"იუნაიტედის" ტრავმირებულ ფეხბურთელთა შესახებ ახალი ცნობები გავრცელდა.
ბასტიან შვაინშტაიგერის თამაში "ევერტონთან" მატჩში შესაძლოა საეჭვო აღმოჩნდეს, რადგან გერმანიისა და ირლანდიის ნაკრებების მატჩის წინა გახურებაზე ბასტიანმა მცირე დაზიანება მიიღო.
"ავივა სტედიუმზე" დაფიქსირებული სენსაციური შედეგის წინ გერმანიის საფეხბურთო ასოციაციამ "იუნაიტედისთვის" სამწუხარო ინფორმაცია თვითერის საშუალებით გაავრცელა: "@BSchweinsteiger-მა მატჩის წინა გახურებაზე ტრავმა მიიღო და მატჩს გამოტოვებს".
გერმანიის მარცხი ირლანდიის ნაკრებთან ნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონებს ჯერ კიდევ სჭირდებათ ქულა, რათა 2016 წლის ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე მიიღონ მონაწილეობა და ამის გაკეთებას საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შეეცდებიან.
ჯერჯერობით უცნობია, საკმარისად ჯანმრთელი იქნება თუ არა შვაინშტაიგერი იმისათვის, რომ კვირას ლაიპციგში ითამაშოს და მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა ტრავმის სერიოზულობის შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა:
"შვაინშტაიგერის შემთხვევაში მოცდა და ნახვა მომიწევს. სამედიცინო შტაბმა ორი ან სამ დღიანი მოცდის აუცილებლობის შესახებ განაცხადა".ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი დარწმუნებულია, რომ მაიკლ კერიკი დღევანდელ მატჩში "უემბლიზე" სათამაშოდ ესტონეთის წინააღმდეგ მზად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ხუთშაბათის ვარჯიშის სესია გამოტოვა.
"მაიკლ კერიკმა ოთხშაბათის სავარჯიშო სესია საკმაოდ ინტენსიურად ჩაატარა, მაგრამ კვლავ იგრძნო მცირედი ტკივილი და არ გვინდოდა მატჩამდე გარისკვა, ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგვესვენებინა, რაც ხვალინდელი ღამისთვის მზადყოფნის საშუალებას მისცემს", - განაცხადა ჰოჯსონმა.
უეინ რუნის ინგლისთან ერთად მთელი კვირის განმავლობაში არ უვარჯიშია და ესტონეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, თუმცა საფეხბურთო ასოციაციამ დაადასტურა, რომ კაპიტანი "სამ ლომთა" მატჩის დაწყების წინ სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის დამყარებისთვის ოქროს ბუცს სწორედ ჩარლტონისგან მიიღებს.
გარდა ამისა, ჰოჯსონმა დაადასტურა, რომ რუნი ლიტვაში ინგლისთან ერთად ვერ გაფრინდება, რაც "ევერტონთან" მატჩამდე "იუნაიტედთან" ერთად მომზადების საშუალებას მისცემს.
"მისი ტერფის ტრავმის გამო ვიცდიდით, რათა შეგუება შეგვეფასებინა.
ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა გავრისკოთ, რადგან წინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მრავალი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს. თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი, თამაშის საშუალება რომ მიგვეცა და მისი ტერფის ტრავმის პრობლემა გაუარესებულიყო. ასე რომ, ჩვენი გადაწყვეტილებით, უკეთესია თუ ამ თამაშს არ ითამაშებს.
იმ დროიდან მოყოლებული, რაც ტერფის ტრავმას მკურნალობდა, ძალიან სურდა ჩვენთან ერთად დარჩენა და მატჩის წინა შეხვედრებზე ჩვენთან ერთად ყოფნა. დარწმუნებული ვარ, მოუთმენლად ელოდება სერ ბობისგან მისთვის ოქროს ბუცის გადაცემას".წყარო:
manutd.com