ესპანელი ნახევარმცველი თანაგუნდელს წარსულს უხსენებს.
გულახდილ ინტერვიუში "იუნაიტედის" წყვილმა თავიანთი კარიერა გაიხსენა.
ერერამ ახსნა, თუ რატომ სძულდა ხუან მატას წინააღმდეგ თამაში ლა ლიგაში და გაიხსენა სიმულაციის ფაქტი, როცა მატას გამო ანდერი მოედნიდან გააძევეს.
მატა ხსნის: "იცით, ესპანეთში ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობდით და სასიამოვნო სულაც არ იყო!"
ერერა: "მის წინააღმდეგ უხეშად არ ვთამაშობდი, რადგან სიმულიანტობდა".
"ლა ლიგის მატჩში ვთამაშობდით, "ვალენსია" და "რეალ სარაგოსა" და იმის შემდეგ ყოველთვის ვამბობ, რომ მასთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნოა", -
აგრძელებს მატა."მაგრამ როცა მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ყოველთვის იმას აკეთებდა, რასაც ამბობდა".
"უბრალოდ ვცდილობდი, მოწინააღმდეგისთვის საქმე გამერთულებინა!" -
აგრძელებს ერერა - "ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო ხუანი "ვალენსიასთვის", ამიტომ ვცდილობდი მისთვის თამაში გამერთულებინა. და იმ მატჩში გამაძევეს!
"მაგრამ ის ბარათი გააუქმეს, არა?" -
პასუხობს მატა."დიახ, რადგან უსამართლობა იყო! ვიდეოს გაჩვენებთ, სადაც ჩანს, რომ მატამ სიმულაციას მიმართა" -
ახსნა ერერამ.წყარო:
dailystar