ვიქტორ ვალდესისა და ლუი ვან გაალის ურთიერთობა დაიძაბა.
ლუი ვან გაალისა და ვიქტორ ვალდესის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, რამეთუ ჰოლანდიელმა ესპანელს გასახდელ ოთახში თავისი კარადის გამოყენება, გუნდური სურათის გადაღებაში მონაწილეობა და "იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალა.
ვან გაალის ქმედება "იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელებისთვისაც უნდა იყოს გაფრთხილება, რადგან ჰოლანდიელი სერ ალექსის მსგავსად ნათლად აჩვენებს, რომ გუნდში მთავარი არა მოთამაშე, არამედ მწვრთნელია.
ვალდესი იმდენად იზოლირებულია გუნდისგან, რომ მას თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის უფლებასაც კი არ აძლევენ და თუ ვარჯიში დილით იმართება, ვიქტორი შუადღეს ვარჯიშობს. შესაბამისად, "ბარსელონას" ყოფილი კიპერი გუნდისგან განცალკევებით, მარტო ვარჯიშობს.
გასულ სეზონში ვან გაალმა ვალდესს 21-წლამდელთა გუნდთან ერთად ვარჯიშიც აუკრძალა, მიმდინარე სეზონში კი პირველ გუნდში თამაშის ყოველგვარი საშუალება მოუსპო, რამეთუ ზაფხულს სერხიო რომერო შეიძინა და მესამე მეკარედ სემ ჯონსტონი აქცია, რათა ჩაენაცვლებინა კიპერი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბარსელონასთან" ერთად სამჯერ ჩემპიონთა ლიგისა და 6-ჯერ ესპანეთის თასები აქვს აღმართული.
სხვა ვერსიის თანახმად, ვალდესი თავად შეხვდა ვან გაალს, რათა აეხსნა, რომ 21-წლამდელთა გუნდთან ერთად დამატებითი ვარჯიში არ ესაჭიროებოდა და ამის გამო აღარ ვარჯიშობს ახალგაზრდებთან ერთად. გასულ სეზონში ვალდესი 21-წლამდელთა გუნდის რეგულარული წევრი იყო და პრემიერ ლიგის ბოლო ორ მატჩშიც კი ითამაშა, რის გამოც მომდევნო სეზონში დიდი მოლოდინი შეექმნა.
პირიქით, როცა სეზონის წინა ვარჯიშებს დაუბრუნდა, ესპანელმა აღმოაჩინა, რომ გასახდელ ოთახში მისი სახელი აღარ ეწერა, მისი ნივთები კი ამოღებული იყო. ვალდესს აცნობეს, რომ გუნდურ ფოტოში არ გადაიღებდნენ და ამიერიდან აკადემიის მეკარეთა მწვრთნელთან, ალან ფეტისთან ერთად უნდა ევარჯიშა. ვიქტორი მას შემდეგ "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას ესწრაფვოდა, მაგრამ მისი უკმაყოფილება არა გუნდით, არამედ მწვრთნელითაა გამოწვეული.
წყარო:
the guardian