გაალი მორგან შნეიდერლინზეა დამოკიდებული. ჰოლანდიელი შეცდა, როცა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცენტრალური ნახევარმცველი გამოუშვა, მაგრამ ამ ზონაში შვაინშტაიგერს ბადალი არ ჰყავს და "იუნაიტედის" გულშემატკივარი საქმისადმი მის მიდგომას ძალიან აფასებს. "საფეხბურთო ჩემპიონი ბასტიანი" - სკანდირებდნენ შეუჩერებლად.

მეტად მოქმედი დაცვაში, ნაკლებად ორიენტირებული სქოულზი შეტევაზე, შვაინშტაიგერს შეუძლია დირიჟორის როლი შეასრულოს, რასაც "წითური პრინცი" 31 წლის ასაკიდან აკეთებდა. პოლის ამპლუის ცვლილება პოზიციური იყო, გერმანელი კი ბუნდესლიგაში გატარებული ამდენი წლის შემდეგ ჯერ კიდევ ეგუება პრემიერ ლიგას და უფრო მეტადაა დამოკიდებული თავის მწვრთნელზე.

2012 წელს ფერგიუსონმა სქოულზი სქოულზით შეცვალა - შოტლანდიელის კლუბში ბოლო 6 წლის განმავლობაში ერთადერთი ასაკოვანი ცენტრალური ნახევარმცველით, რაც პოლზე ზედამოკიდებულებას ნიშნავდა. ამ დროს რაიან გიგზი თავის ასაკობრივ შეზღუდულობას ეგუებოდა, გადაიქცა კრეატიულ ნახევარმცველად, ხოლო ტომ ქლევერლი გახდა მომდევნო - და ხანმოკლე - გადაჭრა ნახევარდაცვის პრობლემისა.

შვაინშტაიგერს კი, პირიქით, 4 სხვა ნახევარმცველის პოტენციური მხარდაჭერა აქვს. ხუთის, თუ დეილი ბლინდსაც ჩავთვლით. გამოცანა ის არის, თუ რატომ შემოიფარგლა ვან გაალი, რომელიც "იუნაიტედში" ნახევარმცველების უკმარისობას უსვამდა ხაზს, მხოლოდ ორი ნახევარმცველით და უარი თქვა 4-3-3 ტაქტიკაზე, რომელმაც მსოფლიოს მაიკლ კერიკის, მარუან ფელაინისა და ანდერ ერერას დომინირება აჩუქა.

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების რიგებში შვაინშტაიგერი უპრობლემოდ მოქმედებდა ნახევარდაცვის დუეტსა თუ ტრიოსთან ერთად, მაგრამ ახლა, რამდენიმე სეზონის შემდეგ, რომელიც სავსე იყო დაზიანებებით, ყოფილ ჯარისკაცს ვან გაალის თეთრ-წითელი არმიისგან დახმარება სჭირდება.

წყარო: Carrick.ru
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
10 ოქტომბერი 2015 18:49
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მეც ეს კითხვა მიჩნდება, ვან გაალი რომელიც მისტერ 4-3-3 სახელით იყო ცნობილი მთელი 15 წელი რატო არ იყენებს ამ სქმემას ჩვენთან, თანაც რო თქვა არ ყავს საჭირო ბიჭებიო მოიტყუები :/ ცალკე ერერა იჩაგრება და ცალკე ცუდად ვთამაშობთ :( რავიცი აბა
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ოქტომბერი 2015 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მიუხედავად ბასტიანის სიყვარულისა, მისი კლასისა და გამოცდილებისა სქოლზს რა თქმა უნდა ვერ შევადარებთ, თუმცა აქ არ იყო შედარება,ეს იყო მაგალითი თუ როგორ თამაშობდა პოლი და როგორ იყენებდა მას ფერგი. სქოულზი რომ ყველაზე მაღლა დგას ეს ახალი ნამდვილად არაა. რაც შეეხება წყობას მეც მომხრე ვარ, რომ ვან გაალმა 4-3-3 ითამაშოს. ნახევარმცველების ნაკლებობას არ განვიცდით, თუმცა ამ წყობაში არის ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება უდიდესი პრობლემა გამოიწვიოს. ეს ფაქტორი არის რუნის ფაქტორი. ამ სქემაში გამოკვეთილი ათიანი არაა, შესაბამისად რუნი ნახევარდაცვაში ვერ ითამაშებს, არადა ცხრიანზე მარსიალი შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და მიუხედავა რუნის კაპიტნობის და ავტორიტეტისა, მხოლოდ სულელი თუ ამოაგდებს მარსიალს ძირითადიდან. ასე, რომ შეიძლება ესეც იყოს მიზეზი იმისა, რომ ვან გაალი 4-3-3 არ თამაშობს.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
10 ოქტომბერი 2015 22:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სქოულზის გადაცემები განუმეორებელია. შეიძლება ზედმეტად ვაღმერთებთ მაგ ადამიანს მაგრამ როგორ შეიძლება ეგ ვერ დაინახო. ბასტიანი ბევრ არასწორ პასს აკეთებს, არაა სათანადო ფორმაში ჯერ, მაგრამ ეწყობა გუნდს და ინგლისურ ფეხბურთს
0
№4
ავტორი: AkkRed
11 ოქტომბერი 2015 09:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერთი ოცნება მქონდა, რომ პოლს და ბასტიანის თამაში ერთ გუნდში მენახა და თუ ეს მანჩესტერში იქნებოდა საერთოდ სხვა კლასი იქნებოდა. ამიხდა ოცნება ორივეს აქვს უკვე მანჩესტერი ფორმა ჩაცმული, მაგრამ ერთად არა
0
№5
ავტორი: Mufc7
12 ოქტომბერი 2015 12:07
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"მანჩესტერ იუნაიტედში" პოლ სქოულზს თანაგუნდელებმა ზედმეტსახელად "თანამგზავრი" შეარქვეს იმის გამო, რომ როცა ინგლისელი პასს აკეთებდა, ადრესატამდე ყოველთვის მიდიოდა.

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top