"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ხუან მატა თვლის, რომ ჯერ ადრეა ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდთა სიიდან "ჩელსის" გამორიცხვა.
"საუთჰემპტონთან" დამარცხების შემდეგ "ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ მისმა გუნდმა ტიტულის დაცვა უნდა დაივიწყოს და ოთხეულისთვის იბრძოლოს, მაგრამ მოურინიოს ყოფილი შეგირდი პორტუგალიელს არ ეთანხმება.
ლონდონელებს ამჟამად 8 ქულა აქვთ და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 10 ქულით ჩამორჩებიან, ჩემპიონობისთვის მებრძოლ სხვა ორ გუნდს, "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" კი 8-8 ქულით. მიუხედავად ამისა, ხუან მატა თვლის, რომ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია.
"ჩელსი" უჩვეულო მდგომარეობაშია, მაგრამ მათი კრიზისი სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. მათი შემადგენლობა არ შეესაბაბამება ადგილს, რომელსაც გუნდი პრემიერ ლიგაში იკავებს. ვფიქრობ, მდგომარეობას მალე გაიუმჯობესებენ.
ამჟამად ჩამორჩენა 10 ქულას შეადგენს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ წამს შეიცვალოს. ჩემი აზრით, ტიტულის პრეტენდენტები არიან", - განაცხადა მატამ.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.