თბილისი:
მანჩესტერი:
9-10-2015, 11:30
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1915,
კომენტარები: 10
სერ ალექსი კლოპს წარმატებას უწინასწარმეტყველებს
შოტლანდიელი სპეციალისტი იურგენ კლოპის დანიშვნას გამოეხმაურა.
სერ ალექსი კლოპს წარმატებას უწინასწარმეტყველებს
ხუთშაბათს ღამით "ლივერპულის" ოფიციალურმა საიტმა განაცხადა იმის შესახებ, რომ "სქაუზერების" ახალი მენეჯერი, იურგენ კლოპი გახდება. ამ უკანასკნელმა ჩრდილო ირლანდიელი ბრენდან როჯერსი შეცვალა და პრემიერ ლიგაში მეორე გერმანელი მწვრთვნელი გახდება, რომელიც გუნდს უხელმძღვანელებს.

პირველი გერმანელი სპეციალისტი, "ფულჰემში" მუშაობდა, თუმცა ნაკლებად წარმატებულად. გუნდმა სეზონი გასავარდნ ზონაში დაასრულა და ამასვე მოჰყვა ფელიქსის გუნდიდან დათხოვნა. მიუხედავად ფაქტისა, ლეგენდარული შოტლანდიელი მიიჩნევს, რომ არავითარი მიზეზი არ არსებობის იმისა, თუ რატომ არ უნდა იყვნენ გერმანელი სპეციალისტები წარმატებულნი პრემიერ ლიგაში.

"მხოლოდ რამდენიმე ინგლისელი მწვრთნელი მუშაობს პრემიერ ლიგაში. უკანასკნელად გუნდმა 1992 წელს მოიგო პრემიერ ლიგის ტიტული ინგლისელი სპეციალისტის მეთაურობით." აცხადებს ფერგიუსონი.

"აქ მუშაობენ შოტლანდიელები, პორტუგალიელები, ესპანელები, ფრანგები, იტალიელები და რატომ არ უნდა მუშაობდნენ გერმანელები? არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისა, თუ რატომ ვერ მიაღწევენ წარმატებას."

მიუხედავად იმისა, რომ სერ ალექსმა არნახულ წარმატებას მიაღწია, იგი მაინც ფიქრობს, რომ იურგენ კლოპის ადგილას მას მუშაობა გაუჭირდებოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ შეიცვალა, მაინც მწვრთნელის სიტყვაზეა დამოკიდებული ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხი. ბორდი მას ეუბნება, რომ ესენი არიან ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც დარჩენილ სეზონში გვეყოლება. ვეჭვობ, რომ ასეთ სიტუაციას გავუმკლავდებოდი. ისინი პასუხისმგებლობას გარიდებენ და არც კი იცი, ვისზე გადადის ეს." დაასრულა სერ ალექსმა.

წყარო: Mirror


პრემიერ ლიგის ცხრილში, რომელ ადგილზე დაასრულებს სეზონს ლივერპული?

პირველი
მეორე
მესამე
მეოთხე
მეხუთე
მეექვსე
მეშვიდე და ქვევით

ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
9 ოქტომბერი 2015 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
მე მაგალითად მინდა რო ლივერპული ოთხეულში იყოს ყოველთვის, მიუხედავად იმისა რო ჩვენი პრინციპული მეტოქეა ყოველთვის..
0
№2
ავტორი: I L C
9 ოქტომბერი 2015 12:34
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Aramgonia rame eshvelot
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ოქტომბერი 2015 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კლოპის უდიდესი პატივისცემის მიუხედავად დიდი იმედი მაქვს, რომ მისი კარიერა ლუზერებში კარგი ნამდვილად არ იქნება.
0
№4
ავტორი: Mufc7
9 ოქტომბერი 2015 13:23
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, ჭაობიდან უნდა ამოათრიოს გუნდი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Best 7
9 ოქტომბერი 2015 17:45
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ლუზერპულს კლოპი კი არა რინუს მიხელსი არ ეშველება აწი
0
№6
ავტორი: GeorgeBest
9 ოქტომბერი 2015 18:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიუხედავად იმისა რომ ყველაზე მეტად მეზიზღება ალბატ ეგ გუნდი ვაბშე არ მინდა ასტონ ვილას დონემდე დაცემულს ვუყურო. ამ გნდების დაპირისპირებას ყველაზე მეტად სანახაობის გამო ველი და რჯერსის ლივერპული მეორე წელია ნიუკასლზე ცუდად გვეთამაშება. კლოპი აქ მინდოდა ალბათ ყველას ეს უნდოდა მაგრამ რას ვიზამთ. იმედია ლიგაზე დააბრუნებს და მოხოდავს გუნდს
0
№7
ავტორი: lefty
9 ოქტომბერი 2015 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
როგორ მინდოდა ჩვენთან ემუშავა wassat
0
№8
ავტორი: Jubo
9 ოქტომბერი 2015 19:50
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
წელს ლიგაზე არამგონია გაიყვანოს კლოპმა ლუზერპული. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე როისი თუ გამოიყოლა დორტმუნდიდან სერიოზულად გაძლიერდებიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: ilker
10 ოქტომბერი 2015 08:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ჩემი თვალთახედვით, მხოლოდ 4 სპეციალისტია ტოპ მენეჯერი, ვინც ახლა წვრთნის გუნდებს : გვარდიოლა, მოურინიო, ანჩელოტი და კლოპი

რა იქნებოდა ამათგან ერთი ჩვენც გვღირსებოდაა? შესაძლოა, მოუ ბევრს არ მოწონს, მარა ბრწყინვალე მწვრთნელია. ანჩელლოტი დაგვხატავდა ჩემი აზრით. ჯერ პსჯ ააწყო, მერე რეალი, მარა დღევანდელ ფეხბურთში წარმატება ერთი სეზონით განიმარტება და სტაბილურობას არონიშნავს
0
№10
ავტორი: AkkRed
10 ოქტომბერი 2015 13:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
უჰჰ როგორ მომენატრა გამრისხანებული ლივერპულის დამხმობაა love იმედია გაძლიერდებიან და ასეთი დიდი ისტორიის გუნდები არ იფოფხებენ ჩემპიონატში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top