"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის ნაკრებში მუშაობაზე ორჯერ განაცხადა უარი.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ შოტლანდიელ მწვრთნელს "სამ ლომთა" მთავარი მწვრთნელის პოსტი 1999 და 2001 წლებში შესთავაზა, მაგრამ სერ ალექსმა არც ერთ შემთხვევაში მიიღო გამოწვევა.
"ეს დაუჯერებლად რთული სამუშაოა. ინგლისის ნაკრების მწვრთნელზე ყოველთვის წარმოუდგენელი ზეწოლაა და ასეთ სიტუაციაში ყოველთვის რთულია გუნდის წარმატებაზე კონცენტრირება.
რაღაც მიზეზით, ინგლისელებს აბსოლუტურად ყველა ტურნირის ფავორიტებად მიიჩნევდნენ, მაგრამ ჩემი აზრით, ისინი არასდროს ყოფილან ფავორიტები. არასდროს.
ორჯერ აწარმოებდნენ ჩემთან მოლაპარაკებებს, მაგრამ სამუშაოზე დათანხმებასთან ახლოსაც კი არ ვყოფილვარ. ინგლისის ნაკრების გაწვრთნა არ მინდოდა, მით უმეტეს, შოტლანდიელი ვარ", - განაცხადა ფერგიუსონმა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.