თბილისი:
მანჩესტერი:
10-10-2015, 17:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1812,
კომენტარები: 5
რუნი: "ეს საღამო არასდროს დამავიწყდება"
უეინ რუნიმ ბობი ჩარლტონისგან ოქროს ბუცი მიიღო.
რუნი:
უეინ რუნი ოფიციალურად გახდა ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და გუშინ ღამით ოქროს ბუცი მიიღო ადამიანისგან, რომლის რეკორდიც დაამხო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს ოქროს ბუცი ბობი ჩარლტონმა "უემბლიზე" ესტონეთთან დაპირისპირების წინ გადასცა.

მსოფლიო ჩემპიონი ჩარლტონის 49 გოლიანი რეკორდი 30 წელზე მეტს ხანს მყარად იდგა, სანამ უეინ რუნიმ შვეიცარიის ნაკრებს გასულ თვეს პენალტი არ გაუტანა.

ინგლისისა და "იუნაიტედის" კაპიტანმა პრიზის მიღების შემდეგ განაცხადა: "ჩემთვის ჩემი კარიერის განსაკუთრებული მომენტი იყო და ინგლისის ნაკრების საუკეთესო გოლეადორის წოდება ჩემთვის პატივი და ღირსებაა.

მაგიური მომენტი იყო, განსაკუთრებით "უემბლის" გამო. ამ საღამოს არასდროს დავივიწყებ".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
10 ოქტომბერი 2015 17:17
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩვენ თვალწინ შევიდა ისტორიაში love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: GeorgeBest
10 ოქტომბერი 2015 17:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯილდო კარგია, დაიმსახურა ნამდვილად და კიდევ ბევრს შეყრის, უბრალოდ ბოლო პერიოდში პენალტები და მარტო ყველაზე სუსტ ნაკრებებთან გაბრწყინებები არ ეკადრება

კლუბის ბომბარდირი იმედია პენალტის გარეშე გახდება, მარტო ამ ორი რეკორდით იტყვის თავის სიტყვას რუნი ფეხბურთში winked
0
№3
ავტორი: bacho
10 ოქტომბერი 2015 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
იმედია კიდევ ბევრ ჯილდოს დაითრევს.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ოქტომბერი 2015 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძალიან დიდი რამეა რა თქმა უნდა, როცა შენი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ხდები და თვით სერ ბობი ჩარლტონს ასწრებ გოლებში, მაგრამ თამაშს უნდა მოუმატოს რუნიმ. უბრალოდ არ ეკადრება ესეთი უსუსური თამაში recourse
0
№5
ავტორი: Best 7
10 ოქტომბერი 2015 21:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ძალიან დიდი მიღწევაა ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბონბარდირის წოდების მიღება, იმედია ეს სტიმულს მისცემს მის კარიერაში და ისევ დაიწყებს ძველებურად გოლების შეყრას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top