მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი რობინ ვან პერსი გამოტყდა, რომ ჩემპიონების გარემოცვაშია. რობინმა უიგანთან მატჩში დუბლი შეასრულა დუბლი და შესაბამისად მეთვრამეტე და მეცხრამეტე გოლები გაიტანა იუნაიტედის შემადგენლობაში. სწორედ ჰოლანდიელის ასეთი რეზულტატი და შესაძლებლობები აძლევს იუნაიტედს შანს იყოს ცხრილის სათავეში და ამავდროულად 7 ქულიტ უსწრებდეს სიტის.”ეს სრულად განსხვავებული და განსაკუთრებული გუნდია. აქ ყველას ერთმანეთის დახმარება უნდა. მცველები ნახევარმცველებს ეხმარებიან, ხოლო ნახევარმცველები თავდამსხმელებს. ყველას უნდა მუშაობა და გამრჯვება. აქ ყველას უნდა ჩემპიონობა. ამიტომაც ვგრძნობ თავს ჩემპიონების გარემოცვაში. მათ იციან თუ როგორ მოიგონ ტიტულები და მიხარია, რომ მათ გვერდით ვარ.
”როგორც უკვე ვთქვი აქ ყველა ერთმანეთს ეხმარება. ნახეთ თუნდაც ჩვენი ბოლო გოლი. დენიმ ერთი ერთზე გასულმა მეკარესთან პასი მომცა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენ შეკრული გუნდი ვართ, ამიტომაც გავიტანეთ ამდენი გოლი ამ სეზონში. იმედი მაქვს ამ ტენდენციას სეზონის ბოლომდე შევინარცუნებთ. ბევრის გატანა შეგვიძლია და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სეზონის ბოლოს. მე და ხავიერმა დღეს დუბლი შევასრულეთ. ის ძალიან დამეხმარა ჩემი პირველი გოლის დროს. ეს შესანიშნავი გოლი იყო, სადაც არცერთი ზედმეტი მოძრაობა არ გაკეთებულა. ჩემს უკან მცველი იყო, ამიტომაც გადავიტანე ბურთი მეორე ფეხზე. შესანიშნავი დარტყმა გამომივიდა. შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, რომ ზედმეტი შეხება გავაკეთე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არცერთი არ იყო ზედმეტი. ჩვენ უკვე მეორედ დავამარცხეთ უიგანი 4-0 და შესანიშნავი სხვაობა გვაქვს ბურთებშიც.”