თბილისი:
მანჩესტერი:
9-10-2015, 18:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2367,
კომენტარები: 9
რა სჭირს უეინ რუნის
პრობლემა, რომელმაც კაპიტანი უჩვეულო მდგომარეობაში ჩააგდო.
რა სჭირს უეინ რუნის
ფეხბურთში გატანილი პირველი გოლიდან 13 წლის შემდეგ უეინ რუნის ფორმის აღდგენა უჭირს; მეორე პლანზე ტოვებს მას თინეიჯერი, რომლის შესახებ რამდენიმე კვირის წინ არავინ არაფერი იცოდა. Sky Sports-ი კაპიტნის სირთულეების შესახებ მოგვითხრობს.

"იუნაიტედის" გამარჯვება "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ პირველი გახდა ბოლო 18 თვის განმავლობაში. კლუბი პრემეიერ ლიგის ცხრილს სათავეში პირველად ედგა სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ. მათი კაპიტანი ტყვიაგაუმტარი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, უეინ რუნით უკმაყოფილება იზრდება.

ოთხშაბათის მატჩს რუნი ბოლო 7 მატჩში გატანილი 7 გოლით შეხვდა. მაგრამ სტატისტიკას ამყარებს "იპსვიჩის" დუბლირებული შემადგენლობის წინააღმდეგ ზუსტი დარტყმა და რეალიზებული პენალტი სან-მარინოს ნაკრების კარში. რა თქმა უნდა, მტკივნეულია იმის მტკიცება, რომ "სანდერლენდთან" გატანილმა გოლმა დაუყოვნებლივ უნდა მიიქციოს საეჭვოდ გატანილ გოლთა კომისიის ყურადღება.

ნამდვილად რაღაც ისე ვერ არის. და როცა რაღაც ისე ვერ არის უეინ რუნის შემთხვევაში, ამის არ შემჩნევა რთულია. ის ეპიზოდი ნამდვილად უფრო რთული იყო, ვიდრე "ვოლფსბურგთან" პირველი ტაიმის მომენტი, როცა ინგლისელმა, დარტყმის გათვლის გარეშე ბურთი ხარიხას ზემოთ გადაგზავნა მარსიალის შესანიშნავი მოქმედებების შემდეგ. მისი ახალი პარტნიორი შოკში იყო, მაგრამ სხვები უკვე ეგუებიან ამას.

საუკეთესო და ყველაზე უარეს რუნის სხვაობა საგანგაშოა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედში" მიმდინარე ცვლილებებისგან შორსაა, არადა, მის ცენტრში უნდა იყოს.

ხასიათის ცვლილების ყველაზე ნათელ კატალიზატორად, რა თქმა უნდა, მარსიალის გამოჩენა ითვლება. დეპაისთან ერთად ფრანგმა ვან გაალს სისწრაფე მისცა, რომელიც მას ღიად და წადილით სურდა: "მრავალ, მრავალ პრესკონფერენციაზე ვთქვი: სისწრაფე მჭირდება". მაგრამ ახალწვეული იმისთვის მოიყვანეს, რომ რუნი შეავსოს და არა შეცვალოს.

რა სჭირს უეინ რუნის

რუნის მიერ სხვადასხვა ზონაში მიღებული ბურთი, საიდანაც "ვოლფსბურგისთვის" დამუქრება შეეძლო


სწორედ ეს აკლდათ კაპიტანსა და ხუან მატას. "იუნაიტედის" თამაში მეტად აღარ გვაგონებს ფეხბურთის სამაგიდო სიმულატორს. ახლა მათ შემსრულებლები ჰყავთ, რომელთაც ბურთის გარეშე შეუძლიათ აჩქარება და მცველების გატყუება მათი პოზიციიდან. ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოჩენით, რომლებიც ოპერატიულ სივრცეს ქმნიან, ხუანსა და უეინს შესაძლებლობა ეძლევად თავიანთი კლასის სრული დემონსტრირება მოახდინონ.

მაგრამ თუ მატა ასეთ აქტივობაში გაიფურჩქნა, რუნი მსგავს კონტრასტში უფრო ნელი გამოჩნდა. მატა "კედლის" გათამაშებით ყოველთვის აქტიურია, ხოლო რუნის მოქმედებები იშვიათად იწვევენ კეთილგანწყობნას. Opta-ს სტატისტიკით, მან ხუთჯერ მეტი არაზუსტი გადაცემა გააკეთა, ვიდრე ესპანელმა და ამასთან ერთად, შექმნილი შანსების მიხედვით 5-1-ა მატას სასარგებლოდ.

რა სჭირს უეინ რუნის


მარსიალის თამაში უკვე ცვლის სპეციალისტთა აზრს. "მეგონა, "იუნაიტედმა" ფლანგის თავდამსხმელი შეიძინა. მაგრამ სინამდვილეში მათ "ათიანი" იყიდეს, რომელსაც შეტევის დამწყები შეუძლია იყოს და გოლების გატანისა და აჩქარებების კეთების გარეშეც კი იყოს ფეხბურთელი, რომელსაც აწვდიან ყველა გადაცემას; მსგავს რამეს არ ველოდი", - ამბობს გარი ნევილი.

მარსიალმა რუნის გოლების გატანის წილი ზეწოლა მოხსნა. ფაქტია, პრემიერ ლიგაში ფრანგმა რუნიზე სამჯერ მეტი გოლი გაიტანა. ამიტომ 25 გოლის გატანის მიზანი, რომელიც ვან გაალმა იმის გამო დააწესა, რომ რუნი "უფრო ხშირად ითამაშებს ფორვარდის პოზიციაზე" და ამიტომ "უნდა დაამტკიცოს" გოლების გატანის თავისი უნარი, გადახედვას საჭიროებს.

მაგრამ თუ რუნი "ათიანის" პოზიციაზე დაბრუნდა, მაშინ გოლების გატანის შემცირებული პასუხისმგებლობა გოლების შექმნის პასუხისმგებლობით იზრდება - და ეს ის როლია, რომელთანაც რუნის რთული ურთიერთობა აქვს. კრეატიულობა გადაცემებში და სიზუსტე დაცვის გარღვევაში - რთული უნარებია და მაჩვენებლები ამტკიცებს: მაშინაც კი, როცა რუნი სიღრმეში იწევს, პასის კეთების მისი მანერა იგივე რჩება.

"ვოლფსბურგთან" მატჩში კაპიტანი ხშირად იღებდა ბურთს მოედნის ცენტრში, როცა კარამდე 40-50 იარდი აშორებდა. მიუხედავად შეტევის გამწვავების ვარიანტებისა, უკან თამაშის ინსტინქტი, რომელიც ეფექტურია თავდამსხმელისთვის ბურთის დაჭერისას, მას აიძულებს შეტევის დაჩქარების ნაცვლად უკან გააკეთოს პასი. დავიდ დე ხეამ რუნისგან უფრო მეტი გადაცემა მიიღო, ვიდრე მემფის დეპაიმ.

რა სჭირს უეინ რუნის

რუნის პასების რადარი (წითელი - არაზუსტი) აჩვენებს, რამდენად იშვიათად იყურება წინ


რუნის რადარი პრობლემას წარმოაჩენს. მისი პასებიდან არც ერთი (არც ზუსტი, არც სხვა) არ იყო წინ გაკეთებული. შედარებისთვის, მატამ პასების უმრავლესობა ამ ზონიდან გააკეთა. ნომინალურად ესპანელი ფლანგზე მარჯვენა ვინგერის როლში მოქმედებდა, მაგრამ, მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში იმყოფებოდა. რუნი, რომელიც "ათიანის" ამპლუაში გვევლინება, მსგავსად უნდა კომბინირებდეს.

რა მოხდა შემდეგ? როგორც ჩანს, სწორედ რუნის აწევს შეტევის ხაზის სხვა სამი ფეხბურთელის ურთიერთქმედების დალაგება, რომელთაგან თითოეული მოცემულ მომენტში კაპიტანზე უკეთ მოქმედებს. კერძოდ, აუცილებლად გაუმჯობესდება ურთიერთქმედება მარსიალთან. "მინდა ვითამაშო სუფთა ფორვარდით და დაწეული თავდამსხმელით და შესაძლოა, შესანიშნავი კავშირი გამოდგეს. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ" - თვლის ვან გაალი.

რა სჭირს უეინ რუნის


"იუნაიტედისთვის" პრემიერ ლიგაში რთული მონაკვეთი "არსენალთან" მარცხით დაიწყო, წინ კი "ევერტონთან" მატჩია, რომელიც წინ უძღვის "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერულ დერბის. თუ ასეთი მატჩების შემდეგ ვან გაალის გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში დარჩება, დაამტკიცებს, რომ ტიტულისთვის ბრძოლა ამ სეზონში შეუძლია.

წყარო: skysports
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 ოქტომბერი 2015 19:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დამავიწყდა როგორია რუნის წინ გაკეთებული პასი, არაზუსტი მაინც. ნელა მოძრაობს, შეტევაში მერამდენე მატჩია ვერაფერს აკეთებს, ბრიუგესთან გატანილი გების მერე დიდი იმედი მოემცა მაგრამ რად გინდა. უფრო და უფრო უკან მიდის ამის საქმე. ყველაზე მეტად ეს მიტყდება. როცა მოედანზეა არაფერი იცვლება და ვერ შედის ფორმაში. ჯობია დასვას სკამზე დ აშანსი იმას მისცეს ვინც საქმეს გააკეთებს
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ოქტომბერი 2015 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საინტერესო სტატიაა და ნათლად არის ასახული რუნის დღევანდელი მდგომარეობა. სისწრაფე, რომ დააკლდა რუნის სამწუხაროდ ეს ნათელია, თუმცა ვერც პასებით გამოირჩევა.პასებში რა თქმა უნდა წინ პასს ვგულისხმობ, თორე ვოლფსბურფთან დე ხეასთვის უფრო მეტი პასი მიუცია რუნის ვიდრე მემფისისთვის. ფაქტი ერთია, რომ ვერც ათიანზე და ვერც ცხრიანზე რუნი ვერ აჩვენებს თავის თამაშს. არ ვიცი რისი ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც იტყვიან ფაქტი ჯიუტია. იმას ვერ ვიტყვით, რომ კაპიტანი თავს ზოგავს ან რამე მსგავსი, ეს აფსურდია რა თქმა უნდა, მაგრამ მისი თამაში ძალიან შორსაა იდეალური თამაშისგან.
0
№3
ავტორი: Jubo
9 ოქტომბერი 2015 19:53
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ფერგის წასვლის შემდეგ რა პოზიცია აღარ მოიარა, მას შემდეგ პერიოდულად თუ შედის ფორმაში. საუკეთესო პოზიცია თავდამსხმელის უკან თამაში იქნება. როგორც ბერბატოვთან იყო. დასვენებსაც სჭირდება ცოტა ხნით
ლიდერი სჭირდება გუნდს და ასეთ ფორმაში მყოფი ვერ იქნება ლიდერი. ან გუნდს უნდა მოერგოს ან წასვლა მოუწევს, რაც ყველაზე ნაკლებად მინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: Best 7
9 ოქტომბერი 2015 21:04
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
არ ვიცი რა ჭIრს რუნის ის რუნი არაა უკვე რაც მანამდე იყოს ფორმაში უნდა ჩადგეს თორე ესე სასტავსაც დაკარგავს
0
№5
ავტორი: chudikone
9 ოქტომბერი 2015 21:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
უმოტივაციოა და არ იღებს თავის თავზე თამაშს, აი რა ჭირს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: ilker
10 ოქტომბერი 2015 08:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ჰოო საქმე იმაზე რთულად ყოფილა ვიდრე ველოდი. რუნიმ ჯობია რამდენიმე მატჩი გამოტოვოს, განსაკუთრებით დერბი და იქნებ გამოფხიზლდეს. ამასობაში მატა დაიკავებს 10-ანს და იანგს მიცეს ფლანგი ჯობია ლუიმ ან ფელაინი დააყენოს მარსიალის უკან

ნუ თუ რამეზე გვაქ პრეტენზია ასეთი კაპიტნით წინ ვერ წავალთ. ასე უმაღლესი კლასის გუნდიდან საშუალო დონეზე ჩამოვქვეითდებით (თუ უკვე ასეთი არავართ), ყველაფერი კი იმის ბრალია რო საშუალო და დაბალი დონის მოთამაშეებითაა სავსე ჩვენი გუნდი. გადახედეთ ახლანდელ ტოპ 4 გუნდს(ბარსა, რეალი, ბაიერნი და იუვე) ერთ პოზიციაზე ორი თუ მეტი არა მაღალი კლასის მოთანაშე ყავთ და მერე იჟნაიტედს შეხედეთ. ელემენტარულად ზამენაზე არავინ გვყავს თამაში რო გაამწვავოს, ფელაინის თუ არ ჩავთვლით
0
№7
ავტორი: Mufc7
10 ოქტომბერი 2015 15:05
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დაბრუნდეს ძველი რუნი, ეს არაა ის, ვისი იმედიც ყველას გვაქვს ხოლმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: AkkRed
10 ოქტომბერი 2015 16:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მიყყვანონ ფსიქოლოგთან აშკარად დეპრესიაშია. ცუდ ასაკშია და საფეხბურთო აურამაც ხელი აუწყო.
0
№9
ავტორი: giochinio
10 ოქტომბერი 2015 17:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
ფერგის სიტყვები მახსენდებ ყოველთვის)))

რუნი თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს 26-27 წლის ასაკში და ახლა მას უკვე ეწყება ის რეგრესი რაც როგორც წესი სხვა ფეხბურთელებს 31-32 წლის მერე ეწყებათ))) სამწუხაროა,მაგრამ ასეა...ფერგი,რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ უფრო დიდხანს დარჩებოდა მაღალ დონეზე მაგრამ არვიცი აწი რა იქნება))))...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top